,,ვერ ვიგებ, რატომ არ არის საქართველო უფრო მტკიცე უკრაინის მხარდაჭერაში”- ბენ ჰოჯესი

,,ვერ ვიგებ, რატომ არ არის საქართველო უფრო მტკიცე უკრაინის მხარდაჭერაში, ეს ჩემთვის გაუგებარია,” – ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის ეს სარგებლის მომტანი იქნება, არა მხოლოდ ახლა, როცა უკრაინა გაიმარჯვებს, არამედ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების თანამშრომლობის ფარგლებში, როდესაც ეს ომი დამთავრდება.

„ვერ ვხვდები, რა არის სასარგებლო საქართველოსთვის კრემლის ხელბორკილებში, რადგან კრემლი აგებს ამ ომს, ეკონომიკა ჩამონგრეულია. ათასობით რუსი ჩამოვიდა საქართველოში, რადგან არ სურდათ მობილიზაციაში მოხვედრა. არ სურთ უკრაინაში ბრძოლა. ჩემი აზრით, არის გარღვევა იმაში, თუ რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა, რომელიც თვლის, რომ უკრაინას მხარს უნდა უჭერდეს და რას აკეთებს მთავრობა. ეს საქართველოსთვის უნდა იყოს სასარგებლო, რომ ისტორიის სწორ მხარეს იყოს. გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს კეთილდღეობა და უსაფრთხოება დამოკიდებულია შავი ზღვის რეგიონზე. დარწმუნდით, რომ ისტორიის სწორ მხარეს ხართ, რადგან უკრაინა ომიდან გამარჯვებული გამოვა. ამერიკის შეერთებული შტატები ავითარებს სტრატეგიას შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით და საქართველო ამის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება“, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

მსგავსი თემები