,,ბატონების“ რიტუალს, რთველის, მცხეთური ღვეზელისა და აპოხტის ხინკლის დამზადების ტრადიციას არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ქართული ხორბლის კულტურა, რთველის ტრადიცია საქართველოში, მესხური სამზარეულო, მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიცია, ინფექციურ დაავადება ე.წ. „ბატონებთან“ დაკავშირებული რიტუალები და გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ნუსხაში შევიდა. ამის შესახებ ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა გამოსცა.

,,მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს: „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“, „გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიცია“, „რთვლის ტრადიცია საქართველოში“, „მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიცია და მისი კულტურული კონტექსტი“, „მესხური სამზარეულო – აპოხტისწიბოსა და აპოხტის ხინკლის დამზადებისა და გამოყენების ტრადიცია“, „ინფექციურ დაავადება „ბატონებთან“ დაკავშირებული რიტუალური ქმედებები, სიმღერა და წეს-ჩვეულებები საქართველოში“,- ნათქვამია ბრძანებაში.

ნიკოლოზ აზნაურაშვილის ბრძანება 9 იანვარს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

 

მსგავსი თემები