გერმანიის საგარეო მინისტრი უკრაინაში იმყოფება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი უკრაინაში ჩავიდა. გერმანელი დიპლომატი ხარკოვში იმყოფებოდა. მან ხარკოვს რუსეთის  აგრესიული ომის სიგიჟის სიმბოლო უწოდა.

„უკრაინელებს შეუძლიათ, ჰქონდეთ ჩვენი სოლიდარობისა და მხარდაჭერის იმედი. ეს ქალაქი არის უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის აბსოლუტური სიგიჟის სიმბოლო.  მნიშვნელოვანია, რომ მხედველობიდან არ დავკარგოთ უკრაინა ჩვენს ევროპულ ოჯახში, ამ ზამთრის ომშიც“, – განაცხადა ბერბოკმა.

გერმანელ დიპლომატთან ერთად იმყოფებოდნენ უკრაინის საგარეო მინისტრი დმიტრო კულება და უკრაინის ელჩი გერმანიაში ალექსეი მაკეევი.

„დღეს ანალენა ბერბოკი და მე ხარკოვს ვეწვიეთ, რომელსაც რუსეთმა უდიდესი ტანჯვა მიაყენა. ხარკოვი ახლა წარმატებული უკრაინული კონტრიერიშების სიმბოლოა, რომლებიც ადასტურებენ, რომ პარტნიორებისგან საკმარისი დახმარებით უკრაინა გაიმარჯვებს. ეჭვი არ მეპარება, რომ გერმანული სამხედრო დახმარება მომავალშიც გაგრძელდება”, – აცხადებს კულება.

მსგავსი თემები