“აქციის მონაწილეთა აგრესიული ქმედებები აფერხებს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილისაოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ აქციბი და განსაკუთრებით კი აქციის მონაწილეთა აგრესიული ქმედებები აფერხებს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, რაც მშვიდ გარემოს საჭიროებს იმისთვის, რომ დაცული იქნას თითოეული ამომრჩევლის ხმა. „საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან მიმდინარე საპროტესტო აქციები, განსაკუთრებით კი აქციის მონაწილეთა აგრესიული ქმედებები აფერხებს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, რაც მშვიდ გარემოს საჭიროებს იმისთვის, რომ დაცული იქნას თითოეული ამომრჩევლის ხმა. ყველას მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ და სახელმწიფო ინსტიუტების პატივისცემისკენ. ასევე მოგიწოდებთ მკაცრად დაიცვათ ყველა რეკომენდაცია, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის არის აუცილებელი. ეს არის ყველა პოლიტიკური პარტიის, მათი…

მეტი...

ზვიად კუპრავა დააკავეს

საბურთალოს საოლქო კომისიაში შედეგების გადათვლა ოპოზიციის პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. ”სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა, საოლქო კომისიაში შესვლას და სხდომაზე დასწრებას  ცდილობდა, რისი საშუალებაც მას სამართალდამცავებმა არ მისცეს. კამათისა და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ზვიად კუპრავა პოლიციამ დააკავა. კუპრავასთან ერთად დაკავებულია კიდევ 3 პირი.

მეტი...

“მათ აქვთ ერთადერთი მიზანი, რომ როგორმე ქვეყანა აირიონ” – თეა წულუკიანი

“ეს ოპოზიციური ძალები, ვინც გუშინ და დღეს საოლქო კომისიის შენობების წინ არიან, ატყუებენ საკუთარ ამომრჩევლებს, რომ თითქოს ისინი არიან ბევრნი და წუთი წუთზე ქვეყანაში რევოლუციური სცენარი დაიწყება და გადატრიალდება ქვეყანა, რაც არის სიცრუე. ამასთან, ისინი პირდაპირ ახდენენ ზეწოლას საარჩევნო სისტემაზე”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეოთხე ნომერმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, როგორც ჩანს, ოპოზიციის მიზანს არ წარმოადგენს ხმების გადათვლა. „მათ აქვთ ერთადერთი მიზანი, რომ როგორმე ქვეყანა აირიოს. მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის ძალა და რესურსი არა აქვთ. მას ამის უფლებას არც ხელისუფლება და სახელმწიფო სტრუქტურები მისცემს“, –…

მეტი...

„მინდა, მივმართო საარჩევნო ადმინისტრაციაში გაყალბების უშუალო შემსრულებლებს” -მიხეილ სააკაშვილი

“​გაძლევთ გარანტიას და დარწმუნებული ვარ, ამას ყველა დაეთანხმება, რომ ვინც ახლა გამოვა და მოყვება, როგორ ხდებოდა გაყალბება, მოგეცემათ არამხოლოდ სრული ხელშეუხებლობის გარანტიები, არამედ ყველანი წახალისდებით და საქართველოს გარდამავალი ხელისუფლების მხრიდან იქნებით მხარდაჭერილი”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქმიმართვისას განაცხადა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ხალხი არ შევა უკან და მუდმივად იბრძოლებს, ვიდრე ივანიშვილის რეჟიმი არ აღიარებს, რომ მათ გააყალბეს, მოიპარეს არჩევნები. „მინდა, მივმართო საარჩევნო ადმინისტრაციაში გაყალბების უშუალო შემსრულებლებს, თქვენ რაც გააკეთეთ, ეს არის მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული. გაძლევთ გარანტიას და დარწმუნებული ვარ, ამას ყველა დაეთანხმება, რომ ვინც ახლა გამოვა და მოყვება, როგორ…

მეტი...

აქცია მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან

მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციური პარტიების აქტივისტები აქციას მართავენ. “ევროპული საქართველოს” წევრის გოკა გაბაშვილის თქმით,  მათი შეკრების მიზეზი არის პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში ხორციელდება მანიპულაციები. „ვითხოვდით, რომ გადათვლილიყო, რათა გვენახა, რეალურად რამდენი ბიულეტენია. განუხილველად მივიღეთ უარი. დღეს უკვე სხვა პარტიების სარჩელებია, სადაც ასევე შალვა შავგულიძის სარჩელები არის დაყენებული და ერთობრლივად ვაპირებთ, რომ პასუხები მივიღოთ. ჩვენ მოთხოვნაზე პასუხი ვერ მივიღეთ. ალბათ, ეს უტიფრობის მწვერვალია“,-განაცხადა გაბაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოში ერთპარტიული პარლამენტი არ იქნება. „სინამდვილეში არჩევნები აქვთ წაგებული, ქართველმა ხალხმა ნება გამოხატა ცვლილებებისკენ. ამ მანიპულაციებითა და გაყალბებით, იმ მამაძაღლობით,…

მეტი...

“მთავრობას ვურჩევთ, არ მიიღოს არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია შეზღუდვებთან” – “გირჩი”

პოლიტიკურმა პარტია “გირჩმა” კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო მოქმედ რეგულაციებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა.  გირჩის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსთან ბრძოლა ხელისუფლებამ პოლიტიკურ იარაღად აქცია და მოუწოდებს მას, არ აამოქმედოს დაანონსებული შეზღუდვები და არ შეუშალოს ხელი 8 ნოემბერს დაგეგმილ ფართომასშტაბიან აქციას.   “გაზაფხულიდან ვირუსთან ბრძოლა ხელისუფლების პოლიტიკურ იარაღად იქცა.თუ ადრე მოსახლეობაზე მზრუნველობის მოტივით ადამიანების დევნა, მმართველი პარტიის რეიტინგის ზრდას ემსახურებოდა, ახლა ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით გამოიყენება. შეზღუდვები ანადგურებს ეკაონომიკას, ქმნის პოლიტიკური დაძაბულობისთვის ხელსაყრელ ფონს იმ პირობებში, რომ ვერანაირ პოზიტიურ გავლენას ინფექციის გავრცელებაზე ვერ ახდენს და ეპიდემიას უფრო საშიშადაც აქცევს. ასეთი მიდგომა არ აძლევს ადამიანს შესაძლებლობას გამიჯნოს, თუ…

მეტი...

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ისნის მეხუთე საოლქო საარჩევნო კომისიასთან ინციდენტი მოხდა

ისნის მეხუთე საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ინციდენტი მოხდა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ლაშა დიარონმა საოლქო კომისიიდან აბრა ჩამოხსნა და დაბლა დააგდო, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა. ლაშა დიარონის განცხადებით, კომისიას არ აქვს უფლება, შენობაზე ჰქონდეს აბრა, რადგან იგი არჩევნების შედეგებს აყალბებს. ამასთან, კომისიაში საჩივრების განხილვა მიმდინარეობდა, მათ შორის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ შეტანილი საჩივრების. ორგანიზაციის წარმომადგენელმა კომისიის სხდომაზე შესვლა მოითხოვა, თუმცა, ის არ შეუშვეს.

მეტი...

“სუს-ში დავასახელე ჩემი ინფორმაციის წყარო, ასევე ინფორმაციის შინაარსი და წარვადგინე ადამიანების სიები” – ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ე.წ. რევოლუციურ სცენარზე მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოკითხეს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, უწყებაში ინფორმაციის წყაროზე ისაუბრა, ასევე წარადგინა სია იმ ადამიანების, რომლებიც მოაზრებული იყვნენ დესტრუქციული ქმედებისთვის. „ვიმყოფებოდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავავრცელე, რომელიც უკავშირდებოდა ე.წ. რევოლუციური სცენარის ფარგლებში „ნაცმოძრაობის“ ლიდერების და აქტივისტების სამზადისს. სუს-ში დავასახელე ჩემი ინფორმაციის წყარო, ასევე ინფორმაციის შინაარსი და წარვადგინე ადამიანების სიები, რომლებიც იყვნენ მოაზრებული ასეთი დესტრუქციული სცენარისთვის. ამასთან დაკავშირებით შედგა გამოკითხვა. ჩვენ ვთქვით, რომ შექმნილი იყო ჯგუფები, ე.წ. ეკიპაჟები, რომლებშიც შედიან…

მეტი...

აქცია ქუთაისის 59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან

ქუთაისის 59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. აქციის მონაწილეების თქმით, დამსხვრეული ოცნებების ხელისუფლებამ ოქმებში სასურველი შედეგი ჩაწერა. ისინი არჩევნების განმეორებით ჩატარებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილსაც მიმართეს. „შენ გგონია, რომ ძალა აღმართს ხნავს, მაგრამ ძალა არ არის შენში, ძალა ხალხშია. ეს არ არის არჩევნები, არჩევნების შედეგები არის გაყალბებული, მიტაცებული და ჩვენ არ შევეგუებით ამას. ივანიშვილმა გადაჯღაბნა ყველა საუბნო ოქმი, რაც შევარდნაძის შემდეგ ამ ქვეყანაში არ ყოფილა“, – განაცხადა გია თევდორაძემ.

მეტი...

„რეალურად, ატეხილი აჟიოტაჟი უფრო მეტია, ვიდრე საჩივრების გადამოწმების უპრეცედენტო აქცია” – გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დაწერილი არც ერთი საჩივარი პასუხის გარეშე არ დარჩება. როგორც ვოლსკიმ განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციები ვერ იტყვიან, რომ საჩივრები არ განხილულა. ვოლსკის თქმით, მის საარჩევნო ოლქში, დიდუბე-ჩუღურეთში საჩივრების უმტესობა ტექნიკური ხასიათის იყო, 25-ე საარჩევნო უბანიც გაიხსნა, სადაც დარღვევა არ აღმოჩნდა და ოქმი ზუსტად იყო შედგენილი. „რეალურად, ატეხილი აჟიოტაჟი უფრო მეტია, ვიდრე საჩივრების გადამოწმების უპრეცედენტო აქცია. ეს აქამდე საერთოდ არ ხდებოდა. გრძელდება უბნების გახსნა და გადათვლა, რაც საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა. საჩივრების რაოდენობა უფრო ნაკლებია, ვიდრე 2016 წელს, მაგრამ ვინაიდან არის, არც ერთი საჩივარი პასუხის…

მეტი...

ირაკლი კობახიძე სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ აკონკრეტებენ დეტალებს, რომელი საქმის ფარგლებში იმყოფება ირაკლი კობახიძე გამოკითხვაზე და რა შეკითხვები აქვს მასთან გამოძიებას. თუმცა, არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ირაკლი კობახიძის მიერ არჩევნების წინ გაკეთებ განცხადებას დაგეგმილი პროვოკაციების შესახებ.

მეტი...

„შეაჩერეთ თვლა“ – დონალდ ტრამპი

„შეაჩერეთ თვლა“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა დაწერა, რომ „თითოეული ხმა უნდა დაითვალოს“. ხმების დათვლის პროცედურა ამ დრომდე მიმდინარეობს ამერიკის რამდენიმე შტატში, რომელთა შედეგები არჩევნებისთვის გადამწყვეტი იქნება.

მეტი...

“ქვეყანას ჰყავს ეფექტიანი მთავრობა” – მაია ცქიტიშვილი

“გიორგი გახარია თავს კარგად გრძნობს, ის სახლში აგრძელებს მკურნალობას და ყოველ წუთიერ რეჟიმში არის ჩართული ყველა მართვის პროცესში,” – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი პირადად ხელმძღვანელობს საკოორდინაციო საბჭოს სხდომასაც, რომელიც ონლაინ რეჟიმში გადავიდა. „მთავრობა მუშაობს ჩვეულ რეჟიმში მიუხედავად პანდემიისა, მიუხედავად რთული პოსტარჩევნების ვითარებისა, ქვეყანას ჰყავს ეფექტიანი მთავრობა, რომელსაც ერთდროულად როგორც პანდემიის, ასევე ეკონომიკის ფრონტზე ბრძოლა უწევს და ახლა ამას დაემატა არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარება პანდემიის პირობების გათვალისწინებით. ჩვენთვის ძალიან რთულია პანდემიის პირობებში იმ დესტრუქციული პროცესების ხილვა, რასაც ჩვენ ქვეყანაში ვხედავთ, როდესაც ყოველგვარი წესების დაცვით…

მეტი...

“სააკაშვილი მუდმივად გვეუბნება, რომ არეულობა უნდა მოხდეს” – გიორგი ვოლსკი

“სამწუხარო ფაქტია, რომ უკვე დიდი ხანია ამაზე ვლაპარაკობთ თუ როგორ მზადდება და როგორი ენერგიით იტვირთება ვითომ საპროტესტო და სინამდვილეში რევოლუციური პროცესები”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ საარჩევნო უბნებთან მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით განაცხადა. „ვინმეს გაყალბება რომ ნდომოდა, დაშვების დონეზეც არ მინდა ამაზე ლაპარაკი, თუმცა შეედავებოდა ვინმე მაგალითად, საბურთალოზე დავით სერგეენკოს გამარჯვებას, რომელმაც რადიკალურად შეცვალა საქართველოს ისტორია და ამდენი ხალხი სასიკვდილო სარეცელიდან ააყენა. ან თუნდაც ჩემს გამარჯვებას – რატომ მაქვს 43% და რატომ არ მაქვს მაგალითად, 53 ან 48%? შენიშვნები არის, მაგრამ მთლიანობაში დასკვნა არის ერთი, რომ არჩევნებისთვის…

მეტი...

“გადატვირთული მეტროსადგურების შესასვლელებში, პიკის საათებში, მგზავრთა ნაკადი რიგების მართვის მეშვეობით გაკონტროლდება” – თბილისის მერია

“დედაქალაქის მერია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთხოების მიზნითა და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ეპიდემიოლოგებისა და საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, თბილისის მეტროპოლიტენში სპეციალურ ღონისძიებებს განახორციელებს”, – ამის შესახებ აღნიშნულია დედაქალაქის მერიის განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, გადატვირთული მეტროსადგურების შესასვლელებში, პიკის საათებში, მგზავრთა ნაკადის კონტროლი მოხდება რიგების მართვის მეშვეობით. „ამ ეტაპზე, აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება იგეგმება „ვარკეთილის“, „ახმეტელის თეატრის“, „დიდუბისა“ და „სადგურის მოედნის“ მეტროსადგურებზე. მეტროპოლიტენის თანამშრომლები მუდმივად დააკვირდებიან მგზავრთა ნაკადს. როდესაც ნაკადი კრიტიკული იქნება და ვირუსის გავრცელების კუთხით საფრთხეს შექმნის, მეტროსადგურების ჩასასვლელებში, რიგის მართვის მეშვეობით ადამიანების დაშვების შეფერხება მოხდება. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გაუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას და ზედმიწევნით დავიცვათ საქართველოს მთავრობის…

მეტი...

“მე აზრად არ მომსვლია მთავრობის დადგენილების შესრულება, რომელიც ქუჩაში პირბადით სიარულს ეხება” – იაგო ხვიჩია

 “ეპიდსიტუაციის სიმძაფრეს სხვადასხვანაირად აღვიქვამთ. მე არ მიკეთია პირბადე. მე აზრად არ მომსვლია მთავრობის დადგენილების შესრულება, რომელიც ქუჩაში პირბადით სიარულს ეხება” – ამის შესახებ, „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. ხვიჩიას თქმითვე, თუ ჩვენს თავებში კორონა იქნება წინ ვერ წავალთ, სულ ვიქნებით შეშინებულები და ეს მთავრობას აწყობს. “ეპიდსიტუაციის სიმძაფრეს სხვადასხვანაირად აღვიქვამთ. მე არ მიკეთია პირბადე. მე აზრად არ მომსვლია მთავრობის დადგენილების შესრულება, რომელიც ქუჩაში პირბადით სიარულს ეხება. იმიტომ რომ შეიძლბა ვიღაცას ეშინია ვირუსის, მაგრამ მე ვიცი, რომ მთავრობას ეს ვირუსის შიშის გამო არ გაუკეთებია, მან ეს პოლიტიკის გამო გააკეთა. “კორონასთან” ბრძოლა…

მეტი...

“უფრო მოკრძალებულად, რათა ერთმანეთს ინფექცია არ გადავდოთ” – ამირან გამყრელიძე

პოლიტიკური პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია, გამოხატვის თავისუფლებას ვერავინ ვერავის აუკრძალავს, მაგრამ ვიყოთ უფრო მოკრძალებულად, რათა ინფექცია ერთმანეთს არ გადავდოთ, – ამის თაობაზე დღეს გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ამ კონტექსტში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხუთი პრევენციული ღონისძიებიდან ერთ-ერთი სწორედ დიდი თავშეყრებისგან თავის არიდებაა „ნებისმიერი თავშეყრა, იქნება ეს ქორწილი, სხვა სარიტუალო სუფრა თუ იქნება მიტინგი, არის ინფექციის გავრცელების მომატებული რისკი. ვირუსისაგან აბსოლუტური დაცვა არ არსებობს. როდესაც ნიღბით დაცვაზე ვსაუბრობთ, არასდროს 100%-იან დაცვაზე არ არის საუბარი. არც ერთი ტესტი 100%-იანი ტესტი არ არის – მედიცინაში არაფერია 100%-იანი“, – განაცხადა…

მეტი...

“ჩვენც გვერჩივნა, რომ „ნაცმოძრაობას“ ამდენი არ აეღო და აეღო სხვა პარტიას” – ივანე მაჭავარიანი

“პოლიტიკურ ელიტაში ყველამ იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და რეალურ სურათს ასახავს,” – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო არჩევნების შედეგების კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტიები ამ სიტუაციის ტყვეებად არ დარჩნენ, რადგან ეს შესაძლოა ქვეყანას ძვირი დაუჯდეს, მათ შორის ეპიდემიოლოგიურადაც. „პოლიტიკურ ელიტაში ყველამ იცის, რომ არჩევნები იყო სამართლიანი, კონკურენტული. ის რომ ამ შედეგის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ, ძვირი ჯდება, როგორც ეკონომიკისთვის, ასევე ეპიდემიოლოგიურადაც. სამწუხარო რეალობაა, რომ ისეთი შედეგი დადგა, რომელსაც არც ოპოზიციის დიდი ნაწილი და არ დაგიმალავთ, არც ჩვენ არ ველოდით. ბევრმა…

მეტი...

“ეს პოლიტიკური პროცესი ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე ხდება ქუჩებში და ეს პირდაპირ აისახება ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაზე” – მაია ცქიტიშვილი

ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე აქტიური პოლიტიკური პროცესი ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაზე აისახება. როგორც ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილე პირებმა საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა გაიზიარონ და წესების დაცვით იმოქმედონ. „პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ეს პოლიტიკური პროცესი ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე ხდება ქუჩებში და ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაზე და როგორც ჩანს, გვექნება სწრაფი ზრდა. თუ პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილემ არ გაიზარა, რომ პასუხისმგებლობა აქვს ამ პროცესში და არ დაიწყო ყველა წესის შესრულება, ეს მოგვიტანს ინფიცირებულების რაოდენობის მკვეთრ ზრდას. ჩვენთვის, რა თქმა…

მეტი...

“იმ მოლოდინებითაა გამოწვეული, რაც დაკავშირებულია რადიკალიზმთან და პოლიტიკურ დაძაბულობასთან” – ფინანსთა მინისტრი ლარის კურსზე

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ლარის კურსის გაუფასურებას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ დაძაბულობას უკავშირებს. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის პოლიტიკური პროცესი, რაც დღეს მიმდინარეობს და რადიკალიზმით ხასიათდება, შეუძლებელია ლარის კურსზე არ აისახოს. „ამ ეტაპზე არანაირი ობიექტური პირობა ლარის კურსის იმ მერყეობის, რასაც ვხედავთ, არ არის. ეს ერთმნიშვნელოვნად იმ მოლოდინებითაა გამოწვეული, რომელიც დაკავშირებულია რადიკალიზმთან და პოლიტიკურ დაძაბულობასთან, რომელიც ქვეყანაშია. ამავდროულად, ეს დაძაბულობა თავის მხრივ ხელს უწყობს ვირუსის კიდევ უფრო გავრცელებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით ყველანი პასუხისმგებლიანები ვიყოთ. არავინ საუბრობს, რომ გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს, მაგრამ არაა რთული პირბადის ხმარება, დისტანციის დაცვა და პოლიტიკის…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ „კლასტერი“ არის ძალიან საშიში კოვიდ ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით” – კახა კალაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ „კლასტერი“ არის ძალიან საშიში კოვიდ ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, გუშინ საოლქო კომისიებთან დაახლოებით 20-მდე პირი იყო შეკრებილი და ნიღბების გარეშე ცდილობდა დესტრუქციის მოწყობას. „ნაციონალური მოძრაობის“ „კლასტერი“ არის ძალიან საშიში კოვიდ ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ მათი უპასუხისმგებლო ქმედებები. ვფიქრობ, ისინი მიზანმიმართულად აკეთებენ იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს დაინფიცირებული. ჩვენ ვნახეთ ბათუმის აქცია, ვნახეთ სხვა ბევრი შემთხვევა, ასევე, რაც გუშინ საოლქო კომისიებთან ვიხილეთ, სადაც დაახლოებით 20-მდე პირი იყო შეკრებილი და ნიღბების გარეშე ცდილობდა…

მეტი...

“მონაცემების დაზუსტება ადასტურებს, რომ ოპოზიციის საუბარი არჩევნების გაყალბებისა და მოპარვის შესახებ ფარსია” – კახა კალაძე

“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, 11 უბნის მონაცემების გადათვლამ დაადასტურა, რომ არც ერთ უბანზე არ მომხდარა არჩევნების გაყალბება. მისივე განმარტებით, პროცედურა საარჩევნო კოდექსის სრული დაცვით წარიმართა. “როგორც მოგეხსენებათ, საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო უპრეცენდენტო გადაწყვეტილება და შემოსული საჩივრების საფუძველზე განხორციელდა 11 საარჩევნო უბნის მონაცემების გადათვლა. პროცედურა წარიმართა საარჩევნო კოდექსის ნორმების სრული დაცვით. მას ესწრებოდნენ შესაბამისი კომისიების წევრები, მათ შორის ოპოზიციის მიერ დანიშნული წევრები, პარტიის წარმომადგენლები, დამკვირვებლები, არასამთავრობო ორგანიზების წარმომადგენლები, მათ შორის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, “სამართლიანი არჩევნების”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენლები. 11 უბნის მონაცემების გადათვლამ დაადასტურა, რომ არც ერთ უბანზე…

მეტი...

“თვითიზოლაცია ჯაჭვის გაწყვეტის ყველაზე კარგი და ეფექტური საშუალებაა” – გიორგი გახარია

მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა თვითიზოლაციის ინსტრუმენტის ეფექტურობა ვირუსის გავრცელების ჯაჭვის გაწყვეტის პროცესში, ასევე – ბინაზე მკურნალობის მნიშვნელობა ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილებაში.  “როდესაც ადამიანს პირველი სიმპტომი უჩნდება, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას ტესტის დადებითი პასუხი ან მოასწრო თუ არა ტესტის აღება, მაშინვე უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში, რადგან თვითიზოლაცია ამ ჯაჭვის გაწყვეტის ყველაზე კარგი და ეფექტური საშუალებაა. ბინაზე მკურნალობა – ოჯახის ექიმები, ეკა, ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეების მაქსიმალურად დიდ რაოდენობას ჰქონდეს საშუალება, წყნარად, მშვიდად, ბინაზე იმკურნალოს, რადგან ბინაზე მკურნალობა არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გამოსავალი იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს და არ დაგვრჩეს გარეთ…

მეტი...

“პოლიტიკური პროცესის გამო დღეს ცოტა სხვა სიტუაციაა, ამიტომ წერტილოვანი შეზღუდვების ეფექტურობა გადასახედი გვექნება” – გიორგი გახარია

სულ სხვა ვითარება იყო ერთი თვის წინ, დღეს ცოტა სხვა სიტუაციაა, რადგან სხვა აქტივობაა, ქუჩაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს ვგულისხმობ, ამიტომ წერტილოვანი შეზღუდვების ეფექტურობის თვალსაზრისით ცოტა გადასახედი გვექნება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა ასევე ისაუბრა ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით გაფართოებული ტესტირების მნიშვნელობაზე. „ეს მოგვცემს შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში, თუ ბინაზე მკურნალობა, კოვიდ-სასტუმრო და ჰოსპიტალიზაცია სწორად გვაქვს დალაგებული, ანტიგენის სწრაფი ტესტირებით, აღვჭურვავთ ადამიანს ცოდნით, რომ ის ინფიცირებულია და უკვე შექმნილია ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ იმის მიხედვით, რა სიმძიმის არის, როგორ უმკურნალოს საკუთარ თავს. ეს არის ჩვენი კრიტიკული წერტილები, რომელიც უნდა…

მეტი...

„გამოსავალი არსებობს, გავასწოროთ შედეგები ისე, რომ მეორე ტურს ჰქონდეს აზრი“ – „გირჩის“ შეთავაზება

პოლიტიკური სუბიექტი „გირჩი“ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას იმ შემთხვევაში, მიიღებს, თუ არჩევნების შედეგები გასწორდება, ჩასწორდება და დაინახავენ, რომ მეორე ტურს აზრი ექნება. როგორც „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოემზადებიან მეორე ტურისთვის.      „ყველას ვთავაზობთ გამოსავალს, ისე ჩავასწოროთ ახლა შედეგები, რომ მეორე ტურს ჰქონდეს აზრი.  ვინ რჩება და ვინ არა მთავრობაში, უნდა წყდებოდეს არჩევნების მეორე ტურზე. ამით, ჩვენ, პირველი ტურის რაღაცნაირ რეაბილიტაციას განვახორციელებთ, მაგრამ არა სრულს. ამის შემდეგ, როცა ეს პარლამენტი ასეთი ფორმით შეიკრიბება, მთავარი, რაზეც უნდა იზრუნოს ამ პარლამენტმა, არის ის, რომ ჩაატაროს რიგგარეშე,…

მეტი...

„ჩვენი კვლევებით უნდ გვქონოდა 20 – 30%“ – გიორგი ლომია „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევით, ლავირებს 20 – დან 30 პროცენტამდე, ჩვენ გადალახული გვაქვს 5, 6, და 7 % – იანი ბარიერები,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ – ერთმა ლიდერმა, გიორგი ლომიამ განაცხადა. პოლიტიკოსი ამბობს, რომ გაყალბების პროცესი, არჩევნებამდე გაცილებით ადრე დაიწყო. ლომიას მიაჩნია, პოლიტიკურ ბრძოლას აზრი ახლა უკვე მხოლოდ გარედან აქვს: „2018 წელს გამოვიყვანეთ უამრავი ხალხი თავისუფლების მოედანზე, 50 000 კაცამდე და პარტია, რომლესაც ამდენ ხალხს გამოიყვანს, მხოლოდ 50 000 კაცი აძლევს ხმას? იმ იდეოლოგიის ხალხი, ვინც ჩვენ გვიჭერდა მხარს ვერცერთ სხვა პარტიას ვერ დაუჭერდა. გაყალბებაა დაშინებაც, მხოლოდ…

მეტი...

გლდანში მომხდარი სროლის ფაქტზე პოლიციამ 2 პირი დააკავა

გლდანში მომხდარი სროლის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.  განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია არიან 37 და 42 წლის მამაკაცები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზ.მ.-მ თბილისში, გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე, მეგობართან – ბრალდებულ ი.ნ.-სთან ერთად, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, თავისი ნათესავის – 1984 წელს დაბადებული ი.მ.-ის და მისი მეგობრის – 1985 წელს დაბადებული ვ.ა.-ს მიმართულებით იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. სროლისას დაზიანდა ი.მ-ის კუთვნილი ავტომობილი. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, თუმცა პოლიციამ ორივე პირი მომხდარიდან მალევე, რამდენიმე საათში, თბილისში დააკავა. სამართალდამცველებმა ზ.მ.-ის მართვის ქვეშ…

მეტი...

საოლქო კომისიებთან დაპირისპირებისას დაშავებული სამი პირიდან 2 კლინიკიდან გაწერეს

საოლქო კომისიებთან დაპირისპირებისას დაშავებულებიდან 2 მათგანი კლინიკიდან უკვე გაწერეს. წუხანდელ აქციებზე 3 ადამიანი დაშავდა. აქტივისტები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, ორი პაციენტის მდგომარეობა მსუბუქად შეფასდა და ისინი კლინიკიდან უკვე გაწერეს. სამედიცინო დაწესებულებაში რჩება 1 პირი, მისი გაწერა დღის მეორე ნახევარში იგეგმება. “მივიღეთ ორი მამაკაცი, 18 წლის და 45 წლის. ჩაუტარდათ ყველა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევა, ნევროლოგის მეთვალყურეობა მიმდინარეობდა, ორივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არანაირი პათოლოგია არ გამოუვლინდათ. ერთ-ერთმა მამაკაცმა უკვე დატოვა კლინიკა,“ – აცხადებს ექიმი. 

მეტი...

 „მივიღეთ პარლამენტი, სადაც ერთმანეთს უყურებს კობახიძე და თალაკვაძე” – იაგო ხვიჩია „მედიაცენტრ მთავარში“

„ყველამ ვიცით, რომ არჩევნები გაგვიყალბეს, არსებობს პოლიტიკური კონსენსუსი ამ თემაზე, ყველამ ვიცით, რომ ამ არჩევნებს ლეგიტიმაცია აკლია. ჩემი გუშინდელი ინიციატივა იყო ასეთი – კვირას აქციას აორგანიზებს ოპოზიცია, ამ აქციაზე მოთხოვნა არის ვადამდელი არჩევნების ჩატარება“ – ამის შესახებ „მედიაცენტ მთავარში,“ „გირჩის“ ერთ – ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. იაგო ხვიჩია თვლის, რომ ვადამდელი არჩევნები ერთ – ერთი „მძიმე ნაბიჯია“, პოლიტიკოსი ოპოზიციას გეგმას თავაზობს და თვლის, რომ არჩევნების შედეგების ჩასწორება და მეორე ტურისტის ფიქრი საუკეთესო გამოსავალია: „მივიღეთ პარლამენტი, სადაც ერთმანეთს უყურებენ კობახიძე და თალაკვაძე, ვადამდელი არჩევნების ჩატარება ერთ-ერთი მძიმე ნაბიჯია, რომელიც შეიძლება,…

მეტი...

თბილისი 976 შემთხვევა, აჭარა – 328, იმერეთი – 368 – კოვიდ სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, გამოჯანმრთელებული პაციენტების კუთხით, ქვეყანაში პოზიტიური დინამიკა ისევ ნარჩუნდება.  “გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 289  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 33 459-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 20 ადამიანი. მათ შორის თბილისში – 10,  აჭარაში – 2, იმერეთში – 7, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 401 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი 2 401 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 976 შემთხვევა, აჭარაში – 328, იმერეთში…

მეტი...

„ცესკო არანაირი წმინდა ძროხა არ არის რომ მის კართან არავინ არაფერი გააპროტესტოს“ – იაგო ხვიჩია „მედიაცნეტრ მთავარში“

„ეს იყო პროტესტი, გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით, რეალურად არავინ არსად არ შევარდნილა,” – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, „გირჩის“ ერთ – ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. იაგო ხვიჩია თვლის, რომ ღამის პროტესტი ხელისუფლების ქმედებებმა გამოიწვია. „გირჩას“ ლიდერის აზრით მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარება ხელისუფლების ქმედებებმა გამიწვია: „ცესკო არანაირი წმინდა ძროხა არ არის, რომ მის კართან არავინ მივიდეს და არაფერი არ გააპროტესტოს. ეს იყო ჩვეულებრივი პროტესტის ფორმა, შეიძლება მე სხვა ფორმები მერჩივნოს, მაგრამ ყველას თავის ზარი აქვს. ჩვენ გვქონდა არჩევნები, რომელმაც პოლიტიკური ტემპერატურა ვერ დაწია, არჩევნებმა უნდა ჩამოწიოს პოლიტიკური ტემპერატურა, ამ არჩევნებმა ეს ამოცანა ვერ…

მეტი...

„ვინც პირველი შევა პარლამენტში და ვინც „გაუპრავებს“ ხელისუფლებას ამ არჩევნებს ის იქნება „ოცნების“ სატელიტი – „პატრიოტთა ალიანსის“ – ლიდერი „მედიაცენტრ მთავარში“

„ისტორიას არ ახსოვს, საპარლამენტო პარტიას, რომელსაც სტრუქტურა გააჩნია ნული ხმა გაეტანოს უბნიდან,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ – ერთმა ლიდერმა, გიორგი ლომიამ განაცხადა. ლომაია თვლის, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა და „პატრიოტთა ალიანსი“ ოპოზიციის პროტესტს უერთდება, თუმცა მისივე განმარტებით პარტიას საკუთარი სამოქმედო გეგმა აქვს: „ვინც პირველი შევა პარლამენტში და ვინც „გაუპრავებს“ ხელისუფლებას ამ არჩევნებს ის იქნება „ოცნების“ სატელიტი და აღმოჩნდება, რომ თავის დროზე ის პოლიტიკური ძალა სწორედ ამ მომენტისთვის შეიქმნა.  „პატრიოტთა ალიანსი“ არ გაურბის პასუხისმგებლობას, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ პროცესი ისე უნდა წარიმართოს ისე, რომ ხელისუფლებამ იგრძნოს დისკომფორტი…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 401-მდე გაიზარდა. კერძოდ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით თბილისში – 10, აჭარაში – 2 , იმერეთში – 7, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 1 ადამიანი გარდაიცვალა. მისივე ინფორმაცით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 2 401 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ჯამში 49 218-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 289 პაციენტი და საერთო რაოდენობა 33 459-ს შეადგენს.

მეტი...

ქვეყანაში COVID-19 კიდევ 2401 ადამიანს დაუდასტურდა – გამოჯანმრთელდა 2289 პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2401 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში ამ დროისთვის ქვეყანაში სულ 49 218 კოვიდპაციენტია.  ​გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 2 289 ადამიანი, საერთო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 33 459-ია.  გარდაიცვალა 20 პაციენტი. სულ კორონავირუსს 401 პაციენტი ემსხვერპლა.

მეტი...