„ჩვენ არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგს, მაგრამ არ ვუერთდებით საპროტესტო აქციებს“ – მარიამ ჯაში „მედიაცენტრ მთავარში“

„ჩვენ არ მივცემთ თავს უფლებას იმედგაცრუებამ დაგვაბრმავოს და შევუერთდეთ აქციას,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, „პარტია ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა, მარიამ ჯაშმა განაცხადა.

ჯაში არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, თუმცა, როგორც თავად განმარტავს, აქციას, სადაც დომინანტი „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება არ შეუერთდებიან:

„ჩვენ არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგს, მაგრამ არ ვუერთდებით საპროტესტო აქციებს, ჩვენ ვითანამშრომლებთ მედიასთან და ელჩებთან.

აქციაზე შეერთება იქნება შეცდომა, რადგან ამ აქციაზე დომინანტი იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენ გვყავს სამი ადამიანი, რომლებიც პოლიტ პატიმრები იყვნენ ნაციონალური მოძრაობის დროს, არ უნდა დაბრუნდეს ძველი ძალა და „ქართულმა ოცნებამ“ არ უნდ გააგრძელოს შეცდომები, უნდა ჩამოყალიბდეს ალტერნატიული პოლიტიკური ძალა,“ – განაცხადა მარიამ ჯაშმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები