„ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, რომელმაც საკუთარი ფული სავარაუდოდ რუსულ გარიგებებში იშოვა“ – ბრიტანელი დეპუტატი

ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხზე მსჯელობენ. ერთ-ერთი დეპუტატი  ადამ ჰოლოვეი „ქართული ოცნებისა“ და მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ განსაკუთრებულად მკაცრი გამოსვლით გამოირჩეოდა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ქართული ოცნება პროპუტინისტური და პრორუსული ჯგუფია.

„უკრაინა არ არის ერთადერთი ქვეყანა  რეგიონში, რომელიც რუსული აგრესიის წინაშე დგას. საქართველოს ახლანდელი მმართველი პარტია  პროპუტინისტური და პრორუსული ჯგუფია, რომლიც საქართველოს რუსეთის მარიონეტობის რისკის ქვეშ აყენებს. „ქართული ოცნება“  თავიდანვე რუსეთის მიმართ დადებითი განწყობით გამოირჩეოდა. მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი კი  ოლიგარქია, რომელმაც საკუთარი ფული სავარაუდოდ რუსულ გარიგებებში იშოვა“ – განაცხადა ბრიტანელმა დეპუტატმა ჰოლოვეიმ სიტყვით გამოსვლისას.

მსგავსი თემები