„ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური კალენდარი არეული აქვს”- არჩილ თალაკვაძე

„როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ აქტიურად მუშაობენ ყველასთან, სადაც შეუძლიათ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება როგორმე შეაფერხონ და გადადონ დროში,”- ასე ეხმიანება   პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კობა ნაყოფიას განცხადებას.

მისი თქმით, ‘ნაციონალური მოძრაობაში” სურთ, ქვეყანაში გარკვეული დესტაბილოზაციის მუხტი მიიღონ და ეს საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ.

,,კობა ნაყოფიამ თქვა, რომ კანდიდატის სტატუსის დაბლოკვა გამოიწვევს დესტაბილიზაციას, შემდეგ მათ სურთ, მიიღონ რიგგარეშე არჩევნები და რაღაც გვერდითა კარით ისევ შემოვიდნენ პოლიტიკაში. მოგეხსენებათ, „ნაციონალური მოძრაობა“ რეალურად დღეს არის პოლიტიკურ აფსაიტში, დაკარგული აქვს მთავარი ოპოზიციის როლი, გავლენა პარლამენტში, ასევე პარტიის შიგნით აქვს კონფლიქტები, ჯგუფებს შორის ძალაუფლების გადანაწილება მიმდინარეობს, პარტია სავალალო მდგომარეობაშია.

რეალურად, კობა ნაყოფიას  განცხადებაზე პასუხი არის ერთადერთი – მათ წააგეს 8-9 რიგითი არჩევნები, საკუთარ პარტიაში წააგეს რიგგარეშე არჩევნები და როდესაც ადამიანი 2024 წლის იანვარ-თებერვალში რიგგარეშე არჩევნებისკენ მოსამზადებლად მოუწოდებს ოპოზიციას, პირდაპირ ჩანს, რომ მათ პოლიტიკური კალენდარი აქვთ არეული და პოლიტიკური კურსი – დაკარგული. იანვარ-თებერვალში მათი პარტია რიგგარეშე აჩევნებისთვის კი არა, 2024 წლის რიგითი არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს, თუ რაიმე ძალა და გეგმა კიდევ აქვს შერჩნენილი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები