,,ვინც ადრე ადამიანებს უკანონოდ უსმენდა და იწერდა, მიმაჩნია ჩვეულებრივ „კაგებეშნიკად“- გია ბარამიძე

,,ვინც ადრე ადამიანებს უკანონოდ უსმენდა და იწერდა, მიმაჩნია ჩვეულებრივ „კაგებეშნიკად“, ვინც ამას დღეს აკეთებს, არის ტრივიალური პუტინისტი ქოცი,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია გია ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს.

„მინდა, ყველამ მკაფიოდ იცოდეს ჩემი აზრი, რომ ვინც ადრე ადამიანებს უკანონოდ უსმენდა და იწერდა, მიმაჩნია ჩვეულებრივ „კაგებეშნიკად“, ვინც ამას დღეს აკეთებს, არის ტრივიალური პუტინისტი ქოცი.

შესაბამისად, იმედი მაქვს და მჯერა, რომ ენმ-ს არც ერთი სერიოზული ლიდერი, ამგვარ ჩანაწერებს, არავის წინააღმდეგ, მით უფრო კი გუნდის შიგნით, რაც არ უნდა ხდებოდეს, (ერთმანეთის საწინააღმდეგოდ), კონკურენციაში თუ პაექრობისას არასდროს გამოიყენებს“, – წერს გია ბარამიძე.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს. როგორც ჩანაწერზეა მითითებული, ის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ არის გაკეთებული. ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

 

მსგავსი თემები