რუსეთი უკრაინას სამი მიმართულებით უტევს – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსული ძალები ქვეყანას სამი ძირითადი – ბახმუტის, ავდეევკისა და ლიმანის მიმართულებით უტევენ.

უწყებით ცნობით, რუსეთი ცდილობს ტაქტიკური მდგომარეობა კუპიანსკის მიმართულებით გაიუმჯობესოს.  მათივე განცხადებით, ოკუპანტების ძალისხმევა კონცენტრირებულია დონეცკის ოლქის ადმინისტრაციული საზღვრების დაკავებაზე, თუმცა წარუმატებლად.

გენშტაბის ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ 8 სარაკეტო და 31 საჰაერო დარტყმა განახორციელა, ასევე, 63-ჯერ დაბომბა უკრაინის ტერიტორია მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან, მათ შორის დონეცკის ოლქის ქალაქების ხარკოვის, ხერსონისა და კრამატორსკის და მიკოლაივის ოლქის ქალაქ ოჩაკოვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. გენშტაბის ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

მსგავსი თემები