ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ამწე კალათის მეშვეობით, კატა ხიდან ჩამოიყვანეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველები ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში კატას დაეხმარნენ, რომელიც 8-10 მეტრის ხიდან ჩამოსვლას თითქმის სამი დღის განმავლობაში ვერ ახერხებდა.

მაშველებმა კატა ამწე კალათის მეშვეობით უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს და მეპატრონესთან დააბრუნეს.

,,შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით – 032 2 421 424.  ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელთა მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან,”- ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები