,,უკრაინის მოვლენები არის სამხედრო დაპირისპირება რუსეთსა და ნატო-ს შორის”- ნიკოლაი პატრუშევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის განცხადებით, უკრაინაში კონფლიქტი არის სამხედრო დაპირისპირება რუსეთსა და ნატო-ს შორის.

„უკრაინის მოვლენები არ არის მოსკოვსა და კიევის შორის შეტაკება – ეს არის სამხედრო დაპირისპირება რუსეთსა და ნატო-ს, უპირველეს ყოვლისა, რუსეთსა და შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთს შორის“, – განაცხადა პატრუშევმა.

მისი თქმით, დასავლეთი გეგმავს რუსეთი საბოლოოდ  წაშალოს მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან.

„საპასუხოდ, რუსეთი მიაღწევს ეკონომიკურ სუვერენიტეტს და ფინანსურ დამოუკიდებლობას, ასევე გააძლიერებს შეიარაღებულ ძალებს და სპეცსამსახურებს, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერი პოტენციური აგრესორის შეკავება,“- განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა.

მსგავსი თემები