,,ერთი რამ მინდა ყველას მკაფიოდ ვუთხრა, წითელი ხაზები არ გადაკვეთონ”- ალუდა ღუდუშაური

,,ერთი რამ მინდა ყველას მკაფიოდ ვუთხრა, მათ შორის, სააკაშვილის ინტერესების დამცველ ადვოკატებს და ნებისმიერ პირს, ვინც მასთან არის დაკავშირებული, წითელი ხაზები არ გადაკვეთონ,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ღუდუშაური „ვივამედის“ დირექტორის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ექთანს პირადი მონაცემები გამოართვა და უთხრა, რომ „მოწმეების და დასაჭერების სიაში“ უნდა შეიყვანოს.

„არ გადაკვეთონ წითელი ხაზები, რამეთუ ნებისმიერი ფორმით ძალადობა, მუქარა, შევიწროება… კარგად ხედავთ არ არის მათი მხრიდან პირველი ფაქტი, როცა ხდება ერთგვარი ფსიქოლოგიური ზეწოლა. საზოგადოება ხედავს, რომ ხდება მოსამართლეზე, სასამართლო სისტემაზე, მათ შორის, ექიმებთან მიმართებაშიც ზეწოლა, რომ თუ არ იქნება მათთვის მისაღები გადაწყვეტილება, ქვეყნის ამოტრიალებით, დამხობით თუ აპოკალიფსით იმუქრებიან. ისეთ საშიშ ფაზაში გადადის ეს ყველაფერი, ვურჩევ, მეტი გონიერება, წინდახედულობა გამოიჩინონ ამ ბატონებმა თუ ქალბატონებმა, რამეთუ ცეცხლს ეთამაშებიან”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

,,ადვოკატი იბარებს ექთანს პალატაში, მოწმეების და დასაჭერების სიაში უნდა შეგიყვანოო”- ნინო ნადირაძე

მსგავსი თემები