,,უკრაინის ნატოში გაწევრიანება შესაძლებელია მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ”- კაია კალასი

ნატო შეიძლება გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი, მაგრამ ალიანსში გაწევრიანება შესაძლებელია მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ -ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა კიევში ვიზიტისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც კალასმა აღნიშნა, ზელენსკის ყველაზე მეტად აწუხებს საბრძოლო მასალისა და იარაღის მიწოდება, ასევე ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი.

,,უკრაინელებმა შეიტანეს განაცხადი და ნატომ უნდა უპასუხოს ამ განცხადებას. თუ საუბარია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე, მაშინ უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია, რომელიც ნამდვილად მუშაობს, არის ნატოში გაწევრიანება”, – აღნიშნა კალასმა.

მისივე თქმით,  ესტონეთი არწმუნებს ნატოს წევრ ქვეყნებს უკრაინის წევრობის მკაფიო პერსპექტივის მინიჭების აუცილებლობაში.

მსგავსი თემები