,,პროკურორის როლში იყო ადამიანი, რომელიც თურმე შაჰინ ლახანის დიაგნოზს არ ეთანხმება და აქვს დამთავრებული, გორში იურიდიული ფაკულტეტი”- გიული ალასანია

,,პროკურორის როლში იქ იჯდა ადამიანი, რომელიც თურმე შაჰინ ემანუელ ლახანის დიაგნოზს არ ეთანხმება და ადამიანს აქვს დამთავრებული, არ მინდა ისევ დავაკნინო, გორში იურიდიული ფაკულტეტი,” -ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

მისი თქმით, პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობას აღიარებს, თუმცა ცდილობს, რომ ეს ყველაფერი უკრაინაში დაპატიმრებას დაუკავშიროს.

„დაკითხვაზე იყო ადამიანი, რომელიც თავის დროზე ვუნდერკინდი იყო და 12 წლის ასაკში უკვე სტუდენტი იყო, ორი მედალი აქვს: კონგრესის და ბუშის მედალი. პროკურორის როლში იქ იჯდა ადამიანი, რომელიც თურმე მის დიაგნოზს არ ეთანხმება და ადამიანს აქვს დამთავრებული, არ მინდა დავაკნინო ისევ, გორში იურიდიული ფაკულტეტი. უკაცრავად მსოფლიოში ცნობილ ნევროლოგს, თურმე ნევროლოგიურ დიაგნოზში არ ეთანხმება, ეს ყველაფერი ცოტა სასაცილო არ არის?!,”- განაცხადა გიული ალასანიამ.

 

მსგავსი თემები