,,კოლექტიურ “ნაციონალურ მოძრაობას” უნდა გაასამართლოს სასამართლო”- არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით “ნაციონალურ მოძრაობას” უნდა გაასამართლოს სასამართლო.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა აღნიშნულ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.

,,ამ ინიციატივით, კოლექტიურ “ნაციონალურ მოძრაობას” უნდა გაასამართლოს სასამართლო. შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დავუჭირეთ და არ დავუჭერთ. ოპოზიცია მწყობრიდან არის გამოსული, დაკარგული აქვს წონასწორობა და აკეთებს აბსურდულ განცხადებებს ხშირ შემთხვევაში, თუმცა ეს არანაირად არ ცვლის ჩვენს პასუხისმგებლობას ქვეყნის მართვაზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები