,,ხო, აბა, ვისი ხელწერაა“ – ბაჩო დოლიძე ფარული ჩანაწერის გავრცელებაში ვანო მერაბიშვილის ხელწერას ხედავს

,,ფარული ჩანაწერებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებით, პოლიტიკური ქულების დაწერა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

„სამწუხაროა, ეს ყველაფერი, რაზეც „ქართულ ოცნებას“ ვაკრიტიკებთ, რისთვისაც ვებრძვით, იმავე მეთოდებს ვხედავთ, რაც გამოყენებულია წინასაარჩევნოდ. ჭკუა ვერ ისწავლეს ადამიანებმა, რომლებიც დგანან ამ ყველაფრის უკან“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

კითხვაზე, ხედავს თუ არა ვანო მერაბიშვილის ხელწერას აუდიოჩანაწერების გავრცელებაში, ბაჩო დოლიძემ აღნიშნა: „ხო, აბა, ვისი ხელწერაა“.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს. როგორც ჩანაწერზეა მითითებული, ის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ არის გაკეთებული. ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

მსგავსი თემები