,,განზრახ არ ჩამიდენია” – პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, ალექსანდრე შეყილაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ, შსს-ს კადრების განკარგულების დეპარტამენტის თანამშრომელ გიორგი მღებრიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების მხარე უმკაცრესი ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა, რადგან არსებობს მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები.

დაცვის მხარეს ბრალდებულის გადაწყვეტილებით, შუამდგომლობა არ დაუყენებია. გიორგი მღებრიშვილმა დღევანდელ სხდომაზე პოზიცია დააფიქსირა. მან განაცხადა, რომ დანაშაული განზრახ არ ჩაუდენია.

თავად ბრალდებულმა კი სასამართლოზე აღნიშნა, რომ დანაშაული განზრახ არ ჩაუდენია.

“წლები, მუხლები ჩემთვის არანაირი ღირებულება არ აქვს. ამას იმიტომ არ ვიძახი რომ შეღავათი, პირიქით…განზრახ მე არ ჩამიდენია ეს დანაშაული” – განაცხადა ბრალდებულმა.

მსგავსი თემები