,,კრემლი შეისწავლის ფაშინიანის პოზიციას”- დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი შეისწავლის სომხეთის პოზიციას, საკუთარ ტერიტორიაზე არ ჩაატაროს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამხედრო წვრთნები.

მისივე თქმით, სომხეთთან დიალოგი ნებისმიერ შემთხვევაში გაგრძელდება, რადგან იგი რუსეთის ახლო მეგობარი და პარტნიორია.

“სომხეთის პრემიერის ეს განცხადება საკმაოდ ახალია და ვფიქრობ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვეყნები ერთმანეთთან კავშირზე იქნებიან და ისინი გაარკვევენ სომხეთის პოზიციის დეტალებს”, – განაცხადა პესკოვმა.

 

სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წვრთნების ჩატარებაზე უარი თქვა

მსგავსი თემები