სამუშაო საათების შემცირებაზე შეთანხმება ვერ შედგა თუმცა, მთავრობამ დადგენილება მაინც მიიღო

,,დასაშვები სამუშაო საათების რაოდენობა შემცირდა და 40-საათამდე განისაზღვრა,”- ამის შესახებ „დამსაქმებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა, ელგუჯა მელაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

,,მთავრობამ წინა წლის დეკემბერში მიიღო, სპეციალური რეჟიმის მქონე საწარმოების ნუსხა და ამით მოხდება დარეგულირება 40 და 48-საათიანი სამუშაო კვირის. ეს სიახლე ძალაში პირველი იანვრიდან შევიდა, თუმცა მასთან დაკავშირებით დიდიხანია ვმუშაობთ მთავრობა, პროფესიული კავშირების გაერთიანებები და დამსაქმებლები. ყველა სექტორი იყო ჩართული ამ ღონისძიებებში.  მთლიანობაში, ვერ შევთანხმდით იმაზე, თუ რომელი სექტორები ყოფილიყო შესული 48-საათიან დაშვებულ სიაში. თუმცა, 40-საათიანის შემთხვევაში არის გარკვეული მექანიზმები. არის პირობები, რომ დამსაქმებელსა და დასაქმებულთა გაერთიანებებს შორის უნდა მოხდეს შეთანხმება. თუ ეს შეთანხმება ვერ შედგა მაშინ საკითხი განიხილება შრომის მთავარი ინსპექტორის მრჩეველთა საბჭოზე, სადაც სამივე მხარე არის წარმოდგენილი,”- აღნიშნა ელგუჯა მელაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

ელგუჯა მელაძემ მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე იმ დარგებზე ისაუბრა, რომელსაც მთავრობის მიერ მიღებული ნუსხა მოიცავს.

,,არის სამუშაოთა გარკვეული ნუსხა, დარგების კლასიფიკატორების მიხედვით. ეს კლასიფიკატორები მოიცავს სხვადასხვა სეგმენტებს, თუმცა ადრინდელი სიიდან გარკვეული დარგები ვერ მოხვდა ახალ სიაში. ამ დარგებზე ჩვენ გვქონდა მსჯელობა სამმხრივად, თუმცა ამ ნაწილში შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. საბოლოოდ, 26 დეკემბერს მივიღეთ მთავრობის დადგენილება, სადაც მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კონკრეტულ სექტორებზე არ უნდა იყოს გავრცელებული 48-საათიანი სამუშაო კვირა, მხოლოდ იმ საწარმოებში, სადაც სპეციფიკური სამუშაო პირობებია, რომელიც აუცილებელია საწარმოო პროცესისა და მას სჭირდება შესაბამისი პროცესი, გარკვეული დროის განმავლობაში. დასაშვები სამუშაო საათების რაოდენობა შემცირდა და 40-საათამდე განისაზღვრა,”- აღნიშნა ელგუჯა მელაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, უნდა არსებობდეს მინიმუმ ერთ წლიანი გარდამავალი პერიოდი, რადგანაც, ყველა კომპანია ბიუჯეტს გეგმავს მომავალი ერთი წლის მანძილზე და სამუშაო დროის ასეთი სხვაობა დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. ელგუჯა მელაძის თქმით, საკითხი დაყენებულია მთავრობის წინაშე და იმედს იტოვებს, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება.

სამუშაო საათი მცირდება, როგორია ახალი რეგულაციები – ელგუჯა მელაძე “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები