,,ნებისმიერი ჟურნალისტის დაპატიმრება, აშკარა კრიმინალური საქმიანობის გარდა, პრობლემურია”- ბენ ჰოჯესი

,,ნებისმიერი ჟურნალისტის დაპატიმრება რამისთვის, გარდა აშკარა კრიმინალური საქმიანობისა, პრობლემურია,” – ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა.

ჰოჯესს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით.

„არსებობს მიზეზი, რის გამოც აშშ-ის კონსტიტუციაში დამფუძნებელმა მამებმა, კონსტიტუციის ავტორებმა ჩაწერეს, რომ პრესის თავისუფლება არის დემოკრატიის არსებითი ელემენტი. ვფიქრობ, ნებისმიერი ჟურნალისტის დაპატიმრება რამისთვის, გარდა აშკარა კრიმინალური საქმიანობისა, პრობლემურია. ვგულისხმობ, რომ ჟურნალისტს თუ აპატიმრებენ პოლიტიკური მიზეზებით, ამის გამო, ქვეყანაში შეშინებული უნდა იყოს ყველა სხვა ჟურნალისტიც, განურჩევლად იმისა, რომელი ორგანიზაციისთვის მუშაობთ ჟურნალისტები. ყველა, ვინც დემოკრატიაზე ზრუნავს, უნდა იყოს გაერთიანებული და ძალიან შეშფოთებული, როდესაც რომელიმე ჟურნალისტს აპატიმრებენ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არ ვგულისხმობ ავტოსაგზაო შემთხვევას ან რამე სახის კრიმინალურ საქმიანობას, არამედ თუკი ხელისუფლებას არ მოსწონს, რას წერენ ან რას ამბობენ ისინი, მაშინ ვფიქრობ, ეს არის საფრთხე, რომელზეც საჭიროა რეაგირება“, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

 

მსგავსი თემები