“ხელისუფლების მხრიდან გარკვეული პოზიციების ცვლილებას ველოდებით” – გიორგი ვაშაძე

“რადგან მეორე შეხვედრაზე შევთანხმდით, ხელისუფლების მხრიდან გარკვეული პოზიციების ცვლილებას ველოდებით და რაღა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ არის ასეთი სივრცე,” – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დიპლომატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა თავიანთი პოზიციები დააფიქსირეს. ვაშაძემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. „ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, დიპლომატების პირადი მოწვევით ვიყავით ამ შეხვედრაზე. მოდით ასე ვთქვათ, ორივე მხარემ, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიციები. შემიძლია ვთქვა, რომ ამ ეტაპისთვის საკმაოდ განსხვავებული პოზიციები გვაქვს. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს, რადგან გაყალბებული…

მეტი...

“მოვიდა დრო, როცა აღარ ვიამაყებთ მხოლოდ 1981 წლის 13 მაისით” – რამდენიმე წუთი ისტორიულ მატჩამდე

„დღევანდელ დღეს აქვს შანსი იმის, რომ გახდეს ისტორიული. მოვიდა დრო, როცა აღარ ვიამაყებთ მხოლოდ 1981წლის 13 მაისით,“ – ამბობენ საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები. თბილისის “დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს ნაკრებს ქომაგები გამამხნევებელი შეძახილებით და ტაშით დახვდნენ. ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალურ მატჩში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება. გადამწყვეტი შეხვედრის მოგების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება: “უკვე შეგვეძლება 2020 წლის 12 ნოემბრით ვიამაყოთ. დღეს ჩვენი ნაკრები ითამაშებს ფინალს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ჩრდილოეთ მაკედონიასთან. მართალია ამ თამაშში გვაკლია სამი წამყვანი მოთამაშე, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია და შენგელია,…

მეტი...

“საქართველოში დღეს ნახევარი მილიონი სწრაფი ტესტი შემოვა” – ამირან გამყრელიძე

“საქართველოში დღეს ნახევარი მილიონი სწრაფი ტესტი შემოვა,” – ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გააკეთა. “რეზერვში გვაქვს დაახლოებით 400 ათასამდე PCR ტესტი ქვეყანაში და დაახლოებით 45 ათასი სწრაფი ტესტი. დღეს ღამის 22:00 საათზე უნდა შემოვიდეს ნახევარი მილიონი სწრაფი ტესტი. მოგეხსენებათ, რომ ეს მიმართულება მსოფლიოში უფრო და უფრო ვითარებოდა, ანუ სწრაფ დიაგნოსტიკაზე გადასვლა, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე. ჩვენც, რაც შეიძლება სწრაფი დიფერენციალური დაიგნოსტიკისთვის ეს ინსტრუმენტი გვექნება,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

მეტი...

“ჩვენი მკაფიო პოზიციაა, ერთად გადავამოწმოთ ყველა საკითხი, რომელიც ოპოზიციის მხრიდან დაისვა” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდის პოზიციაა, მოლაპარაკების ფარგლებში ერთად გადაამოწმონ ყველა საკითხი, რაც ოპოზიციის მხრიდან დაისვა. თალაკვაძის თქმით, „ქართული ოცნების“ სურვილია, დადგეს ის შედეგი, როცა საბოლოო ჯამში, ყველა პატივს სცემს არჩევნების შედეგებს და საქართველოს პარლამენტი აგრძელებს მუშაობას კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პირველ შეხვედრაზე ძირითადი შეთანხმებების მოლოდინი არ უნდა არსებობდეს, თუმცა თავის მხრივ პოლიტიკური დიალოგის დაწყება პოზიტიურია. „ჩვენი პასუხი და პოზიცია არის მკაფიო – მოდით, ერთად გადავამოწმოთ ყველა ის საკითხი და კითხვა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იყო დასმული. საზოგადოებას აქვს ამაზე ინფორმაცია. ჩვენ გვაქვს ძალიან კონსტრუქციული…

მეტი...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ბიძინა გუჯაბიძე გარდაიცვალა

საქართველოს მე-6 და მე-8 მოწვევის  პარლამენტის დეპუტატი, კონსერვატიული პარტიის წევრი, ბიძინა გუჯაბიძე 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა გუჯაბიძის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

მეტი...

“არსებობს სივრცე ისეთი გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც ვითარებას განმუხტავს” – ალეკო ელისაშვილი, ელჩის რეზიდანციაში გამართულ შეხვედრაზე

“არის სივრცე, რომ საერთო ჯამში, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რაც ვითარებას განმუხტავს. ორივე მხარეს გვესმის, რომ არ არის მარტივი ვითარება,” – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერების  შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, მომდევნო შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება. „მოლოდინი იმისა, რომ დღეს შევთანხმდებოდით და ამით ვითარება განიმუხტებოდა, რა თქმა უნდა, არ გვქონია. ერთადერთი, რაზეც შევთანხმდით, უახლოეს დღეებში კიდევ ერთი შეხვედრა იქნება ელჩების შუამავლობით. გვქონდა ჩვენი ხედვა და არგუმენტები, თუ რატომ გაყალბდა არჩევნები. ასევე ჩვენეული გამოსავალი ვთქვით ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ბატონ თალაკვაძეს ჰქონდა თავისი არგუმენტები, რომ…

მეტი...

“პოლიტიკური შეთანხმება მისაღწევია” – ზურაბ ჯაფარიძე

“გირჩის” ლიდერის თქმით, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა, რომელიც აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა პოზიციების გაცვლას ემსახურებოდა და ერთადერთი შეთანხმება რაც, ჯერჯერობით, მიღწეული იქნა, არის შემდგომი შეხვედრის გამართვა: “მე კონკრეტიკაში ვერ შევალ, პირველი შეხვედრა იყო, მადლობა აშშ-ის და ევროკავშირის ელჩს, რომ მათი ფასილიტაციით მოხდა ამ შეხვედრის გამართვა. ამ შეხვედრაზე იყო პოზიციების გაცვლა. ოპოზიციურმა პარტიებმა მოვყევით ჩვენი ხედვა, თუ როგორ ვაფასებთ საპარლამენტო არჩევნებს და ჩვენი პოზიცია იყო ის, რაც საჯაროდ არაერთხელ გვაქვს გაცხადებული და იყო ხელისუფლების მხრიდან მათი პოზიცია. ეს იყო და ეს, ამ შეხვედრაზე, რაზეც შევთანხმდით არის ის, რომ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, რომლის დრო…

მეტი...

“პოლიტიკური დიალოგი დაიწყო” – არჩილ თალაკვაძე

“პოლიტიკური დიალოგი დაიწყო. ვიტყოდი, რომ ეს პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი იყო,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში, ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, შეხვედრაში აშშ-ის ელჩის და ევროკავშირის ელჩის მონაწილეობას პოზიტიური მნიშვნელობა ჰქონდა. „პოლიტიკური დიალოგი დაიწყო. ვთქვით, რომ პოლიტიკური დიალოგი საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად ვიტყოდი, რომ ეს პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი იყო. მე დიდი იმედი მაქვს, რომ დიალოგი გაგრძელდება და ჩვენი საზოგადოებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი დიდი სურვილია, რომ პოზიციები დავაახლოვოთ, დღევანდელი შეხვედრაც ამას ემსახურება. გავცვალეთ არგუმენტები, რომელიც ყველა მხარეს…

მეტი...

“სრული „ლოქდაუნი“ არ განიხილება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში სრული „ლოქდაუნის“ შემოღება არ განიხილება. როგორც მან ჯანდაცვის მინისტრისა და კლინიცისტთა ჯგუფის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ქვეყნის სტრატეგიად ისევ რჩება ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები. ,,ჩვენ გვაქვს ნაწილობრივი „ლოქდაუნი“, როდესაც ღამით აიკრძალა ქვეყანაში გადაადგილება. სრული „ლოქდაუნი“ რამდენიმეჯერ გაჟღერდა, თუმცა არცერთ ქვეყანას ეს შემოდგომის ტალღაზე არ გამოუყენებია. მაინც არის სტრატეგია ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვების და ამას ვირჩევთ ეპიდსიტუაციის მიხედვით. რამდენიმე ქვეყანამ მიმართა უფრო მკაცრ ღონისძიებებს, თუმცა ჩვენ არც ჰოლანდია ვართ, არც ბელგია და არც საფრანგეთი. ჩვენ ვართ პოლიტიკურ პროცესში და ამავე დროს, რეგიონში იყო სერიოზული ომი.…

მეტი...

“შევთანხმდით შემდეგ შეხვედრაზე” – ბადრი ჯაფარიძე, ელჩათან გამართულ შეხვედრაზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. როგორც ჟურნალისტებს „ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განუცხადა, ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელი რჩება. მისი თქმით, მხარეებს შორის მორიგი შეხვედრა დაიგეგმა, თუმცა, ამ დროისთვის კონკრეტული თარიღი უცნობია. „ჩვენ დამატებით შევთანხმდებით შემდგომი შეხვედრის დროზე. მოთხოვნები აბსოლუტურად იგივეა. ჩვენ გადავეცით ჩვენი მოთხოვნები, გავუზიარეთ ჩვენი შეფასებები ერთმანეთს. აი, ეს იყო დღევანდელი შეხვედრა. დღეს ჩვენ გვქონდა ჩვენი პოზიციების დაფიქსირება, სხვა არაფერი, მაგრამ შევთანხმდით შემდეგ შეხვედრაზე. დღეზე და დროზე დამატებით შევთანხმდებით “,-განაცხადა ჯაფარიძემ. ცნობისთვის, აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში უმრავლესობისა და ოპოზიციის ლიდერებს შორის გამართულ შეხვედრას შეხვედრას…

მეტი...

ოპოზიცია საოლქო საარჩევნო კომიების შემაჯამებელი ოქმების შედეგებს ასაჩივრებს

“გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია” ცენტალურ საარჩევნო კომისიაში, საოლქო საარჩევნო კომიების შემაჯამებელი ოქმების შედეგებს ასაჩივრებს. საჩივარი შეიტანა “ევროპულმა საქართველომაც”.  ოპოზიციონერებმა ცესკოს განცხადებით უკვე მიმართეს. თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ოპოზიცია დავას სასამართლოში გააგრძელებს. “შევიტანეთ 29 ოლქთან დაკავშირებული საჩივარი. არ ვასაჩივრებთ რაჭის შედეგებს, იმიტომ რომ იქ წარმომადგენლები არ გვყავდა და არ გვქონდა დაწერილი საჩივრები. ველოდებით სხდომას, რომელიც ცესკომ 1 დღის განმავლობაში უნდა ჩაატაროს და თუ არ დააკმაყოფილა ჩვენი საჩივარი, წავალთ სასამართლოში,”- აცხადებს “რესპუბლიკური პარტიის” პოლიტიკური მდივანი, გაერთიანებული ოპოზიციის “ენმ – ძალა ერთობაშია” წევრი თამარ კორძაია. “ჩვენ საჩივრებში საუბარია…

მეტი...

„ჩვენ ჩვენს პოზიციაზე ვართ, ვითხოვთ ახალ არჩევნებს ახალი ადმინისტრაციით“ – შალვა ნათელაშვილი

ამერიკის ელჩის რეზიდენციაში რამდენიმე საათია, ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან შეხვედრა გრძელდება. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარეც ესწრება. მოლაპარაკების მაგიდა დატოვა შალვა ნათელაშვილმა, რომელიც აცხადებს, რომ პარლამენტში არ შევლენ. “როგორც მოსალოდნელი იყო რთულ პოლიტიკურ კრიზისში, რაც წარმოიშვა მასობრივად გაყალბებული არჩევნების შედეგად, რის გამოც ოპოზიციამ უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე, ამ პროცესთა დარეგულირებაში ჩაერთვნენ ჩვენი მოკავშირეები, მეგობარი სახელმწიფოები. ამ შემთხვევაში, აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა,” – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, ელჩებთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ იმ პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში გადალახეს ბარიერი. „მოსალოდნელი იყო, რომ მეგობრები…

მეტი...

100 ათასი მოწამის ხსენების დღეს სახალხო მსვლელობა აღარ გაიმართება

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ეპიდემიის მკვეთრი გავრცელების გამო, 13 ნოემბერს, 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს სახალხო მსვლელობა აღარ გაიმართება. „პარასკევს, 13 ნოემბერს, არის ხსენება თბილისში ჯალალ ედ-დინის დროს წამებულ 100 000 ქართველთა. ამ დღეს ტრადიციულად ეწყობოდა ხალხმრავალი მსვლელობა, რომელიც მეტეხის ხიდზე სრულდებოდა პარაკლისით, სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებითა და წყალზე ყვავილების მოფენით. ეპიდემიის მკვეთრი გავრცელების გამო, წელს მრევლის მსვლელობა აღარ გაიმართება. 17.00 საათზე მხოლოდ მცირე პარაკლისი ჩატარდება და ყვავილების გვირგვინი ანთებული სანთლებით მტკვარში ჩაესვენება ქრისტესთვის წამებული ჩვენი წინაპრებისადმი მადლიერების ნიშნად“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

მეტი...

“ყარაბაღში არანაირი თურქი სამშვიდობოების გაგზავნა არ მოხდება” – სერგეი ლავროვი

“თურქეთის სამშვიდობო მისიები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე არ გაიგზავნება,” –  ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ინფორმაციას, რუსული მედია ავრცელებს. ”თურქეთის რესპუბლიკის სამშვიდობო ნაწილები არ გაიგზავნება მთიან ყარაბაღში. ეს ლიდერების მიერ ხელმოწერილ განცხადებაში გარკვევითაა ნათქვამი,“- განაცხადა სერგეი ლავროვმა. მისი თქმით, თურქი დამკვირვებლების მობილობის საზღვრები შემოიფარგლება იმ გეოგრაფიული კოორდინატებით, რომლებიც განისაზღვრება რუსულ-თურქული მონიტორინგის ცენტრის განსათავსებელად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ტერიტორიის იმ ნაწილში, რომელიც არ არის ყარაბაღთან ახლოს და რაზეც შეთანხმება დამატებით მოხდება. ცნობისათვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს მემონარდუმს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის განმახორციელებელი ერთობლივი ცენტრის შექმნას…

მეტი...

ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიის ლიდერები იკრიბებიან

ამ წუთებში, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის საცხოვრებელ სახლში ოპოზიციური პარტიის ლიდერები იკრიბებიან ადგილზე იმყოფება ცხრა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი. ასევე ელჩის რეზიდენციაში მივიდა ევროკავშირის ელჩიც. როგორც პოლიტიკური სუბიექტების ლიდერები აცხადებენ საკითხი დიალოგსა და მოლაპარაკებას ეხება, რომელიც მმართველ გუნდთან უნდა დაიწყოს. პოლიტიკური სუბიექტების განცხადებით, მოლაპარაკებას აზრი მაში ექნება თუ ხელახალ არჩევნებზე შეთანხმდებიან. მათივე თქმით, სხვა შემთხვევაში, პარლამენტში შესვლას და მანდატების გამოყენებას არ აპირებენ. შეხვედრაზე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილიც მივიდა.      

მეტი...

თამარაშვილის ქუჩაზე ხანძრის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა

თამარაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად არის მსხვერპლი – მაშველებმა შემთხვევის ადგილზე ცხედარი იპოვეს.  მისი ვინაობა, ჯერჯერობით, უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 4 სახანძრო ბრიგადა მუშაობს. საცხოვრებელ კორპუსში, ამ დროისთვის, ხანძრის გავრცელების რისკი აღარ არსებობს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან ორი ადამიანი მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს. ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. 

მეტი...

თამარაშვილის ქუჩაზე, კორპუსში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, 7-სართულიან კორპუსში ხანძარია. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ამ ეტაპზე, ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. სახანძრო-სამაშველო ბრიგადების მობილიზება ამ წუთებში ხდება. მეზობლების ინფორმაციით, იყო აფეთქების ხმაც. მათი ვარაუდით, ხანძრის მიზეზი, შესაძლოა, ბუნებრივი აირი იყოს. 

მეტი...

ევროპარლამენტში კორონავირუსის ასობით შემთხვევა გამოვლინდა

“ევროპარლამენტში კორონავირუსის ასობით შემთხვევა გამოვლინდა,” – ამის შესახებ ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, დავიდ სასოლიმ განაცხადა. „ევროპარლამენტში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის ასობით შემთხვევა გამოვლინდა“, – განაცხადა ევროპარლამენტის თავმჯდომარემ. სასოლიმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც დეპუტატების ნაწილმა გაასაჩივრა, რომ პარლამენტის დახურვის შემდეგ, ისინი დღიურ ანაზღაურებას – 323 ევროს ვერ იღებენ. მოქმედი რეგულაციების მიხედვით, ევროპარლამენტის დეპუტატები ამ თანხას მხოლოდ ფიზიკურად რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში იღებენ. აღნიშნული თანხით, ბირუსელსა და სტრასბურგში დეპუტატების საცხოვრებელი ხარჯები ფინანსდება. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ევროპარლამენტში სესიები ოქტომბრის შემდეგ დისტანციურ რეჟიმში იმართება.

მეტი...

“არანაირ მოლაპარაკებას გრიგოლ ვაშაძე არ აწარმოებდა, ეს ინფორმაცია ტყუილია” – გიგი უგულავა

“გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციის საერთო სახელით ვერ ისაუბრებდა იმიტომ, რომ მას ეს მანდატი აქამდე არ ჰქონია და ამ ინტერვიუს შემდეგ ვეჭვობ, რომ საერთოდ ჰქონდეს,” – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, რომ „თითქმის მომზადებული დიალოგი ჩაიშალა”. მისივე თქმით, ვაშაძის განცხადებები ოპოზიციის ერთობისთვის მჟავე გემოს ტოვებს, მაგრამ არ აზიანებს. “არანაირ მოლაპარაკებას გრიგოლ ვაშაძე არ აწარმოებდა, ეს ინფორმაცია არის ტყუილი. მას შეიძლება ჰქონდა პრივატული შეხვედრები სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლებთან, მაგრამ ოპოზიციის სახელით რაიმე მოლაპარაკებას საერთაშორისო პარტნიორებთან გრიგოლ ვაშაძე არ აწარმოებდა. გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციის საერთო სახელით ვერ ისაუბრებდა იმიტომ, რომ მას ეს მანდატი აქამდე არ ჰქონია და ამ ინტერვიუს შემდეგ…

მეტი...

ზელენსკი კლინიკაში გადაიყვანეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მიზეზი “კოვიდ-19-ით” გამოწვეული აუცილებლობა გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, “კოვიდ 19” უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკსაც დაუდასტურდა. უკრაინის პრეზიდენტი მკურნალობას კიევის ერთ-ერთ კლინიკაში გააგრძელებს. ზელენსკის კორონავირუსი 9 ნოემბერს დაუდასტურდა.

მეტი...

გუდაურში მომხდარი მკვლელობისთვის ბრალდებული მოსამართლემ გაათავისუფლა

მერაბ კობიაშვილი, რომელიც გუდაურში მომხდარი ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის მცდელობისთვის იყო ბრალდებული, მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. გათავისუფლების მიზეზი კობიაშვილის 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადის გასვლა გახდა. როგორც კობიაშვილის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა. “ჩვენ, ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას ველოდებოდით. სულ ვამტკიცებდით, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ იყო დამნაშავე. იცით, რომ  მიმდინარეობს ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცედურა. დაახლოებით 4 პროცესია წინასწარ დანიშნული და იმედი გვაქვს, შევარჩევთ ყველა ნაფიც მსაჯულს და დავიწყებთ არსებით განხილვას, მტკიცებულებათა გამოკვლევას. ჩვენი მიზანი იყო, რომ საზოგადოების წევრებს, ნაფიც მსაჯულებს გადაეწყვიტათ მერაბ კობიაშვილის…

მეტი...

„ბუწაშვილისა და კამკამიძის განცხადებები დანაშაულებრივ ნიშნებს ატარებს“  – თენგიზ ცერცვაძე კოლეგებზე

მთავარი ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე საკუთარ კოლეგებს არაპროფესიონალიზმსა და არაკომპეტენტურობაში არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს და უფრო მეტიც, ამბობს, რომ მათი ბოლოდროინდელი განცხადებები დანაშაულებრივი ნიშნების შემცველია. „მედიაცენტრი მთავარი“ თენგიზ ცერცვაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.     „ბატონი გიორგი კამკამიძის და ქ-ნ მაია ბუწაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები COVID-19-ით პაციენტების კლინიკურ მართვასთან დაკავშირებით სცდება არამარტო კორექტულობის, კომპეტენტურობის და კოლეგიალობის ფარგლებს, არამედ დანაშაულის ნიშნებს ატარებს, რამეთუ შეიცავს ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებებს და ახდენს მოსახლეობის დეზინფორმირებას, იწვევს მათში ნიჰილიზმს და უნდობლობას ექიმებისა და ქვეყნის ოფიციალური სტრუქტურების მიმართ, აგრეთვე ხელს უწყობს არასწორ წარმოდგენას საკუთრივ დაავადებაზე. ბატონო გიორგი! საიდან მოიტანეთ, რომ COVID-თან „მებრძოლ“ კლინიკურ…

მეტი...

“სიმართლეს არ შეესაბამება განცხადება, თითქოს საერთო სასამართლოებმა არჩევნებთან დაკავშირებით სარჩელების 99% არ დააკმაყოფილეს” – იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადება იმის შესახებ, თითქოს საქართველოს საერთო სასამართლოებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გადასინჯვასთან დაკავშირებით წარდგენილი სარჩელების 99% არ დააკმაყოფილეს. აღნიშნულის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებას იმის შესახებ, თითქოს საქართველოს საერთო სასამართლოებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გადასინჯვასთან დაკავშირებით წარდგენილი სარჩელების 99% არ დააკმაყოფილეს. წარმოგიდგენთ სტატისტიკურ მონაცემებს, რომლითაც ცხადია, რომ აღნიშნული განცხადება სიცრუეა და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, კერძოდ: საერთო ჯამში, საქართველოს საერთო სასამართლოებში შესულია 96 სარჩელი. აქედან 60 სარჩელით მოთხოვნილი იყო სხვადასხვა საარჩევნო უბანში კენჭისყრის…

მეტი...

“რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე ლაპარაკობს, იტყუება ენმ-ის ლიდერი?” – ზურაბ ჯაფარიძე გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუზე

პარტია “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, სოციალურ ქსელში, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის “რუსთავი 2”-ის ეთერში გასულ ინტერვიუს გამოეხმაურა.  ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ, თითქმის მომზადებული დიალოგის ჩაშლაზე ისაუბრა, რაც ოპოზიცური ფლანგის უმეტესობისთვის გაუგებარი აღმოჩნდა. თუმცა, “გირჩის” ლიდერი წერს, რომ ის არც  გაურკვევლობაში დარჩენას აპირებს და არც თვალთმაქცობას. “ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ინტერვიუს ვუყურე “რუსთავი 2-ზე”, ჰოდა, არც გაურკვევლობაში დარჩენას ვაპირებ და არც თვალთმაქცობას, ამიტომ საჯაროდ ვკითხულობ: იტყუება ენმ-ის ლიდერი?. რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე ლაპარაკობს?, ვინ ჩაშალა და როდის?, რა მიზეზით? პ.ს. ნებისმიერი სხვა პარტიის ლიდერი რომ მისულიყო “რუსთავი 2-ზე” და იგივე ეთქვა, ახლა მთელი ოპოზიციური…

მეტი...

“ტესტებს მუდმივად ვატარებთ, ხვიჩას კი ყოველთვის უარყოფითი პასუხები ჰქონდა” -„რუბინის“ გენერალური დირექტორი კვარაცხელიას კორონავირუსზე

ყაზანის „რუბინის“გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა „სპორტ-ექსპრესთან“ კომენტარი გააკეთა გუნდის ლეგიონერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა. „თქვენზე მეტი არ ვიცი. გუნდში ტესტებს მუდმივად ვატარებთ, ხვიჩას კი ყოველთვის უარყოფითი პასუხები ჰქონდა -საეჭვო პასუხიც კი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, დასანანია. მეორეს მხრივ, როგორც ვხვდები, ალბათ, ამ დაავადებას ყველა გადაიტანს. რა თქმა უნდა, მინდოდა ხვიჩას ჩრდილოეთ მაკედონიასთან ნახვა, რომელიც საქართველოს ნაკრებისთვის გადამწყვეტი თამაშია“, – განაცხადა საიმანოვმა „სპორტ-ექსპრესთან“. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ კვარაცხელიასა და ეროვნული ნაკრების კიდევ ერთ თავდამსხმელს, ლევან შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდათ.

მეტი...

„ქვეყნის დანგრევა-არ დანგრევა გადის იმაზე, რომ შემოვიდნენ პარლამენტში და ბიუჯეტის განხილვაში მიიღონ მონაწილეობა“, –  მინისტრი

„ბიუჯეტის ხათრით მაინც უნდა შედიოდეს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა პარლამენტში“ – აცხადებს ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი. მისივე შეფასებით, „ქვეყნის დანგრევა-არ დანგრევის“ საკითხი პარლამენტში შესვლასა და ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობაზე გადის. „მგონია, ბიუჯეტის ხათრით მაინც უნდა შედიოდეს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა პარლამენტში. ბიუჯეტი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დოკუმენტია, რომელსაც პარლამენტი წლის განმავლობაში განიხილავს. მისი აქტუალობა დღეს ისეთი მაღალია, ამ პანდემიისა და კრიზის პერიოდში, როგორც არასდროს. თუ, ღმერთმა დაიფაროს და ბიუჯეტის მიღება არ ხდება ხოლმე, ავტომატური მოდელი ერთვება, არ არის ეს კარგი. ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო იძენს ბიუჯეტი მნიშვნელობას, იმიტომ, რომ ამ ბიუჯეტზე და 2021 წლისთვის…

მეტი...

თბილისში 1033 შემთხვევა – როგორია კოვიდინფიცირებულთა მაჩვენებელი მუნიციპალიტეტების მიხედვით

„კოვიდ 19“-ს გავრცელების მხრივ, თბილისში გავრცელება ყველაზე მასშტაბურია. როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა, დედაქალაქის შემდეგ მოდის აჭარა – 502 შემთხვევით. „დღეს გამოვლენილი 3 120 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 033 შემთხვევა, აჭარა – 502, იმერეთი – 517, ქვემო ქართლი – 192, შიდა ქართლი – 126, გურია – 95, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 332, კახეთი – 100, მცხეთა-მთიანეთი – 107, სამცხე-ჯავახეთი – 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21“ – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მეტი...

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მომდევნო წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,3%-მდე შეამცირა

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის 4.3%-იან პროგნოზზე დაიგეგმება. მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ პანდემიისა და მისგან გამომდინარე არსებული შეზღუდვების ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მომდევნო წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. “2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ოდნავ შეამცირა, 5%-ს ვვარაუდობდით, თუმცა 4.3%-ზე ჩამოვწიეთ, რაც გამწვავებული პანდემიის ფონზეა მთელს მსოფლიოში. მომდევნო წლის ბიუჯეტი 4.3%-ის ფარგლებში დაიგეგმება. ჩვენ განახლებულ და სავალუტო ფონდთან შეთანხმებულ ბიუჯეტს პარლამენტის წინაშე 30 ნოემბრამდე წარვადგენთ,” – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მეტი...

ბოლო 24 საათში 33 ინფიცირებული გარდაიცვალა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის –  ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობით ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას.  ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 358 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 52 169-მდე. რაც შეეხება გარდაცვლილებს, მისივე თქმით, სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 33 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 11, აჭარაში – 11, იმერეთში – 7, ქვემო ქართლში – 1, გურიაში -1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 2 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 599 გარდაცვალების შემთხვევა.

მეტი...

დღეს „კოვიდის“ მაქსიმალური ინფიცირება დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის მდგომარეობით, ქვეყანაში „კოვიდ ინფიცირებულთა“ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია –  ინფიცირებულია 3 120 ადამიანი. როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 120 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს – 69 681-ს.

მეტი...

„დიალოგი ცხელი თოვლივითაა, არ გამოდის“ – ვანო მაჭავარიანი

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ოპოზიცია დიალოგსა და ულტიმატუმს ერთმანეთში ურევს, რის გამოც, დიალოგი არ გამოდის.   „ასეთ დიალოგს რა აზრი აქვს. ხელისუფლებაც ამბობს, დიალოგისთვის მზად ვართ ერთადერთი დაშვებით – შემოვიდნენ პარლამენტში და მერე ვილაპარაკოთ. ეს ხომ დიალოგი არ არის, ეს ულტიმატუმია. ულტიმატუმი და დიალოგი ერთმანეთს გამორიცხავს. შესაბამისად, პირობების დაყენება, რასაც ისინი აკეთებენ, დიალოგი „ცხელი თოვლივითაა“, არ გამოდის“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.   შეგახსენებთ, რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის სამუშაო ფორმატში შეხვედრა ამ დრომდე ვერ ხერხდება.  

მეტი...

“გულშემატკივრისა ქვეყნისადმი პასუხისმგებლობის გრძნობის სიმძაფრეს, ცარიელი ტრიბუნა ვერ შეუცვლის” – ლევან კობიაშვილი

ლევან კობიაშვილმა საქართველოს ნაკრების წევრებსა და გულშემატკივრებს მიმართა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ 12 ნოემბრის შეხვედრას „ჯვაროსნები“ მოიგებენ და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ „ერთი დღე დარჩა ისტორიულ შეხვედრამდე. მატჩამდე, რომელსაც პირადად მე და მთელი საქართველო ასე მოუთმენლად ველით. ხვალ, თბილისში ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალი და ჩვენი ნაკრებისთვის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება, „დინამო არენაზე“ ჩრდილოეთ მაკედონიას ვუმასპინძლებთ. ასე ახლოს ევროპის ჩემპიონატთან არასდროს ვყოფილვართ. ამ უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ფინალამდე მისასვლელ ამ გრძელ გზაზე ჩვენ ნაკრებს წარმატების მიღწევაში ხელი შეუწყო. მადლობა ყველა დროის ნაკრების ფეხბურთელებს,…

მეტი...

ნარკოტიკული საშუალების დამზადებისა და ინტერნეტით რეალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის უპრეცედენტოდ მასშტაბური სქემა გამოავლინეს, – ამის შესახებ შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. „ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თბილისსა და ბათუმში ჩატარებული ინტენსიური კომპლექსური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1993 წელს დაბადებული ა.ა. თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული წარმოადგენდა ნარკორეალიზატორთა ჯგუფს და ჩართული იყო ინტერნეტნარკორეალიზაციისა და ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონის“ დამზადების სქემაში. ა.ა. დროებით საცხოვრებელ სახლში, სხვადასხვა ქიმიური საშუალებისა და პრეკურსორებისგან ლაბორატორიული ინვენტარის გამოყენებით ამზადებდა ნარკოტიკულ საშუალება…

მეტი...

“ბინაზე, კოვიდსასტუმროებში, საავადმყოფოებში მართვა ერთადერთი გამოსავალია” – გიორგი გახარია

„ქართული ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავი არ არის, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ჯანდაცვის სისტემის მომსახურება იმ ადამიანებს მოხმარდეს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება“ – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მეორე ტალღის სიმძაფრე სწორად არ იყო შეფასებული.     „როგორც ჩანს, მეორე ტალღის მოლოდინის სიმძაფრე არ იყო სრულად შეფასებული სწორედ. დღეს, ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპაში, „ლოკდაუნების“ რაოდენობა იზრდება, ისევე როგორც ინფიცირებულების რაოდენობაც იზრდება. გამართული ეკონომიკისა და ძლიერი ჯანდაცვის მქონე ქვეყნებს უჭირთ გამკლავება ინფიცირების მასობრივ განვითარებასთან. მოგეხსენებათ, ჩვენი სტრატეგია არის ადაპტაციის და წერტილოვანი შეზღუდვების და ამ…

მეტი...

“წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ფეხბურთელებს, დარწმუნებული ვარ, ყველანი ერთად ვიზეიმებთ ამ გამარჯვებას” – გიორგი გახარია

“წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ფეხბურთელებს, დარწმუნებული ვარ, ყველანი ერთად ვიზეიმებთ ამ გამარჯვებას,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის თამაშთან დაკავშირებით განაცხადა. „სპორტულ ცხოვრებაში გვაქვს ძალზე მნიშვნელოვანი თამაში. სამწუხაროდ, ეპიდემიამ რამდენიმე ჩვენი აქტიური და ლიდერი მოთამაშე გამოთიშა საფეხბურთო მოედნიდან და სამწუხაროდ, ვერ ვახერხებთ სტადიონზე ვუგულშემატკივროთ და მხარი დავუჭიროთ ჩვენს ფეხბურთელებს. ამის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველანი ვართ მათთან ერთად და ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება. მინდა, წარმატება ვუსურვო ჩვენს ფეხბურთელებს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი ერთად ვიზეიმებთ ამ გამარჯვებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის…

მეტი...

“ერთობლივად მოვუაროთ ქვეყანას – დიალოგს რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ აქვს” – გიორგი გახარია

“დიალოგს რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ აქვს, ესაა თითოეული პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობა,” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. მან პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყნის ბედი ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს. „ყველა ძალას, მმართველსაც, ოპოზიციასაც, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მოქალაქის მანდატი პირველ რიგში იყო, რომ ერთობლივად მოვუაროთ ქვეყანას და დიალოგს რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ აქვს. ესაა თითოეული პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობა და ეს არის პასუხისმგებლობა გამოწვევებით სავსე ეპოქაში, როდესაც ყველა ერთად უნდა გავუმკლავდეთ პანდემიასაც, ეკონომიკურ კრიზისსაც და რაც მთავარია, ყველამ ერთად, ეფექტურად და შედეგიანად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის…

მეტი...