ესტონეთი რუსული აქტივების კონფისკაციას და უკრაინისთვის გადაცემას გეგმავს – მედია

ესტონეთი რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს .

მედიის ცნობით, ესტონეთი რუსული აქტივების კონფისკაციისთვის შესაბამისი საკანონმდებლო მექანიზმის შექმნა ამ თვის ბოლოდან გეგმავს. მედიის ინფორმაციით, ესტონეთს ამ მექანიზმის წარდგენა მანამდე სურს,  სანამ ევროკომისია რუსულ აქტივებთან დაკავშირებით საერთო გეგმას შეიმუშავებს.

ესტონეთის პრემიერმინისტრის, კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა “მუშაობა უნდა გააგრძელოს რუსეთის აგრესიაზე პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად და რუსეთის გაყინული აქტივები გამოიყენოს”.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის ესტონეთის მიერ გაყინული რუსული აქტივების ღირებულება, დაახლოებით 20 მილიონი ევროა.

მსგავსი თემები