,,უდიდესი ქველმოქმედია, მე თუ მკითხავთ, მისი ყველაზე დიდი ქველმოქმედება 2011 წელს პოლიტიკაში მოსვლა იყო”- კალაძე ივანიშვილზე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვას უპასუხა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ კანონზე მუშაობა დასავლელი პარტნიორების რჩევების გათვალისწინებით მოხდა.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ დაწყებული გვქონდა კანონზე მუშაობა, თუმცა გავჩერდით ჩვენი მეგობრების მოთხოვნით. მოგვცეს გზამკვლევი თუ რა მიმართულებით უნდა წავსულიყავით. ორი დღის წინ პრემიერმა გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება და რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე გაკეთდება, როგორც ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან იყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე სიბინძურე უწოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას და ხაზი გაუსვა რომ ბიძინა ივანიშვილი უდიდესი ქველმოქმედოა და არა ოლიგარქი.

„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის არის ადამიანი, რომელსაც უდიდესი ქველმოქმედება აქვს ქვეყანაში გაკეთებული. აღარ ჩამოვთვლი პროექტებს, რაც ამ ადამიანმა და მისმა საქველმოქმედო ფონდმა გააკეთა, აკეთებს და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გააკეთებს ამ ქვეყნის განვითარებისთვის. მე თუ მკითხავთ, მისი
ყველაზე დიდი ქველმოქმედება და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, როდესაც ის პოლიტიკაში შემოვიდა 2011 წელს და ის სისხლიანი რეჟიმი, ის ბოროტება, რომელიც დაკავებული იყო ოჯახების, ადამიანების გაუბედურებით, ბიზნესის რეკეტით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით, გაუშვა იქ, სადაც გასაშვები
იყო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები