,,არ გირჩევთ ეჭვი შეიტანოთ ჩვენს გადაწყვეტილებაში და გამოცადოთ იგი პრაქტიკაში”- ზახაროვა

,,მე არ გირჩევთ ეჭვი შეიტანოთ ჩვენს გადაწყვეტილებაში და გამოცადოთ იგი პრაქტიკაში”,-  ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ თავიდან აიცილოს ბირთვული ესკალაციის ყველაზე უარესი სცენარი.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ განვითარდეს მოვლენები ყველაზე უარესი სცენარის მიხედვით, როგორც რუსეთის ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა. ამავდროულად, არ გირჩევთ ეჭვი შევიტანოთ ჩვენს გადაწყვეტილებაში და პრაქტიკაში გამოცადოთ“, – განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით,”ვაშინგტონი მიზანმიმართულად წარმოქმნის რისკებს და „ამაღლებს ფსონებს“ მოსკოვთან დაპირისპირებაში, ეყრდნობა, როგორც მათი აზრით, სიტუაციის დომინირებას განვითარების ყველა შესაძლო ეტაპზე.”

 

მსგავსი თემები