,,ლევან ხაბეიშვილის იმპიჩმენტის საკითხი სასაცილოა”- პეტრე ცისკარიშვილი

,,ლევან ხაბეიშვილის იმპიჩმენტის საკითხი სასაცილოა,”-  ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნები დასრულებულია.

,,ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნები დასრულებულია. ჩვენ ვგეგმავთ რეგიონებში თავმჯდომარეების, რეგიონალური პოლიტიკური საბჭოებს არჩევნებს. ყველას, ვისაც შიდაპარტიული დემოკრატია აინტერესებს, ამ საკითხებზე ფოკუსირდეს. ლევან ხაბეიშვილის იმპიჩმენტის საკითხი სასაცილოა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ერთის მხრივ შიდაპარტიული დემოკრატია, რომელიც ემსახურება „ნაციონალური მოძრაობის” გაძლიერებას და მეორეს მხრივ, “ნაციონალური მოძრაობის” გაძლიერება თავის მხრივ ემსახურება რაც შეიძლება სწრაფად ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასრულებას”,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

მსგავსი თემები