საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში სიტყვით გამოვა

საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში სიტყვით 31 მაისს გამოვა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ოფიციალური მიწვევა სალომე ზურაბიშვილმა დრეს მიიღო.

ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ოფიციალური წერილი დღეს მიიღო.

„ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად საქართველოს პრეზიდენტის წერილი მთავრობას დღეს გაეგზავნა”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში რამდენიმე დღით ადრე უნდა გამგზავრებულიყო და მაშინ მიმწვევი შარლ მიშელი იყო, თუმცა, პრეზიდენტმა ვიზიტი გადადო,აღნიშნულის მიზეზად კი მთავრობა დაასახელა, რომელმაც, მისივე განმარტებით,  პრეზიდენტს თანხმობა დროულად არ მისცა.

 

.

მსგავსი თემები