,,ადვოკატი იბარებს ექთანს პალატაში, მოწმეების და დასაჭერების სიაში უნდა შეგიყვანოო”- ნინო ნადირაძე

კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ამავე კლინიკის ექთანი სამუშაო საათების დასრულების შემდეგ პალატაში დაიბარა და პირადი მონაცემები გამოართვა.

„ადვოკატი იბარებს ექთანს პალატაში, როცა მისი მორიგეობა დასრულებულია, ართმევს პირად მონაცემებს, სიაში უნდა შეგიყვანო მოწმეებისო და დასაჭერებისაცო, ეს ნორმალურია? ღმერთო, გაძლება მოგვეცი სიკეთე დასჯადია?!“, – წერს ნადირაძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები