დამანგრეველი მიწისძვრა ინდონეზიაში – ბიძგების სიმძლავრემ 7.6 მაგნიტუდა შეადგინა

ინდონეზიის კუნძულ ტანიმბასში 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შედეგად კუნძულზე რამდენიმე შენობა დაინგრა და ერთი ადამიანი დაშავდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება. ბიძგები იგრძნობოდა ავსტრალიის ჩრდილოეთ ნაწილშიც. Reuters-ის ინფორმაციით, მიწისძვრას რამდენიმე განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. ექსპერტებმა მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ცუნამის საშიშროება გამორიცხეს.

მეტი...

რუსეთმა ომში 112 470 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 10 იანვრამდე პერიოდს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 112 470; ​ტანკი – 3 084; ჯავშანტექნიკა – 6 154; საარტილერიო სისტემა – 2 073; სარაკეტო სისტემა – 434; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 217; თვითმფრინავები – 285; ვერტმფრენი – 275; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 860; საკრუიზო რაკეტები – 723; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 817; გემი/ნავი/კატარღა – 17; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 183.

მეტი...

26 წლის ირანელ ფეხბურთელს საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის 26 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

26 წლის ირანელ ფეხბურთელ, ამირ რეზა ნასრ აზადანის ირანის სასამართლომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის 26 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. უცხოური მედიის ინფორმაციით, გამოძიება აზადანს საპროტესტო აქციებში მონაწილეობის დროს სამი პოლიციელის მკვლელობას, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევასა და არალეგალურ ჯგუფებში გაწევრიანებას ედავება. საერთო ჯამში, ფეხბურთელს 26-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა იმის გამო, რომ აზადანის სასჯელის ერთდროულად მოხდა მოუწევს, პატიმრობის პერიოდი 16-წლამდე შემცირდება. ცნობისთვის, ირანში საპროტესტო აქციები 2022 წლის სექტემბრიდან მიმდინარეობს. მიზეზი კი პოლიციელების მხრიდან ირანელი გოგონა, მაჰსა ამინის მკვლელობა გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გოგონა ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო ჩაქოლეს

მეტი...

პერუში უსაფრთხოების ძალებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებას, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა

პერუს სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ხულიაკაში უსაფრთხოების ძალებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებას, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა. რეგიონის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გარდაცვლილთა შორის ორი მოზარდია. დაშავებული და ჰოსპიტალიზებულია, სულ მცირე, 38 პირი. ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები ვადამდელ არჩევნებსა და დაპატიმრებული ყოფილი პრეზიდენტის, პედრო კასტილიოს გათავისუფლებას ითხოვენ. მოთხოვნებს შორისაა ასევე ახალი პრეზიდენტის, დინა ბოლუარტეს გადადგომა და საკონსტიტუციო ცვლილებები. ანტისამთავრობო გამოსვლები პერუში დეკემბრის დასაწყისში დაიწყო. დემონსტრაციების დროს უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებებში დაღუპულთა საერთო რაოდენობა 34-ს შეადგენს.  

მეტი...

12 იანვარს 18:00 საათზე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ,,საახალწლო სოფელში“ ცხოველების გაჩუქების აქციას გამართავს

12 იანვარს 18:00 საათზე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ორბელიანის მოედანზე მოწყობილ ,,საახალწლო სოფელში“ ცხოველების გაჩუქების აქციას გამართავს. სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში გასაჩუქებლად მიიყვანენ მიუსაფარ და პატრონების მიერ თავშესაფარში ჩაბარებულ ლეკვებს. ღონისძიების ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, ცხოველების რეგისტრაციისა და სტერილიზაციის შესახებ საინფორმაციო ფლაერებს დაარიგებენ. ცხოველების აყვანის მსურველებს კი მათი მოვალეობებისა და ცხოველისათვის სავალდებულო ვეტერინარული პროცედურების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. შინაური ცხოველის ყოლა პოზიტიურ გავლენას ახდენს ოჯახურ გარემოსა და ურთიერთობებზე, ამავდროულად, მნიშვნელოვან პასუხისმგებლობასა და მოვალეობებთან არის დაკავშირებული. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მეპატრონეებსა და მათ ოთხფეხა მეგობრებს ბედნიერ და მშვიდობიან წელს უსურვებს.    

მეტი...

რუსეთის ძალებმა კრამატორსკი დაბომბეს – დაიღუპა ორი ადამიანი

რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქში, ქალაქი კრამატორსკი დაბომბეს. დაბომშვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. „სარაკეტო დარტყმა ქალაქზე. ოკუპანტებმა დაარტყეს საგზაო ნაწილს და ავტომობილს ხალხით. ავტომობილში მყოფი ორი ადამიანი დაიღუპა“, – განაცხადა ტიმოშენკომ.

მეტი...

ლილოს ბაზრობაზე ქალი მოულოდნელად გარდაიცვალა

ლილოს ბაზრობაზე ქალი მოულოდნელად გარდაიცვალა. როგორც „ინფო რუსთავს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, 50 წლამდე ქალი, რომელიც ბაზრობაზე იყო დასაქმებული, საპირფარეშოში მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. მისი დახმარება ადგილზე მყოფებმა სცადეს, სასწრაფო დახმარების ჯგუფიც გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მისულ მედიკოსებს, შუა ხნის ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. გარდაცვალების მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.

მეტი...

,,არავის გაუკეთებია საკმარისი მანამ, სანამ რუსული ჩექმა უკრაინის მიწაზე რჩება”- დმიტრო კულება

,,არავის გაუკეთებია საკმარისი მანამ, სანამ რუსული ჩექმა უკრაინის მიწაზე რჩება,” – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. მისი თქმით, შეიარაღება უმოკლესი გზაა უკრაინის გამარჯვებისთვის. „უკრაინა მადლიერია პარტნიორების სამხედრო დახმარებისთვის, მაგრამ ერთმანეთის მიმართ გულწრფელებად უნდა დავრჩეთ: არავის გაუკეთებია საკმარისი მანამ, სანამ რუსული ჩექმა უკრაინის მიწაზე რჩება. შეიარაღება უმოკლესი გზაა ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის, მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა კულებამ.

მეტი...

,,სოლედართან მთელი მიწა სავსეა ოკუპანტების ცხედრებით”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  რუსეთის ძალების მაქსიმალური კონცენტრაცია სოლედარზეა მიმართული. მისი თქმით, სოლედარეთან მთელი მიწა სავსეა დამპყრობლების ცხედრებით და დარტყმების იარებით. „ბრძოლა დონბასისთვის გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტის ყველაზე დიდი ძალისხმევის კონცენტრაცია სოლედრაზეა, ამ მძიმე და ხანგრძლივი ბრძოლის შედეგი მაინც მთელი ჩვენი დონბასის გათავისუფლება იქნება. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მებრძოლს, ვინც იცავს ბახმუტს და მაქსიმალურ სიმტკიცეს ავლენს. მადლობა ყველა მებრძოლს სოლედარში, რომლებიც უძლებენ დამპყრობლების ახალ და სულ უფრო სასტიკ შტურმებს. ეს ძალიან მძიმეა: თითქმის არ დარჩა მთლიანი კედელი. სოლედარში ჩვენი მეომრების სიმტკიცის წყალობით, ჩვენ მოვიგეთ უკრაინისთვის დამატებითი დრო და…

მეტი...

რუსი დეპუტატი გენერალურ პროკურორს ვალერი მელაძის  სიტყვების სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

რუსეთის სახელმწიფო დუმის უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ანდრეი ლუგოვოი, რუსეთის გენერალურ პროკურორს სთხოვს,  სამართლებრივი შეფასება მისცეს ვალერი მელაძის განცხადებას. საქმე ეხება მომღერლის განცხადებას, რომელიც კონცერტზე გამოსვლის დროს  ფრაზაზე: “დიდება უკრაინას”, პასუხობს – :დიდება გმირებს”. ,,გთხოვთ, მოქმედი კანონმდებლობით თქვენთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, იურიდიული შეფასება მისცეთ მოქალაქე მელაძე ვალერი შოთაევიჩის ქმედებებს, მიიღოთ პროკურატურის საპასუხო ზომები. გთხოვთ, მომაწოდოთ შედეგები, შემოწმება და პროკურატურის მიერ გატარებული ზომები ამ მოთხოვნაზე“, – ნათქვამია მიმართვაში.

მეტი...

,,ჭაობი და ამაზრზენია იმის გავრცელება, რაც ვრცელდება და რასაც სოციალურ ქსელში ვხედავ”- ხატია დეკანოიძე

ჭაობი და ამაზრზენია იმის გავრცელება, რაც ვრცელდება და რასაც სოციალურ ქსელში ვხედავ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს. „ჭაობი და ამაზრზენია იმის გავრცელება, რაც ვრცელდება და რასაც სოციალურ ქსელში ვხედავ. ამაზე დიდი საზიზღრობა არ არსებობს. ჩემთვის ეს არის ის, რისთვისაც ვებრძვი ივანიშვილს. ყველაფერი აზრს კარგავს ამის შემდეგ. ნამდვილად, სიტყვებიც არ მყოფნის“, – წერს ხატია დეკანოიძე „ფეისბუქზე“. ცნობისთვის, სოციალურ ქსელში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს. როგორც ჩანაწერზეა მითითებული, ის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ არის გაკეთებული. ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

მეტი...

,,უკრაინამ უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც აუცილებელია, რათა განდევნოს ტერორისტები”- ზელენსკი

,,უკრაინამ უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც აუცილებელია, რათა განდევნოს ტერორისტები ჩვენი მიწიდან”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა. პრეზიდენტის თქმით. უკრაინელი სამხედროები უკვე მალე მიიღებენ დასავლელი პარტნიორებისგან ახალ შეიარაღებას და ტექნიკას. „მსოფლიომ იცის, რომ უკრაინულ მიწაზე რუსეთის ყოფნის ყოველი დღე არის სიკვდილი, ჭრილობა, ტკივილი და ხალხის ტანჯვა. უკრაინამ უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც აუცილებელია, რათა განდევნოს ტერორისტები ჩვენი მიწიდან და საიმედოდ დაიცვას ჩვენი ხალხი რუსეთის ნებისმიერი ესკალაციური გეგმისგან. დარწმუნებული ვარ, რომ იარაღი და ტექნიკა უკვე მალე ექნებათ ჩვენს მეომრებს ფრონტზე“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მეტი...