,,სამუშაო ადგილები არსებობს – კვალიფიციური კადრი კი არა”- ელგუჯა მელაძე “მედიაცენტრ მთავარში”

„დამსაქმებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტის, ელგუჯა მელაძის განცხადებით, ქვეყანაში უმუშევრობა შემცირდა. მისივე თქმით, რეალურ პრობლემას კვალიფიციური კადრების დეფიციტი წარმოადგენს.

,,ჩვენი სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, უმუშევრობა შემცირდა და დასაქმება გაიზარდა. ამას ხელი შეუწყო ტურისტული და სასტუმრო ბიზნესის გამოცოცხლებამ, მან აანაზღაურა ის დანაკარგები, რაც იყო პანდემიის წლებში და სერიოზულად გააქტიურდა. არსებობს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამები სოფლის მეურნეობის მიმართულებით და ასევე სხვა საწარმო მიმართულებით, რაც ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმენას. მაგრამ, რეალური პრობლემა დამსაქმებლებს გვაქვს, სამუშაო ადგილებზე სპეციფიკური სპეციალობის უნარების მქონე ადამიანებზე. სამწუხაროდ, ძალიან დიდი დეფიციტი გვაქვს,”- აღნიშნა ელგუჯა მელაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე თქმით, ქვეყანაში  სპეციფიკური სპეციალობის უნარების მქონე ადამიანების დეფიციტია.

,,ჩვენი დამსაქმებლები, რა თქმა უნდა, დაინტერესებულები არიან, რომ ჰყავდეთ ისეთი ადამიანები, რომლებიც მათ ბიზნესს განავითარებენ, იმ უნარის მქონე იქნებიან, რაც აუცილებელია ამა თუ იმ კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, მათი მოძიება რთულია. სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე, რაც პროფესიულ განათლებას გულისხმობს, ბევრი შეთავაზებაა. ბიუჯეტიდან ფინანსდება პროგრამები, რომ მათ ახალი სპეციალობა მიიღონ და მოერგონ შრომის ბაზრის მოთხოვნებს. სამწუხაროდ, არსებული მართვის პროცესი ვერ გვაძლევს იმ შედეგებს, რაც საზოგადოებას სჭირდება“,- განაცხადა ელგუჯა მელაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

სამუშაო საათი მცირდება, როგორია ახალი რეგულაციები – ელგუჯა მელაძე “მედიაცენტრ მთავარში”

 

მსგავსი თემები