“საპროტესტო აქციებზე დგომა კიდევ უფრო დიდი შეცდომა და “ნაციონალური მოძრაობის“ დომინირებაა” – მარიამ ჯაში „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

  •  

„ჩვენ „ქართული ოცნება“ დავტოვეთ იმიტომ, რომ არ ვეთანხმებოდით იმ გადაწყვეტილებებს რაც არ იყო მორალურად გამართლებული, აქციაზე შეერთება იქნება შეცდომა,“ – ამის შესახებ „მედიაცენრტ მთავარში“, პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა, მარიამ ჯაშმა განაცხადა.

მარიამ ჯაში გაუმართლებლად მიიჩნევს, იმ საპროტესტო აქციაზე დგომას, სადაც  დომინანტი ყოფილი მმართველი პარტია იქნება:

„აქციაზე შეერთება იქნება შეცდომა, რადგან ამ აქციაზე დომინანტი იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, მიუხედევად იმის, რომ ჩვენ დაგვეკარგა ხმები, ეს არ გვაძლევს იმის უფლებას ამ აქციას შევუერთდეთ,“ – განაცხადა მარიამ ჯაშმა „მედიაცენტრ მთავარში,“ მანვე აღნიშნა, რომ პარტიამ სამჯერ მეტი ხმის მობილიზება მოახერხეს, იმასთან შედარებით, რაც ცესკომ ასახა.

„სამჯერ მეტი ხმების მობილიზაცია მოხდა რეალურად, რომელიც არაა ასახული ცესკოს მონაცემებში, მიუხედავად ამისა ვთვლით რომ პარლამენტში მოხვედრა არ არის მთავარი, მთავრია თანმიმდევრული რეფორმები,“ – განაცხადა მარიამ ჯაშმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები