ადვოკატი ამტკიცებს, რომ რენატა ბეგიაშვილმა მეუღლეს კისერზე ჯაჭვი შემოახვია და ახრჩობდა

რენატა ბეგიაშილის გვარ-სახელი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მან სოციალურ ქსელში ნაცემი საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა რომ ამის შემოქმედი მისი მეუღლე შალვა იაშვილია. სამართლადამცველებმა გამოძიება დაიწყეს და დღეს სასამართლომ შალვა იაშვილს პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულის ადვოკატი თეონა გვაზავა კი აცხადებს, რომ ქალი თავად არის მოძალადე, რადგანაც ის მისი დაცვის ქვეშ მყოფს ახრჩობდა.

„რენატა ბეგიაშვილი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას შალვა იაშვილს. რენატა ბეგიაშვილმა შალვა იაშვილს დეკორაციული ჯაჭვი შემოახვია კისერზე, ახრჩობდა. შალვა იაშვილმა კი შეძლო და მოიშორა რენატა ბეგიაშვილი“, – განაცხადა სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატმა, თეონა გვაზავამ, რომელიც სასამართლოსგან მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

მეუღლე აცხადებს, რომ მისი ცოლი რამდენჯერმე გააუპატიურეს და მამაკაცების მიმართ შურისძიებით მოქმედებს

მსგავსი თემები