„თუ მუშახელის გადამზადება დამსაქმებლის ინტერესებზე არ არის მორგებული, ასეთი პროგრამები არაფრის მომცემია“ – ელგუჯა მელაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„თუ ხელფასი გაიზრდება, ის აუცილებლად აისახება პროდუქციის თვითღირებულებაზე. შესაბამისად, ფასიც გაიზრდება ამა თუ იმ პროდუქტის თუ მომსახურეობის“ – აღნიშნული განცხადება „მედიაცენტრ მთავარში დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ გააკეთა და იმ მოთხოვნად სპეციალობებზეც ისაუბრა, რაზეც ვაკანსიები არსებობს თუმცა, ვერ ივსება.

„ბიზნესისთვის იცით რომ მნიშვნელოვანია მაღალი ტექნოლოგიური დანადგარები, შესაბამისად, საჭიროა კადრი ვინც უნდა იცოდეს ამ დანადგარების მართვა, სხვანაირად წარმოუდგენელია. როცა ხშირად ვსაუბრობთ, რომ ხელფასი არ შეესაბამება სამუშაოს მაძიებლის მოთხოვნას, ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებობს პროდუქციის თვითღირებულება და მომსახურება.  თუ ხელფასი გაიზრდება, ის აუცილებლად აისახება პროდუქციის თვითღირებულებაზე, შესაბამისად, ფასიც გაიზრდება ამა თუ იმ პროდუქტის თუ მომსახურეობის. ხელფასი დამოკიდებულია ძალიან ბევრ რამეზე, ეს არის შესრულებული სამუშაო, კვალიფიკაციის დონე და რამდენად მნიშვნელოვანია მისი მონაწილეობა იმ პროდუქტის შექმნაში, რაც კონკრეტულ საწარმოში იქმნება“ – აღნიშნა ელგუჯა მელაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მან ის მიმართულებებიც დაასახელა, რასაც ბაზარი ითხოვს.

„ანაზღაურებას ბაზარი არეგულირებს. დამსაქმებელმა ძალიან კარგად იცის, რომ ტექნოლოგს თუ შესაფერის ანაზღაურებას არ გადაუხდის, მას წაიყვანს სხვა კომპანია სხვა შეთავაზებით. ბაზარი ითხოვს ყველა დარგის სპეციალისტს. ეს არის მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, გადამამუშავებელი საწარმოები და სხვა. მართალია, ქვეყანაში პროფესიული განათლების მიმართ პოლიტიკა არსებობს თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია დამსაქმებლის მოთხოვნებზე და ინტერესებზე მორგებული გადამზადება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გადამზადება არაფრის მომცემია“ – აღნიშნა ელგუჯა მელაძემ მედიაცენტრ მთავარში“.  

 

მსგავსი თემები