,,რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ომი და დატოვოს უკრაინა”- ნატო-ევროკავშირის თანამშრომლობის ერთობლივ დეკლარაცია

,,უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის აგრესიას. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ეს ომი და დატოვოს უკრაინა,”- ამის შესახებ ნატო-ევროკავშირის თანამშრომლობის ერთობლივ დეკლარაციაშია ნათქვამი.

დეკლარაციის თანახმად, ნატო-სა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა განხორციელდება აღნიშნული ორგანიზაციების გადაწყვეტილების მიღების ავტონომიის შესაბამისად და მათი წევრების უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სპეციფიკის შეზღუდვის გარეშე.

„დღეს ჩვენ ვდგავართ ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში უმძიმესი საფრთხის წინაშე. რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ არღვევს საერთაშორისო კანონს და გაერო-ს წესდების პრინციპებს. ის ძირს უთხრის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. რუსეთის ომმა გაამწვავა სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისი, რომელიც აზარალებს მილიარდობით ადამიანს მთელს მსოფლიოში. უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის აგრესიას. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ეს ომი და დატოვოს უკრაინა. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას და ვიმეორებთ ჩვენს ურყევ და მუდმივ მხარდაჭერას მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის თავდაცვასა და საკუთარი ბედის არჩევის უფლებას“, – ნათვამია დოკუმენტში.

ნატო-მ და ევროკავშირმა სტრატეგიული თანამშრომლობის ერთობლივი დეკლარაცია გააფორმეს

მსგავსი თემები