მოსკოვში მასშტაბური ხანძარია

ხანძარი მოსკოვში – ქალაქის  ჩრდილოეთით მეტროსადგურ “დმიტროვსკაიას” მახლობლად ხანძარია. რუსული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი მრავალსართულიანი შენობაში, ავტომომსახურების საწყობში გაჩნდა.

მაშველებმა იმავე შენობაში მდებარე ჰოსტელის ევაკუაცია დაიწყეს. უწყებები ამბობენ, რომ არსებობს ცეცხლის მეზობელ შენობებზე გავრცელების საშიშროებაც.

ხანძრის საერთო ფართობი 1 000 კვადრატულ მეტრს აჭარბებს.

მსგავსი თემები