აშშ-ში ფუტკრებისთვის პირველი ვაქცინა დაამტკიცეს

აშშ-ში კომერციულ მეფუტკრეებს მალე ექნებათ ვაქცინა, რომელმაც მათი მწერები იმ გამანადგურებელი დაავადებისგან უნდა დაიცვას, რომელიც ამჟამად ფუტკრებს უტევს.

დაავადების, სახელად ამერიკული ბუდობის (AFB) საწინააღმდეგო პრეპარატი ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Dalan Animal Health-მა შექმნა. ამ გადამდებ დაავადებას სპორების წარმომქმნელი ბაქტერია Paenibacillus larvae იწვევს.

მუშა ფუტკრების სკაში შეტანის შემდეგ, ორალური ვაქცინა „ფუტკრის რძეში“ ხვდება, რომლითაც დედა ფუტკარი იკვებება.

მომდევნო ორი წლის განმავლობაში, Dalan-ი ვაქცინის შეზღუდულ რაოდენობას მიაწვდის მეფუტკრეებს აშშ-ში. ამის შემდეგ, თუ ყველაფერი კარგად წავიდა, მეფუტკრეებს შეიძლება ვაქცინაზე პირდაპირი წვდომაც მიეცეთ.

თაფლია ფუტკრების პოპულაციათა გლობალური შემცირება თანამედროვე მსოფლიოს სერიოზული პრობლემაა. მხოლოდ აშშ-ში, სოფლის მეურნეობის ინტენსიური მეთოდების, საზიანო პესტიციდების, კლიმატის ცვლილების და სხვა ფაქტორთა გამო, ფუტკრების პოპულაცია 1962 წლიდან დღემდე 90 პროცენტითშემცირდა. ამ სიტუაციას „დამამტვერიანებელთა გლობალური კრიზისი“ უწოდეს.

 

მსგავსი თემები