უკრაინა მსოფლიოში ყველაზე დიდი დანაღმული ტერიტორიაა – Globsec- ის ანგარიში

ანალიტიკურმა ცენტრ Globsec-ის ანგარიშის თანაცხადა, დღეს უკრაინა მსოფლიოში ყველაზე დიდი დანაღმული ტერიტორია და ამ მაჩვენებლით ის ავღანეთსა და სირიასაც კი აღემატება.

ცენტრის ცნობით, უკრაინის ტერიტორიის თითქმის მესამედი (174 000 კვ.კმ), რომელიც ოკუპირებულია, უნდა შემოწმდეს რუსული არმიის მიერ იქ დატოვებული საბრძოლო მასალისა და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებების გამო.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ოკუპანტები უკან დახევის დროს ნაღმავენ ტერიტორიას და ასაფეთქებლებს ტოვებენ დაღუპული ჯარისკაცების ცხედრებზეც კი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ დროისთვის, „განაღმვითი სამუშაოები კატასტროფულად ნელა მიმდინარეობს“დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში, რომლებსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებდნენ 2015 წლიდან 2021 წლამდე პერიოდში, „გაიწმინდა პოტენციურად დანაღმული ტერიტორიის მხოლოდ 6%.

ამ დროისათვის ტერიტორიის მხოლოდ 64 კვ. კილომეტრია გაწმენდილი. სამუშაოების უმეტესობას უკრაინის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების საიდუმლო სამსახურები ახორციელებენ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით.

,,მარტივი არითმეტიკით სავარაუდოა, რომ თუ ეს მაჩვენებლები შენარჩუნდება, 2700 წელზე მეტი დასჭირდება უკრაინის ტერიტორიის ნაღმებისგან სრულად გაწმენდას”- ნათქვამია ანგარიშში.

მსგავსი თემები