მოსკოვის ცენტრში ახალი კორპუსის „ვიქტორიას პარკის“ სახურავზე ხანძარი გაჩნდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ელიტურ საცხოვრებელ კომპლექსში, ცეცხლი 15 სართულიანი კორპუსის სახურავზე გაჩნდა.
„სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ 100 კვადრატული მეტრი ფართობის მშენებარე 15 სართულიანი კორპუსის სახურავზე ხანძარი გაჩნდა. ხანძარი 12:09 საათზე გატარებული ღონისძიებებით ლიკვიდირებულია. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ არის“, – განაცხადეს მოსკოვის საგანგებო სამსახურში.