,,ჩვენ არ უნდა გვიწევდეს მორჩილებითი თხოვნა კანდიდატის სტატუსზე”- დიმიტრი ხუნდაძე

,,საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთსაჭიროება თანაბარია და ჩვენ არ უნდა გვიწევდეს მორჩილებითი თხოვნა კანდიდატის სტატუსზე,”- ასე ეხმაურება  ”ხალხის ძალის” წევრი, დიმიტრი ხუნდაძე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში, გახშირდა საქართველოს დელეგაციების ვიზიტები ევროპაში, ასევე ევროპელი მაღალი რანგის თანამდებობის პირების სტუმრობა საქართველოში, რაც ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან როლზე მიუთითებს თანამედროვე რთულ გლობალურ პოლიტიკაში.

,,მისასალმებელია, როდესაც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „საქართველოს მომავალი წევრობა ევროკავშირსა და ნატო-ში არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ტრანსატლანტიკური გაერთიანების/საზოგადოების ინტერესიც. ევროპისთვის ეს არის შანსი და არა – საფრთხე“. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ დიდი ხანია, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთსაჭიროება თანაბარია და ჩვენ არ უნდა გვიწევდეს მორჩილებითი თხოვნა კანდიდატის სტატუსზე, რაც დამსახურებულად გვეკუთვნის. იმედს ვიტოვებთ, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება იმის თაობაზე, რომ ჩვენ გვექნება მათი მხარდაჭერა სტატუსის მონიჭებაზე, რეალობად იქცევა. ასეთივე დამოკიდებულებას ველით ყველა ევროპული სახელმწიფოსგან, რომელთათვისაც საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მათი ინტერესიცაა“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე „ფეისბუქში”.

,,საქართველოს წევრობა ევროკავშირსა და ნატო-ში არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ტრანსატლანტიკური საზოგადოების ინტერესშიც”- ზნიგბევ რაუ

მსგავსი თემები