მეუღლე აცხადებს, რომ მისი ცოლი რამდენჯერმე გააუპატიურეს და მამაკაცების მიმართ შურისძიებით მოქმედებს

მეუღლის ცემის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცი შალვა იაშვილი აცხადებს, რომ ის თავად არის რენატა ბეგიაშვილის მსხვერპლი.

შალვა ბეგიაშვილმა სასამართლოზე დაცვის სიტყვით ისარგებლა და მოსამართლეს განუცხადა, რომ მისი მეუღლე რამდენჯერმე არის გაუპატიურებული და კაცების მიმართ შურისძიება ამოძრავებს.

„რენატა ბეგიაშვილისგან ვიცი, რომ რამდენჯერმე გააუპატიურეს და აქედან გამომდინარე ფიქრობს, რომ ყველა კაცი უნდა გაანადგუროს. ვფიქრობ, რომ აქედან გამომდინარე რაღაცას გეგმავს. ანუ მსხვერპლი ვარ მე”, – განაცხადა შალვა იაშვილმა სასამართლოს სხდომაზე.

სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და ბეგიაშვილს იაშვილს პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა კი ამ საქმით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც თავად დაზარალებულმა სოციალურ ქსელში ნაცემი და დასისხლიანებული თვალის ფოტო ატვირთა.

მეუღლის ცემისთვის შალვა იაშვილს პატიმრობა შეუფარდეს

მსგავსი თემები