,,საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ ხედავს ალტერნატივას ოპოზიციის მხარეს”- ხათუნა სამნიძე

„IRI-ის კვლევა გვეუბნება, რომ ხელისუფლებას დაკარგული აქვს ნდობა, ლეგიტიმაცია, მაგრამ საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ ხედავს ალტერნატივას ოპოზიციის მხარეს,”- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

ოპოზიციონერ დეპუტატს მიაჩნია, რომ  IRI-ის კვლევა არ ადასტურებს, რომ ოპოზიციის ერთ პარტიად ან ერთ საარჩევნო ბლოკად გაერთიანება შედეგს ან წარმატებას მოიტანს.

„IRI-ის კვლევა გვეუბნება, რომ ხელისუფლებას დაკარგული აქვს ნდობა, ლეგიტიმაცია, მაგრამ საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ ხედავს ალტერნატივას ოპოზიციის მხარეს. ოპოზიციას ძალიან ცოტა დრო გვაქვს, რომ ეს ალტერნატივა შევქმნათ, მაგრამ ჩემი აზრით, ერთ საარჩევნო ბლოკად გაერთიანება და ისევ ორ პოლუსიანობა ამ არჩევნებზე გამოსავალი არ არის“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მსგავსი თემები