,,კვარაცხელიაზე გადააჭარბეთ, ახალი მარადონა გეგონათ”- მიკელე მარცულო

ნეაპოლელი სპორტული ექიმის, მიკელე მარცულოს განცხადებით, ხვიჩა კვარაცხელიას  ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს და წნეხს ვერ უძლებს. ამის შესახებ ექიმმა Radio Punto Nuovo-თან ინტერვიუში ისაუბრა.

“კვარაცხელიას მდგომარეობა? – ამ ბიჭზე ცოტათი გადააჭარბეთ, ბევრი ფიქრობდა, რომ ის ახალი მარადონა იყო. უცბად, ის ამხელა პასუხისმგებლობას ვერ გაუმკლავდა, რომელიც დაეკისრა. მას, ფიზიკურ პრობლემაზე მეტიად, ფსიქოლოგიური პრობლემა აწუხებს. მოედანზე ყველაფრის გაკეთება მარტო სურს, რაც გუნდისთვის კარგი არაა,” – განაცხადა მარცულომ.

მსგავსი თემები