ოპოზიციის საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის შენობასთან

  •  

ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობასთან, ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ამ დროისთვის აქციაზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლები. თუმცა, აღინიშნა, რომ აქციას სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.

„ჩვენ არ ვიბრძვით სკამებისთვის, ჩვენ უარი ვთქვით ადგილებზე როგორც უმაღლეს საბჭოში, ასევე პარლამენტში, ჩვენ გვინდა სამართლიანობის აღდგენა, ვიცავთ ქართველი ამომრჩევლის ხმებს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ.

მომიტინგეები, აქციაზე შეძახილებით  „დავასრულოთ უსამართლობა“, „დაიცავი შენი ხმა“ – და სხვა შინაარსის შემცველი ლოზუნგებით მივიდნენ.

მსგავსი თემები

2 Thoughts to “ოპოზიციის საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის შენობასთან”

  1. ანონიმური

    უკვე ყელშია ამათი სითავხედე რა

  2. ანონიმური

    რა დროს აქციაა ამ გაგანია კორონას დროს

Comments are closed.