,,როგორც ჩანს, “ქართული ოცნება” უარყოფს ჰუმანიტარიზმს, საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციებს”- ანა ფოტიგა

,,ქართული ოცნება” უარყოფს ქართველი ხალხის ნებას, ომელთა უმრავლესობა მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას,”- ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ”ტვიტერზე” წერს.

ევროპარლამენტარი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევას ეხმიანება, რომლის თანახმად, გამოკითხულთა 43% მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას.

,,როგორც ჩანს, “ქართული ოცნება” უარყოფს ჰუმანიტარიზმს, საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციებს, რომლებშიც გაწევრიანებისკენ საჯაროდ მიისწრაფვის და ასევე არა მხოლოდ საქართველოს მეგობრების მოწოდებებს, არამედ ქართველი ხალხის შეხედულებებს, რომელთა უმრავლესობა მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას”,- წერს ანა ფოტიგა. 

მსგავსი თემები