„ნიკა მელიას და ყველა იმ ადამიანს, ახალგაზრდებს, ვინც ამ აქციების დროს იქნება დაჯარიმებული, დავეხმაროთ ყველას უკლებლივ” – დავით ჭიჭინაძე

პარტია „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ ორი ინიციატივით გამოდის: „ნიკა მელიას და ყველა იმ ადამიანს, ახალგაზრდებს, ვინც ამ აქციების დროს იქნება დაჯარიმებული, დავეხმაროთ ყველას უკლებლივ და ერთობლივად ავიღოთ ის ფინანსური ტვირთი, რასაც მათ „ოცნების“ ხელისუფლება, „ოცნების“ პროკურატურა დააკისრებს. დავიწყოთ ბიძინა ივანიშვილის გასაშვებად ფულის შეგროვების კამპანია. ანუ, როგორც ივანიშვილის ხელისუფლების მოსვლის დროს აგროვებდა ხალხი ფულს, როდესაც „ქართუ ბანკის“ ანგარიშების დაყადაღება ხდებოდა, ახლა მის გაშვებაში მივიღოთ მონაწილეობა. ბოლოს და ბოლოს, მოვუგროვოთ ის თანხა, რომელიც მისთვის საკმარისი იქნება, იქნებ დატოვოს ეს ქვეყანა და ქარვასლად აღარ აქციოს. რადგან, რასაც ბოლო წლებია, ვუყურებთ, ღირსება მათთვის…

მეტი...

მელიას სამაჯური არ ექნება, სასამართლომ მას 70 000 ლარიანი გირაო დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დალი მეტრეველმა პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა; ნიკა მელიას საქალაქო სასამართლომ ყველა შემზღუდავი ღონისძიება გაუუქმა, თუმცა 70 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მელიას გირაოს გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. მაგრამ იგი აცხადებს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულება დაეკისრა – მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც. ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული და სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ელექტრონული ზედამხედველობის სამაჯური დაუმაგრეს, თუმცა მან სამაჯური სამაჯური 1-ელ ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, საჯაროდ, მოიხსნა. გენერალურმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“…

მეტი...

“მხოლოდ იმას ვნანობ, რომ ეს სამაჯური ადრე უნდა მომეწყვიტა” – ნიკა მელია

„პრაქტიკულად აღიარეს, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში სამაჯურიც ტყუილად მეკეთა, ნებისმიერი შეზღუდვაც ტყუილად მქონდა დაწესებული, როგორიც არის, მაგალითად, პასპორტის ჩამორთმევა, რადგან მე მეკრძალებოდა წელიწადნახევრის განმავლობაში საზღვარგარეთ გასვლა.” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ  განაცხადა.  მისივე თქმით, სასამართლომ მასზე დაკისრებული ყველა სახის შეზღუდვა მოხსნა. „პრაქტიკულად აღიარეს, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში სამაჯურიც ტყუილად მეკეთა, ნებისმიერი შეზღუდვაც ტყუილად მქონდა დაწესებული, როგორიც არის, მაგალითად, პასპორტის ჩამორთმევა, რადგან მე მეკრძალებოდა წელიწადნახევრის განმავლობაში საზღვარგარეთ გასვლა. გარდა ამისა, სახლში რაღაც დანადგარი მიყენია, რომელიც აკონტროლებს ჩემს შესვლა- გამოსვლას სახლში და ამასთანავე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აკრძალული მქონდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე სიტყვით გამოსვლა…

მეტი...

“პანდემიის მიუხედავად ცესკომ შეძლო სამაგალითო და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. პრეზიდენტმა თავის მხრივ თამარ ჟვანიას და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ დაუდასტურა პატივისცემა და გამოხატა მადლიერება, იმისთვის, რომ მათ შეძლეს პანდემიის მძიმე პირობების და გამოწვევების მიუხედავად ორგანიზება გაეწიათ სამაგალითო და დემოკრატიული არჩევნებისთვის. შეხვედრისას ასევე აღინიშნა სადამკვირვებლო მისიების და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არჩევნების პირველადი დადებითი შეფასებები. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ დემოკრატიული ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ მიუკერძოებელ ინსტიტუტზე, საარჩევნო პროცესის ქვაკუთხედზე – საარჩევნო ადმინისტრაციაზე და მის ქალ…

მეტი...

გიორგი რურუა გამოიკითხა

გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში იარაღის უკანონო ტარებაში მსჯავრდებული გიორგი რურუა გამოიკითხა. მის გამოკითხვას გენერალური ინსპექციის გამომძიებელი და მისი უფლებადამცველები ესწრებოდნენ. როგორც პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ადვოკატებმა განაცხადეს, რურუამ გამოძიებას მიაწოდა მის ხელთ არსებული ინფორმაცია. „კონკრეტული გამომძიებელი, რომელიც დღეს იმყოფებოდა საგამოძიებო მოქმედებაზე, სრულიად ადეკვატურად მოქმედებდა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევებში რიგითი გამომძიებლები არ იღებენ გადაწყვეტილებას და სხვა დონეზე ხდება გადაწყვეტილების მიღება. ბუნებრივია, ეს იყო ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული თავდასხმა და არ მგონია ხელისუფლებას ამ საკითხთან მიმართებაში რაიმე ეფექტური ზომების მიღების სურვილი ჰქონდეს. ის თავდამსხმელები მოქმედებდბენ უბრალოდ ხელისუფლების დავალების შესასრულებლად, შესაბამისად…

მეტი...

მმართველი პარტიის წევრები, სავარაუდოდ, ხვალ ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს შეხვდებიან

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრასა და საარჩევნო პროცესის შესახებ, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ინფორმაციის მიწოდებას გეგმავენ. „არ მგონია, რომ რომელიმე პარტია, მათ შორის, ჩვენც, უნდა აძლევდეს თავს უფლებას, რომ ილაპარაკოს ეუთო/ოდირის წარმომადგენელთა ნაცვლად. ეს არ უნდა ვკადროთ არც საკუთარ თავს, არც – ქვეყანას, არც სადამკვირვებლო მისიებს, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, თუ როგორი იქნება მათი ხვალინდელი განცხადებები და „ვორდინგი“ წინასწარ არ უნდა დავუანონსოთ, ეს მიუღებელია, მაგრამ ჩვენ უნდა გავიხსენოთ მათი ის განცხადებებიც, რომლის მიხედვითაც, საქართველოში დემოკრატიული, კონკურენტული არჩევნები ჩატარდა და არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, კითხვები არ არსებობს. ამის მიუხედავად,…

მეტი...

„ეკონომიკის დროში დაკარგული მინისტრისა და განათლების ნარცისი მინისტრის შეცვლაზეც იფიქრეთ“ – სოფიო ხორგუანი

სოფიო ხორგუანი მთავრობას ურჩევს, ჯანდაცვის მინისტრის შეცვლაზე იფიქროს. ასევე, მისივე შეფასებით, გამოსაცვლელია განათლების „ნარცისი“ მინისტრი.    „ჯანდაცვის მინისტრი შეცვალეთ დროულად, ეს უკვე მეორედ გეუბნებით და თუ იღებთ ყურად, იქნებ მოიბრუნოს გული თქვენკენ სამედიცინო საზოგადოებამ. თვითკმაყოფილება მმართველისთვის დამღუპველია და კიდევ უფრო მეტად მლივნელი და ქლესა ქვეშევრდომი. გაუსწორეთ სიმართლეს თვალები. მინისტრი პოლიტიკური ლიდერი თუ არა, ტექნოკრატი მაინც უნდა იყოს. საკუთარ თავზე არაადეკვატური წარმოდგენისა და რეალობას აცდენილი მინისტრი დღეს უბრალოდ დანაშაულია. რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ უკვე შეცვალა ეკონომიკის დროში დაკარგული მინისტრისა და განათლების ნარცისი მინისტრის შეცვლაზეც იფიქრეთ” – აცხადებს სოფიო ხორგუანი.

მეტი...

მარტვილში კორონავირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

მარტვილის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებს მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი როზა ჯანაშია. მისი თქმით, პაციენტს ქრონიკული დაავადება ჰქონდა. მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ 31 წლის ქალის სწრაფი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო, თუმცა „პისიარ“ ტესტის ჩატარების შემდეგ დადებითი პასუხი მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ქალი „პისიარ“ ტესტის პასუხამდე, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

მეტი...

“მელიამ სამაჯურის მოხსნით აღკვეთი ღონისძიების პირობები დაარღვია” – პროკურორი

“სამაჯური დამაგრებული ჰქონდა სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში, შესაბამისად, ეს მოცემულობა წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევას” – ამის შესახებ ნიკა მელიას საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა. “პირველ ნოემბერს ბრალდებულმა საჯაროდ მოახდინა სამაჯურის მოხსნა და მოშორება. ეს სამაჯური იყო ელექტრონული მონიტორინგის განხორციელების საშუალება, მას ეს სამაჯური დამაგრებული ჰქონდა სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში, შესაბამისად, ეს მოცემულობა წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევას. აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს, ბრალდებულ ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი ღონისძიების შეცვლით,“ – განაცხადა პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ.

მეტი...

ოპოზიციის საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის შენობასთან

ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობასთან, ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის აქციაზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლები. თუმცა, აღინიშნა, რომ აქციას სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან. „ჩვენ არ ვიბრძვით სკამებისთვის, ჩვენ უარი ვთქვით ადგილებზე როგორც უმაღლეს საბჭოში, ასევე პარლამენტში, ჩვენ გვინდა სამართლიანობის აღდგენა, ვიცავთ ქართველი ამომრჩევლის ხმებს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ. მომიტინგეები, აქციაზე შეძახილებით  „დავასრულოთ უსამართლობა“, „დაიცავი შენი ხმა“ – და სხვა შინაარსის შემცველი ლოზუნგებით მივიდნენ.

მეტი...

“ნიკა ისჯება სამშობლოს სიყვარულის გამო” – ანზორ მელია

“ნიკა ისჯება სამშობლოს სიყვარულის გამო, ჩემთვის განსაკუთრებით მძიმეა ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მშობელი ვარ.” – ამის შესახებ ამის შესახებ ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელიამ საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მისივე თქმით, პატიმრობაში მყოფი ნიკა მელია უფრო საშიში იქნება ამ მთავრობისთვის, ვიდრე გარეთ მყოფი. „თქვენც ხედავდით, თუ რა უპირატესობით იგებდა და შემდეგ როგორ დატრიალდა ყველაფერი. შეუძლებელია, რომ მშვიდად უყურო ამ სიტუაციას, მით უმეტეს, რომ შენი შვილია. ჩემი შვილია და ყოველთვის ჩემს თავს ვუსვამ ხოლმე კითხვას – რატომ ჩემი შვილი? მაგრამ , თუ არა ჩემმა შვილმა, ვინ უნდა…

მეტი...

“კანონის წინაშე პასუხისმგებელია ყველა, ვინც დანაშაულს ჩაიდენს” – გიორგი კახიანი

მმართველი გუნდის წარმომადგენლის, გიორგი კახიანის განცხადებით, როდესაც ადამიანი არღვევს კანონს, მას მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება. მისივე თქმით, ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯურის გადაგდებით დაარღვია კანონი, კანონის უზენაესობა კი გულისხმობს იმას, რომ ყველა პასუხისმგებელია კანონის წინაშე, იქნება ეს პარლამენტის წევრი, თუ ჩვეულებრივი მოქალაქე. „ძალიან მარტივადაა საქმე. როდესაც კანონი ირღვევა, ბუნებრივია, კანონდარღვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. ამ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან კონკრეტული რეაგირება მოხდა, მიმართვა სასამართლოსთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. სრულიად ლოგიკური შემთხვევა, ჩვეულებრივი ამბავია, რასაც ითვალისწინებს კანონმდებლობა, მაგრამ მეორე მხრივ, პოლიტიკურად თუ მკითხავთ, მე პირადად საერთოდ არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ მელია არჩევნებში დამარცხდეს…

მეტი...

ვენაში განხორციელებულ ტერორისტულ აქტში სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს

ავსტრიელმა სამართალდამცველებმა ვენაში განხორციელებულ ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი სპეცდანიშნულების რაზმმა ქალაქ ლინცში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში აიყვანა. მასთან ერთად განყოფილებაში გადაიყვანეს, სავარაუდოდ, ორი ქალიც, რომლებიც მოწმის სახით დაიკითხებიან. ვენაში თავდასხმა 2 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მოხდა. 

მეტი...

“რაც მიუღებელი იყო ჩემთვის 2004-2011 წლებში, ახლა აკეთებს “ქართული ოცნება” – ირმა ინაშვილი

“იმას, რაც არ მომწონდა და რაც მიუღებელი იყო ჩემთვის 2004-2011 წლებში, ახლა აკეთებს “ქართული ოცნება”, ირაკლი კობახიძის დირიჟორობით” – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა. ინაშვილის თქმითვე, მმართველი პარტიის აქტივი ერთი და იგივე ცრუ და ცილისმწამებლურ მესიჯებს ავრცელებს. “იმას, რაც არ მომწონდა და რაც მიუღებელი იყო ჩემთვის 2004-2011 წლებში, ახლა აკეთებს “ქართული ოცნება”, ირაკლი კობახიძის დირიჟორობით. დააკვირდით “ქართული ოცნების” საინფორმაციო “პოლიტიკას” სოციალურ ქსელში. მმართველი პარტიის აქტივი ერთი და იგივე ცრუ და ცილისმწამებლურ მესიჯებს ავრცელებს. გულმოდგინედ ცდილობენ საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ თითქოსდა უნაკლო არჩევნები ჩატარდა და მეტიც, საზოგადოების…

მეტი...

კიდევ ერთი “კოვიდინფიცირებული” მინისტრი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას კორონავირუსი დაუდასტურდა. უწყების ხელმძღვანელი თვითიზოლაციაში 2 ნოემბერს გადავიდა. თვითიზოლაციაშია მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ნათია მეზვრიშვილიც.

მეტი...

“ჩვენ არ გვყავს ისეთი ოპოზიცია, რომელსაც აქვს ძალა, აღიაროს არჩევნების შედეგები” – გიორგი კახიანი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი აცხადებს, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ აღიარა, რომ საქართველოში არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდა, თუმცა ამას ოპოზიცია არ აღიარებს. მისივე თქმით, ქვეყანაში ხელმეორედ არჩევნების ჩატარების საკითხი არ დგას, კენჭისყრა უკვე შედგა და წინ მხოლოდ მეორე ტურები იქნება.  გიორგი კახიანი აქვე აცხადებს, რომ ოპოზიცია ახლა ქვეყანაში დაძაბული სურათის შექმნას ცდილობს და ამტკიცებს, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა.  “ჩვენ არ გვყავს ისეთი ოპოზიცია, რომელსაც აქვს ძალა, აღიაროს არჩევნების შედეგები. ისე როგორც ეს ხდება ნებისმიერ ევროპულ დემოკრატიაში, როდესაც დამარცხებული გუნდი თავის მარცხს აღიარებს და ეს აუცილებელია. ეს არის სახელმწიფოებრივი მიდგომა და ესე…

მეტი...

ოპოზიციის პროტესტს „თავისუფალი დემოკრატებიც“ უერთდებიან

„ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს არჩევანი მოპარა. პოლიტიკური პარტია ,,თავისუფალი დემოკრატები” უერთდება საერთო ოპოზიციურ პროტესტს, საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად გამოცხადების და ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნის შესახებ“ – აცხადებს პარტიის თავმჯდომარე თამარ კენკაძე. მისი განმარტებით, ქართულმა ოცნებამ არჩევნების გაყალბების ყველა ხერხი გამოიყენა. საქართველოში გაყალბება არ ხდება მხოლოდ არჩევნების დღეს, მთლიანად საარჩევნო კამპანიის პერიოდში გამოყენებული იქნა ამომრჩეველზე ზეწოლის, ძალადობის, ხმების მოსყიდვის მრავალფეროვანი მეთოდები. „თავისუფალი დემოკრატები“ არ ვცნობთ არჩევნების შედეგებს და საერთო ოპოზიციური ფორმატის ფარგლებში მივმართავთ პროტესტის ყველა ფორმას, რათა დავიცვათ ჩვენი ამომრჩევლის და ქართველი ხალხის არჩევანი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და „თავისუფალი დემოკრატები“-ს გუნდის სახელით მადლობა გადავუხადო ყველას ვინც…

მეტი...

“ღმერთმა დაგვიფაროს, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა” არ შემოვიდა პარლამენტში” – ანრი ოხანაშვილი

“ღმერთმა დაგვიფაროს, თუ „ნაციონალური მოძრაობა” არ შემოვიდა პარლამენტში, ამით რაიმე დისკომფორტი შეგვექმნას,” – ასე უპასუხა „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, შეუქმნის თუ არა მმართველ გუნდს პოლიტიკურ დისკომფორტს ის ფაქტი, რომ ოპოზიცია მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლასა და მანდატებზე უარს ამბობს. ანრი ოხანაშვილის თქმით, ოპოზიციის იმ წევრებმა, რომლებმაც უარი თქვეს მანდატებზე, მხარდამჭერებს „ზურგი აქციეს“. „ღმერთმა დაგვიფაროს „ნაციონალური მოძრაობა” თუ არ შემოვიდა პარლამენტში, ამით რაიმე დისკომფორტი შეგვექმნას. ჩვენი საზრუნავი ჩვენი ხალხია. პანდემიის ფონზე გამოწვევაა, მათი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა. ეკონომიკური განვითარებისთვის ხელშეწყობაა საზრუნავი. ამიტომ, ჩვენ ხალხს ზურგს ვერ ვაბრუნებთ, რასაც აკეთებენ ეს ჯგუფები დაკომპლექსებული…

მეტი...

“მინიმუმ უნდა გვქონოდა 6-დან 7%-მდე სამართლიანი დათვლის პირობებში” – “ლელო”

პარლამენტის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან “ლელო საქართველოსთვის” ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მათი ვარაუდით 6-7% უნდა აეღოთ. როგორც ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, მათ პარტიას ხმები მოპარეს. “ჩვენ არჩევნების დღეს დავარეგისტრირეთ 250 000 ჩვენი მხარდამჭერი, მოვიდა 160 000. ჩვენ დავაგროვეთ 60 000 ხმა. კითხვა ჩნდება, 160 000 მხარდამჭერიდან ყველამ “ქართულ ოცნებას” მისცა ხმა?! – ეს ხომ დაუჯერებელია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი ხმა მოგვპარეს, იმდენივე რამდენიც ავიღეთ. ვთქვათ 160 000 მოვიდა მხარდამჭერი და 40 000-მა მისცა სხვა პარტიას, რაც არის საკმაოდ წარმოუდგენელი, როგორ შეიძლება მიგვეღო 60 000 ხმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მინიმუმ უნდა…

მეტი...

“სპეკულაციაა საუბარი რაიმე ტიპის პოლიტიკურ დევნაზე” – ანრი ოხანაშვილი ნიკა მელიაზე

ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში ჩანიშნულ პროცესზე და პროკურატურის შუამდგომლობაზე, შეფასებები გაკეთდა მმართველ გუნდში. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ნიკა მელიას მიმართ რაიმე ტიპის დევნაზე საუბარი სპეკულაციაა. “სპეკულაციაა საუბარი რაიმე ტიპის პოლიტიკურ დევნაზე. ყველამ ერთად ვიხილეთ საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში, როგორ დაარღვია ის პირობა, რომელიც ნიკა მელიას დაკისრებული ჰქონდა სასამართლოს წესით. ხომ ყველამ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ დემონსტრაციულად სამაჯურის მოხსნა და გადაგდება. ეს არის სასამართლოს მიერ დაკისრებული მოვალეობის არაკეთილსინდისიერად შესრულება და პირობის დარღვევა. არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, როდესაც პირს, ვისაც აქვს დაკისრებული შესაბამისი პასუხისმგებლობა, ამ შემთხვევაში გირაოს სახით და არღვევს ამ პირობებს, პროკურატურა უფლებამოსილია…

მეტი...

„მოვითხოვთ, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, ვიწყებთ უწყვეტ აქციებს“ – ირმა ინაშვილი

„პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტის მანდატებზე უარს აცხადებს, თუმცა, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო გამოსვლებს არ უერთდება და თავად იწყებს მხარდამჭერების მობილიზებას. “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ცალსახად და საჯაროდ აცხადებს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებასა და პარლამენტში შესვლაზე და მოვითხოვთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” დანიშნოს ხელახალი არჩევნები”,- ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. “2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა. ვფიქრობთ, რომ ჩვენს მოწინააღმდეგეებსაც კი ესმით, რომ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ასეთ დაბალ პროცენტს ვერანაირ პირობებში ვერ აიღებდა. უახლოეს დღეებში ჩვენ ყველა საარჩევნო უბნის მიხედვით, დავასახელებთ…

მეტი...

დონალდ ტრამპმა ერთ-ერთ პირველ გახსნილ საარჩევნო უბანზე გამარჯვება მოიპოვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ერთ-ერთ პირველ გახსნილ საარჩევნო უბანზე გამარჯვება მოიპოვა. ნიუ-ჰემფშირის შტატში ტრამპს მხარი 16-მა, “დემოკრატების” საპრეზიდენტო კანდიდატს, ჯო ბაიდენს კი 5 ამომრჩეველმა დაუჭირა. ცნობილია, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ადრეული ხმის მიცემის პროცედურით 93-მა მილიონმა ადამიანმა უკვე ისარგებლა. პრეზიდენტთან ერთად რამდენიმე შტატში 35 ახალ სენატორსაც აირჩევენ. შტატებში პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის მიცემული ხმების რაოდენობა არჩევნების დასრულებისას გახდება ცნობილი, თუმცა პრეზიდენტს საბოლოოდ 538 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. პრეზიდენტობისთვის კანდიდატმა კოლეგიიდან მინიმუმ 270 ხმა უნდა დააგროვოს.

მეტი...

„გვერდით ვუდგავართ ავსტრიას და მსოფლიოს ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში“ – გიორგი გახარია

„სოლიდარობის ნიშნად გვერდით ვუდგავართ ავსტრიას და მსოფლიოს ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს. მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს მსხვერპლთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს. „საქართველო მტკიცედ გმობს ვენაში განხორციელებულ  ტერორისტულ აქტებს. თანავუგრძნობთ ამ შემზარავი ქმედების მსხვერპლთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. სოლიდარობის ნიშნად გვერდით ვუდგავართ ავსტრიას და მსოფლიოს ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მეტი...

“თამარ ჟვანია ციხეში” – ოპოზიციის პროტესტი ცესკო -სთან

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ცესკო-ს შესასვლელთან გაკეთებულ რკინის ღობეს ქვებს ურტყამენ. ისინი აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და ცესკო თავმჯდომარე თამარ ჟვანია სისხლის სამართლის დამნაშავეა. “თამარ ჟვანია ციხეში” – სკანდირებენ აქციის მონაწილეები. ოპოზიცია ცესკოსთან მისვლამდე დედაქალაქში, ავტომანქანების კოლონით და დროშებით მოძრაობდა.

მეტი...

“პოლიტიკურ პროცესს ვერავინ ვერ აკრძალავს, მაგრამ კეთილი ვინებოთ და დავიცვათ ყველა წესი” – ამირან გამყრელიძე აქციებზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აქციაზე მყოფ პირებს მოუწოდებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული რეკომენდაციები დაიცვან. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. “ძალიან კარგია რომ ჩვენ გავხადეთ მანდატორული პირბადის ტარება, იმ აქციებზე, რომელიც პოლიტიკური პროცესის ნაწილია ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ დავიცვათ ყველა ის წესი . ვირუსმა არ იცის აქცია და სხვა ტიპის შეკრება, ვირუსისთვის ერთი და იგივეა ყველა , ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთის ჯანმრთელობაზე. პოლიტიკურ პროცესს ვერავინ ვერ აკრძალავს და გააჩერებს ამ ქვეყანაში, მაგრამ კეთილი ვინებოთ და დავიცვათ ყველა ის წესი, რომელიც არსებობს,” – განაცხადა ამირან გამყრელიძე.

მეტი...

სწავლა დისტანციურ რეჟიმში შენარჩუნდება

თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში სწავლის დისტანციური რეჟიმი შენარჩუნდება. „საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სწავლის დისტანციური რეჟიმი შენარჩუნდეს თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულში და გარდაბანში. ასევე, შეგახსენებთ, რომ აჭარაში სწავლა მიმდინარეობს დისტანციურ რეჟიმში“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია, მობილობის შემცირებისა და იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ დასახლებაში არჩევნების მეორე ტური ტარდება. „გარდა ამისა სასწავლო პროცესის ნაწილში იცით ასევე, რომ 1500-მდე საარჩევნო უბანი იყო მოწყობილი ჩვენს…

მეტი...

“რაც პანდემიაა, ხუთ მთავარ პრევენციულ ღონისძიებაზე უკეთესი, ჯერჯერობით, კაცობრიობამ ვერ მოიგონა” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ ისაუბრა კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებზე და ხაზი გაუსვა პირბადის მნიშვნელობას. ამირან გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე მსოფლიოში ხუთ პრევენციულ ღონისძიებაზე მეტად ეფექტური ჯერჯერობით არაფერი არსებობს: “5 მთავარი პრევენციული ღონისძიება, ამაზე უკეთესი კაცობრიობამ ჯერჯერობით ამ ერთი წლის განმავლობაში, რაც პანდემიაა ჯერ ვერ მოიგონა, ესაა: პირბადე, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, არა დიდი შეკრებები ამას ძალიან ხაზს ვუსვამ და ღონისძიებები გარე სივრცეებში. პირბადეს აქვს ძალიან დიდი დამცველობითი უნარი და ძალიან ბევრ შემთხვევაში ამან ეს გვაჩვენა,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

პირბადის ხმარება ყველგან სავალდებული ხდება

„საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირბადის ტარება სავალდებულო იყოს არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეში“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ნარჩუნდება დადებითი დინამიკა, მთავრობას აქვს ვალდებულება, იზრუნოთ ვირუსის გავრცელების შენელებაზე და აღნიშნული გადაწყვეტილებაც სწორედ ამით არის განპირობებული. „მიუხედავად იმისა, რომ ვინარჩუნებთ დადებით დინამიკას იმ თვალსაზრისით, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა არ არის ძალიან სწრაფი, ასევე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის კარგი დინამიკა გვაქვს, ჩვენ ვართ ვალდებულები, რომ ვიზრუნოთ ვირუსის გავრცელების შენელებაზე. სწორედ ამის გათვალისწინებით, საბჭოს სხდომაზე…

მეტი...

რესტორნების მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით იზღუდება

„დღეს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნებმა იმუშაონ 22:00 საათამდე“ – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზია რესტორნებში გამართული ღონისძიებებისა და წვეულებების დროს  ინფიცირების საკმაოდ ბევრი რაოდენობა. „მოგეხსენებათ, რომ თბილისში, ქუთაისში, მცხეთაში და ბათუმში 22:00 საათამდე მუშაობდა ყველა კვების ობიექტი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ რესტორნებში, იქ გამართული ღონისძიებებისა და წვეულებების დროს შეინიშნება ინფიცირების საკმაოდ ბევრი რაოდენობა, აქედან გამომდინარე, დღეს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნებმა იმუშაონ 22:00 საათამდე. გარდა ამისა, მინდა რომ შევახსენო მოსახლეობას,  დღეის მდგომარეობით, გვაქვს შეზღუდული იმ სოციალური ღონისძიებების ჩატარება, როგორიც არის ქორწილები, ქელეხები, დაბადების დღეები, ნათლობები და სხვა მსგავსი სოციალური სუფრები. მათი წევრების რაოდენობა შეზღუდულია 10 კაცამდე. კვლავ შევახსენებ ჩვენს მოსახლეობას, რომ დავიცვათ  ეს შეზღუდვა“, –  განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მეტი...

“გამორიცხულია, რომ შევიბა სამაჯური. სასამართლოს გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, არ დავემორჩილები” – ნიკა მელია

გენერალურმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მიმართა. სასამართლო პროცესი 17:00 საათზეა დანიშნული. შეგახსენებთ, ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ელექტრონული სამაჯური ეკეთა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პროკურატურის მიერ დამაგრებული ელექტრონული სამაჯური 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა. “გამორიცხულია, რომ შევიბა სამაჯური. სასამართლოს გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, არ დავემორჩილები, – პროკურატურას ნიკა მელიამ ასე უპასუხა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არ არის იმ მდგომარეობაში, ფიქრობდეს, ვის გაუკეთოს სამაჯური ან ვინ დააპატიმროს სამაჯურის მოხსნის გამო. „ის, რომ ივანიშვილი გედავება ელექტროსამაჯური…

მეტი...

პროკურატურა ნიკა მელიას თავისუფლების სანაცვლოდ 100 000 ლარს ითხოვს

გენერალური პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკანორ მელიასთვის პატიმრობის ნაცვლად 100 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს. როგორც პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, დეპუტატს ასევე  ასევე უნდა აეკრძალოს საზღვრის გადაკვეთა. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკანორ მელიას მიერ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო სასამართლოს მისთვის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. პროკურატურა ნიკანორ მელიასთვის  აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 100 000 ლარის ოდენობით შეფარდებას და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის დაწესებას ითხოვს“, – აცხადებენ პროკურატურაში. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, ნიკანორ მელიამ პენიტენციური დაწესებულების მიერ გაკეთებული სამაჯური საჯაროდ მოიხსნა და მომიტინგეებში ისროლა. მელია აცხადებს, რომ სამაჯურს არ შეიბამს.…

მეტი...

“საპროტესტო აქციებზე დგომა კიდევ უფრო დიდი შეცდომა და “ნაციონალური მოძრაობის“ დომინირებაა” – მარიამ ჯაში „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ჩვენ „ქართული ოცნება“ დავტოვეთ იმიტომ, რომ არ ვეთანხმებოდით იმ გადაწყვეტილებებს რაც არ იყო მორალურად გამართლებული, აქციაზე შეერთება იქნება შეცდომა,“ – ამის შესახებ „მედიაცენრტ მთავარში“, პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა, მარიამ ჯაშმა განაცხადა. მარიამ ჯაში გაუმართლებლად მიიჩნევს, იმ საპროტესტო აქციაზე დგომას, სადაც  დომინანტი ყოფილი მმართველი პარტია იქნება: „აქციაზე შეერთება იქნება შეცდომა, რადგან ამ აქციაზე დომინანტი იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, მიუხედევად იმის, რომ ჩვენ დაგვეკარგა ხმები, ეს არ გვაძლევს იმის უფლებას ამ აქციას შევუერთდეთ,“ – განაცხადა მარიამ ჯაშმა „მედიაცენტრ მთავარში,“ მანვე აღნიშნა, რომ პარტიამ სამჯერ მეტი ხმის მობილიზება მოახერხეს, იმასთან შედარებით, რაც ცესკომ ასახა.…

მეტი...

მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაში იმყოფება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაში იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტრო ავრცელებს. არსებული ცნობით, COVID-19 მიხეილ ჩხენკელის ოჯახის წევრს დაუდასტურდა. სამინისტროს ცნობითვე, მინისტრი თავს კარგად გრძნობს, არ აღენიშნება სიმპტომები და საქმიანობას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს. 

მეტი...

„ჩვენ არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგს, მაგრამ არ ვუერთდებით საპროტესტო აქციებს“ – მარიამ ჯაში „მედიაცენტრ მთავარში“

„ჩვენ არ მივცემთ თავს უფლებას იმედგაცრუებამ დაგვაბრმავოს და შევუერთდეთ აქციას,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, „პარტია ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა, მარიამ ჯაშმა განაცხადა. ჯაში არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, თუმცა, როგორც თავად განმარტავს, აქციას, სადაც დომინანტი „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება არ შეუერთდებიან: „ჩვენ არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგს, მაგრამ არ ვუერთდებით საპროტესტო აქციებს, ჩვენ ვითანამშრომლებთ მედიასთან და ელჩებთან. აქციაზე შეერთება იქნება შეცდომა, რადგან ამ აქციაზე დომინანტი იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენ გვყავს სამი ადამიანი, რომლებიც პოლიტ პატიმრები იყვნენ ნაციონალური მოძრაობის დროს, არ უნდა დაბრუნდეს ძველი ძალა და „ქართულმა ოცნებამ“ არ უნდ გააგრძელოს შეცდომები, უნდა ჩამოყალიბდეს…

მეტი...

კორონავირუსით საქართველოში კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსს კიდევ 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. StopCov.ge-ზე განახლებული ინფორმაციით, ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ამ ეტაპზე 362-ს შეადგენს. საქართველოში დღეს კორონავირუსის 1 943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1833 პაციენტი.

მეტი...