უკრაინის დასახმარებლად, ნატო იარაღისა და საბრძოლო მასალების წარმოების გაზრდის ინიციატივით გამოდის

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოების გაზარდოს საჭიროებას ხედავს.

როგორც სტოლტენბერგმა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკრაინის საბრძოლო მასალით დახმარება ალიანსის წევრი სახელმწიფოების მარაგებს ამცირებს.

„ჩვენ ვამცირებთ ჩვენს მარაგებს, არსებობს მხოლოდ ერთი გრძელვადიანი გამოსავალი – მეტი უნდა ვაწარმოოთ”, – აღნიშნა იენს  სტოლტენბერგმა და განმარტა რომ შეთანხმება მარაგების გაზრდაზე მიღწეულია.

„მიზანი ის არის, უკრაინისადმი დახმარების გაგრძელება და ასევე გაზრდა შეგვეძლოს. ვინაიდან, ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთმა უკრაინაში დიდი დანაკარგები განიცადა უკრაინელი ჯარისკაცების სიმამაცისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმისა და განწყობის გამო”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისივე ინფორმაციით, რუსეთი არ აპირებს უკრაინაში ომის შეწყვეტას.

მსგავსი თემები