პროტესტი პროკურატურასთან – ადვოკატმა ხელი გადაიჭრა

ადვოკატმა ნიკოლოზ კვანტრიშვილმა მთავარ პროკურატურასთან ვენები გადაიჭრა. მისი თქმით, აღნიშნული ქმედება სუიციდი არ ყოფილა.

ადვოკატის თქმით, უკვე 6 თვეა უშედეგოდ ითხოვს შეხვედრებს როგორც პროკურატურაში, ისე სხვა სახელმწიფო უწყებებში.

,,თავდაცვის აქტი ჩავატარე იმიტომ, რომ ვერ ვიპოვე სამართლიანი ვერსად. ვერც პროკურატურაში, ვერც სასამართლოში იმიტომ, რომ მაღალი თანამდებობის პირებმა გამაკეთებინეს ეს: ანზორ ჩუბინიძე მოსამართლე არევაძე და თბილისის პროკურატურის პროკურორები,”- განუცხადა ადვოკატმა ტვ პირველს.

ნიკოლოზ კვანტრიშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების ბრალდებით დაკავებული მირიან ჯავახიშვილის უფლებებს იცავს.

მსგავსი თემები