პუტინის განცხადებით, ერდოღანი მოწადინებულია რუსულ-თურქული ურთიერთობების გაღრმავებით

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია სრულად უჭერს მხარს თურქეთის პრეზიდენტის სვლას და მისწრაფებას. როგორც ვლადიმერ პუტინი აღნიშნავს, თურქეთი არსებით ყურადღებას უთმობს რუსეთ-თურქეთის კიდევ უფრო დაახლოებას.

ვლადიმერ პუტინმა აღნიშნული სიტყვები  თურქეთში, აქუიუს ბირთვული ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა, რომელსაც ის დისტანციურად ჩაერთო.

„დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი მაგალითი,  რამდენს აკეთებთ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენი ქვეყნისთვის, მისი ეკონომიკის ზრდისთვის, თურქეთის ყველა მოქალაქისთვის. ეს დღე ადასტურებს, რომ პრეზიდენტი დიდ ყურადღებას უთმობს რუსულ-თურქული ურთიერთობების გაფართოებას ყველა მიმართულებით. თქვენ იცით, როგორ დაისახოთ ამბიციური მიზნები და თავდაჯერებულად მიდიხართ მათი შესრულებისკენ“ – მიმართა პუტინმა ერდოღანს.

მან აქუიუს ბირთვულ ელექტროსადგურს თურქეთისა და რუსეთის უმნიშვნელოვანესი ერთობლივი პროექტი უწოდა, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკური და მეზობლური ურთიერთობებს განვითარებას.

 

მსგავსი თემები