,,უკრაინელები არასოდეს დაუთმობენ თავიანთ ქვეყანას მტერს და არასოდეს დატოვებენ თავიანთ მიწას”- ზელენსკი

,,უკრაინელები არასოდეს დაუთმობენ თავიანთ ქვეყანას მტერს და არასოდეს დატოვებენ თავიანთ მიწას,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეგრამზე წერს.

მისი თქმით, უკრაინელებს არ აქვს თავიანთ მიწაზე მოუშუშებელი ჭრილობების დატოვების ჩვევა.

,,უკრაინელები არასოდეს დაუთმობენ თავიანთ ქვეყანას მტერს და არასოდეს დატოვებენ თავიანთ მიწას. მიუხედავად იმისა, რომ ასობით ჩვენი სოფელი და ათობით ქალაქი დაიწვა რუსული არტილერიისა და საჰაერო დარტყმების შედეგად, უკრაინელებს შეუძლიათ მათი გაცოცხლება. ჩვენს ხალხს არ აქვს თავიანთ მიწაზე მოუშუშებელი ჭრილობების დატოვების ჩვევა,”- წერს ზელენსკი.

მსგავსი თემები