თბილისის რვავე მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური იქნება

თბილისის 8 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 50%-იანი ბარიერი ვერც ერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა ვერ გადალახა. ერთმანეთს მეორე ტურში ის სუბიექტები დაუპირისპირდებიან, ვინც პირველ ტურში პირველი და მეორე ადგილი გადაინაწილეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამ დროის მონაცემებით, უკვე ცნობილია, რომ თბილისში მმართველი გუნდის რვავე ოლქის კანდიდატს მეორე ტურში ხელახლა ბრძოლა მოუწევს.ერთადერთი ოლქი, სადაც კანდიდატების მაჩვენებლები ერთმანეთს უტოლდება, ამ დროის მონაცემებით, გლდანია, ნიკა მელია არჩევნების ამ შედეგებს არ აღიარებს.

მეტი...

აჭარის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ნინო ნიჟარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ. როგორც ცნობილია, მინისტრი მკურნალობას პროტოკოლის დაცვით სახლში აგრძელებს. რაც შეეხება კონტაქტებს, ისინი თვითიზოლაციაში არიან და თავს კარგად გრძნობენ. უწყების ცნობით, ჯანდაცვის სამინისტრო კი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

მეტი...

“ქართული ოცნება”- 48.15%, “ენმ-გაერთიანებული ოპოზიცია”-27.14% – არჩევნების საბოლოო შედეგები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. დათვლილია 3847-დან 3847 უბანი. განახლებული მონაცემებით, პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი შემდეგია: “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – 48.15% ( 926 959 ხმა) ; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” – 27.14% ( 522 463 ხმა) ; “ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” – 3.78% ( 72 752 ხმა) ; “ლელო – მამუკა ხაზარაძე” – 3.15 % ( 60 691 ხმა) ; “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” -3.14 % ( 60 493 ხმა) ; საარჩევნო ბლოკი…

მეტი...

“პარლამენტში 9 პარტია იქნება წარმოდგენილი, რაც უპრეცედენტოა ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში” – ირაკლი კობახიძე

დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან მშვიდად გაგრძელდება პროცესი არჩევნების მეორე ტურამდე და შემდეგ უკვე პარლამენტის პირველ სხდომამდე,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური ლიდერების განცხადებების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, ისინი არჩევნების შედეგებს არ ცნობენ. კობახიძის თქმით, მომავალ პარლამენტში პოლიტიკური პლურალიზმის უპრეცედენტო ხარისხი იქნება. “რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო შემფასებლების დასკვნებთან აცდენილია ის შეფასებები, რაც კეთდება ოპოზიციური პარტიების ლიდერების წარმომადგენლების მხრიდან. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან მშვიდად გაგრძელდება პროცესი მეორე ტურამდე და შემდეგ უკვე პარლამენტის პირველ სხდომამადე გაგრძელდება მშვიდი პროცესი, ამის საფუძველზე შედგება საქართველოს პარლამენტის პირველი შეკრება. როგორც მოგეხსენებათ, ყველა საერთაშორისო პარტნიორი…

მეტი...

გიორგი გახარია თვითიზოლაციაში გადავიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თვითიზოლაციაში გადავიდა. როგორც პრემიერი სოციალურ ქსელში წერს, მის თანამშრომელს, რომელთანაც კომუნიკაცია ჰქონდა, მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას კორონავირუსი დაუდგინდა. „საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, სადაც ყველა ფუნდამენტური უფლება იყო დაცული – ეს არის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასება. მადლობა თითოეულ მათგანს, საქართველოს დემოკრატიის ერთგულებისთვის, იმისთვის, რომ გლობალური პანდემიის ფონზეც კი, ჩამოვიდნენ საქართველოში და მხარი დაუჭირეს ჩვენს ქვეყანას წინსვლის პროცესში. როგორც ყოველთვის ვაცხადებდით, ამ ურთულეს პირობებშიც კი, საქართველომ შეძლო თავისუფალი, ღია და კონკურენტული არჩევნების ჩატარება. ცალკეული ხარვეზები კი, არის გამოსწორებადი, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ. სწორედ ეს მისწრაფება გვაახლოებს ევროპული სახელმწიფოს მშენებლობასთან.…

მეტი...

ნიკა მელიამ 43,88 %, ლევან კობიაშვილმა კი 42,69 % მიიღო

გლდანის ოლქში 115-ვე საარჩევნო უბნის ხმების დათვლა დასრულდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა ყველაზე მეტი მხარდაჭერა – 43,88 % “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ნიკა მელიამ მიიღო. მელიას 1 %-ზე ნაკლებით ჩამორჩება „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან კობიაშვილი, რომელსაც 42,69 %-იანი მხარდაჭერა უფიქსირდება. იქიდან გამომდინარე, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა 50 %-ზე მაღალი მხარდაჭერა ვერ დააგროვა, გლდანში, თბილისის სხვა მაჟორიტარული ოლქების მსგავსად, მეორე ტური გაიმართება, სადაც ერთმანეთს მელია და კობიაშვილი დაუპირისპირდებიან. მეორე ტური 21 ნოემბერს ჩატარდება.

მეტი...

პარლამენტთან კარავი გაშალეს და საქართველოს ჰიმნი გააჟღერეს

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა და მომხრეებმა საქართველოს პარლამენტის წინ კარავი გაშალეს, კარვის გაშლის მცდელობა თავიდან პოლიციამ აღკვეთა, თუმცა ამ დროისთვის აქციის მონაწილეებმა მოახერხეს სპარლამენტო ორგანოსთან ერთი კარვის გაშლა: „არ ვიშლებით,“ „აქ ვართ“, “ერთად ვართ“ – აცხადებენ აქციის მონაწილეები, მათივე ინფორმაციით გორიდან და ხაშურიდან კოლონებს ელოდებიან, ცოტა ხანში პარლემენტის წინ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც მივლენ და სიტყვით გამოსვლები განახლდება. რუსთაველზე სამართავდლამცავთა სიმრავლე შეინიშნება.

მეტი...

საქართველოში აშშ-ის საელჩო საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოში აშშ-ის საელჩო საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საელჩო იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. თუმცა, მათ მიაჩნიათ, რომ ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა. აშშ ყველა პარტიას მოუწოდებს, გაითვალისწინოს აღნიშნული ხარვეზები მეორე ტურისა და შემდგომი არჩევნებისას. აშშ-ის საელჩო მიესალმება ამომრჩეველთა მაღალ აქტივობას გუშინდელ საპარლამენტო არჩევნებზე და კოვიდ-19 პანდემიის დროსაც კი, ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიისადმი გამოვლენილ ერთგულებას. ქვეყნის მასშტაბით ათასობით პასუხისმგებლიანი საარჩევნო მუშაკი და პროფესიონალი…

მეტი...

ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს რეზიდენციასთან ხმაურია

ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს რეზიდენციასთან შეკრებილმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და  მხარდამჭერებმა ადგილზე მობილიზებული პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, თუცა, ვერ შეძლეს. ამ ეტაპზე, ვითარება ისევ დაძაბულია, ტერიტორიაზე გამაგრებულია საპატრულო პოლიცია, რომელიც აქციის მონაწილეებს რეზიდენციასთან მიახლოების შესაძლებლობას არ აძლევს. „წადი“, „წადი“ – სკანდირებენ აქციის მონაწილეები და პერიოდულად აჟღერებენ მთავარ მოთხოვნას – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეცვლა, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის პარალელურად, აქცია გრძელდება პარლამენტის შენობის წინ.  

მეტი...

“საოლქო საარჩევნო კომისიებში ამ დრომდე 450 საჩივარია შესული” – ცესკოს პრესსპიკერი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების დღეს დაწერილ საჩივრებზე ისაუბრეს. კომისიის სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში 450 საჩივარია შესული.  “მოცემული დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში არის შესული 450 საჩივარი. საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების უმეტესობა ასევე დღის განმავლობაში დაიწერა საარჩევნო უბნებზევე, ხოლო ხმების დათვლასთან დაკავშირებული საჩივრები, კანონმდებლობის თანახმად, პირდაპირ შევიდა და დაიწერა საოლქო საარჩევნო კომისიებში. საჩივრების უმეტესი ნაწილი პროცედურულ ხარვეზებს შეეხება და ძირითადი მოთხოვნა 280 შემთხვევაში არის კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრება, თუმცა საოლქო საარჩევნო კომისიებში არის შესული სხვა მოთხოვნების შემცველი საჩივრებიც,” – განაცხადა ანა მიქელაძემ.

მეტი...

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული

პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ 16:00 საათიდან შეიკრიბნენ, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განცხადებები გააკეთეს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს.

მეტი...

აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ დაიძრნენ

„ქართულმა ოცნებამ უნდა დაასრულოს მმართველობა”, – ამ შეძახილებით რუსთაველზე შეკრებილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ, „სოლოლაკისკენ“ დაიძრნენ, შეძახილებით: „წადი,“ „წადი.“ მოწოდება მსვლელობის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრმა გიორგი კაპანაძემ გააკეთა. აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის რეზიდენციისკენ მსვლელობით გადაინაცვლეს, სადაც პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებენ

მეტი...

“ვერ გეტყვით, რომ ძალიან კმაყოფილები ვართ საარჩევნო შედეგით, „ოცნებამ“ პროგრამა მინიმუმი შეასრულა” – მამუკა მდინარაძე

ძალიან გულწრფელი რომ ვიყო, ვერ გეტყვით, რომ ძალიან კმაყოფილები ვართ საარჩევნო შედეგით, „ქართულმა ოცნებამ“ პროგრამა მინიმუმი შეასრულა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, შედეგებთან დაკავშირებით მეტი მოლოდინი არსებობდა. “ჩვენც კი არ ვართ კმაყოფილები, შედარებით მეტი მოლოდინი გვქონდა, თუმცა, პროგრამა მინიმუმი “ქართულმა ოცნებამ ” შეასრულა, რომლის მიხედვითაც ის უმრავლესობას დააკომპლექტებს, ჩვენ ამას ვამბობდით, რომ მობილიზებული გვყავდა დაახლოებით მილიონამდე ამომრჩეველი, ამდენი ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო უბნებთან, ოპოზიციურმა პარტიებმაც მოახერხეს საერთო ჯამში დაახლოებით ამდენივე ამომრჩევლის მობილიზება, გაიზარდა აქტივობა და ბუნებრივია, შესაბამის პროცენტზე, ჩვენს მონაცემზე ამან ასახვა ჰპოვა. აქედან გამომდინარე, გამოვიდა არჩევნები, რომლითაც შეიძლება…

მეტი...

შესაძლოა, ნიკანორ მელია დააკავონ, მან სამაჯური საჯაროდ მოიხსნა და გადააგდო

ნიკა მელიამ, პროტესტის ნიშნად  სამაჯური მოიხსნა, რომელიც მას პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელმა გაუკეთეს და განაცხადა რომ ის მზადაა, ციხეში წავიდეს. სამაჯური მან პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, საჯაროდ მოიხსნა. „არ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას. მე ამ სამაჯურს არ ვატარებ, იმიტომ, რომ ეს არის უსამართლობის სიმბოლო. ეს არის ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც მე არ შევიბამ, გამორიცხულია, გამორიცხულია. ზუსტად ვიცი, ვიჯდები ციხეში უახლოეს დღეებში, მაგრამ  ერი გაიმარჯვებს და ვიქნებით გამარჯვებულები. ნახვადმის სამაჯურო“ – განაცხადა მელიამ საჯაროდ და სამაჯური გადააგდო“.   ამ ფაქტიდან გაომდინარე, ნიკანორ მელია, შესაძლოა საპროტესტო აქციაზევე დააკავონ.

მეტი...

პარლამენტთან, ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით აქციას მართავს

პარლამენტის წინ ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ამ წუთებში აქციას მართავენ. ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნაა, ხელახალი არჩევნები და ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეცვლა. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და ყველა ოქმი ბათილად უნდა იყოს ცნობილი: “ჩვენ ვხედავთ, რო ცესკო არ აქვეყნებს ოქმებს. აქვეყნებს პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით და ელოდება ზოგადად სურათს. აბსოლიტურად დაუშვებელია შეგუება იმასთან, რომ ბიძინა ივანიშვილი გვიუქმებს არჩევნების ინსტიტუტს,”- აცხადებს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი “ევროპული საქართველოდან” ელენე ხოშტარია. “შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ამის შესახებ დღეს უკვე ოპოზიციონერმა ლიდერებმა გააკეთეს განცხადებები, ოპოზიცია იქნება ერთიანი და “ქართული ოცნება” ვერ მოაგროვებს 100…

მეტი...

„ვინც 200-300 ლარზე გაიყიდა, ყველა უნდა გასაჯაროვდეს“ – დავით ჭიჭინაძე

პოლიტიკური პარტია „ტრიბუნას“ თავმჯდომარე დავით ჭიჭინაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყველა იმ წევრის გამოაშკარავებას ითხოვს, ვინც 200-300 ლარზე გაიყიდა.    „საარჩევნო კომისიის წევრები, ჩვენი წარმომადგენლებით დაწყებული, ყველა, ვინც 200 – 300 ლარად გაყიდა საკუთარი ქვეყნის მომავალი, მათი სიები უნდა გასაჯაროვდეს და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ყველანი უნდა მიეცენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში!  მანამდე კი, აუცილებლად უნდა გაიხსნას, თუნდაც რამდენიმე უბანი და თავიდან მოხდეს არჩევნების გადათვლა საჯაროდ, კამერების და მედიის თანდასწრებით. სხვა შემთხვევაში მივიღებთ ათიათასობით ქუჩაში გამოსულ ადამიანს. პანდემიით ისედაც გაჩერებული ქვეყანა კი, საერთოდ კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება. გადათვლას კი ეს პროცესი შეუძლია შეაჩეროს,“ – აცხადებს…

მეტი...

“როცა ნახევარ ნაბიჯსაც არ დგამ ეროვნული კონსოლიდაციისკენ, ეს სახიფათო შედეგის მომტანია” – გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის პოლიტიკური სიხარბე შესაძლოა, ძალიან ძვირად დაუჯდეს ხელისუფლებასაც და ქვეყანასაც. „მმართველი პარტიის პოლიტიკური სიხარბე, გადაჭიმული სიმები და ბეწვის ხიდი, რომელიც შესაძლოა, ძალიან ძვირად დაუჯდეს ხელისუფლებასაც და ქვეყანასაც. როდესაც გაქვს პანდემიით გამოწვეული უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი და, შესაბამისად, ურთულესი სოციალური ფონი ქვეყნის შიგნით, ცხელი კონფლიქტი და სახიფათო ნიშნულს მიღმა გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკები სამხრეთ კავკასიაში, ტექტონიკური ძვრები მსოფლიოში, რომელსაც პირდაპირი ზეგავლენა ექნება ჩვენს ქვეყანაზეც და ასეთ დროს ნახევარ ნაბიჯსაც კი არ დგამ ეროვნული კონსოლიდაციისკენ, ჩართულობითი პოლიტიკისკენ, პასუხისმგებლობის გადანაწილებისკენ…

მეტი...

„განსაკუთრებით ავღნიშნავთ იმ დამაშინებელ გარემოს, რომელიც შექმნილი იყო ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ“ – ნატოს საპარლამენტო ასამბლეა

2020-ის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით მყოფი საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები, ამ წუთებში ჟურნალისტებს ხვდებიან და არჩევნებთან დაკავშირებით დასკვნას აცნობენ. როგორც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელმა განაცხადა, ეს იყო მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოსთვის,  თუმცა, ყველაფერს უნაკლოდ არ ჩაუვლია, გამოხატვის თავისუფლება დაცული იყო, თუმცა, უბნებს გარეთ შექმნილი იყო დამაშინებელი გარემო.   „ჩვენმა ათმა წევრმა მონაწილეობა მიიღო სადამკვირვებლო მისიაში თბილისსა და მცხეთაში და ნატოს საპარლამენტო ასამბლეა უკვე ყველა საპარლამენტო არჩევნებს უწევდა მეთვალყურეობას. დემოკრატია ჩვენი ალიანსის დამფუძნებელი პრინციპია და ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და მისი წევრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიას. საქართველომ ასევე ნათლად გამოხატა თავისი…

მეტი...

“პარლამენტის ლეგიტიმაციას განსაზღვრავს ხალხი” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ლეგიტიმაციას განსაზღვრავს საზოგადოება, ხალხი, ჩვენი მოქალაქეები. რაც შეეხება პარლამენტის შეკრებას და მუშაობის დაწყებას, გარწმუნებთ, რომ ამას არავითარი პრობლემა არ შეექმნება,- ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტების კითხვას, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში არ შევა. როგორც არჩილ თალაკვაძე აცხადებს, ეს არ განსაზღვრავს არჩევნების ლეგიტიმურობას, რადგან საერთაშორისო საზოგადოება აცხადებს, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, ხოლო პარალელური დათვლის შედეგები ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თითქმის იდენტურია. „გამოქვეყნდა სამოქალაქო საზოგადოების პარალელური დათვლის შედეგები, სადაც მთელმა საზოგადოებამ ნახეთ, რომ ობიექტური დათვლებით და პარალელური დაკვირვების შედეგად, ცდომილება არის პრაქტიკულად მინიმალური, ის არსებით გავლენას ვერ…

მეტი...

“უარი ვთქვათ პარლამენტში შესვლაზე და შევქნათ სამართლებრივი საფუძველი, დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები” – ალეკო ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილის განცხადებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულია და მიმართავს ოპოზიციას, უარი თქვან საპარლამენტო მანდატებზე, რადგან ხელისუფლება იძულებული გახდეს რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს. “ჩვენი შეფასებით, ეს იყო ამაზრზენი არჩევნები, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” გააყალბა და ამაში საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმარებოდა მმართველ პარტიას.  ჩვენ ვნახეთ უამრავი დარღვევის ფაქტი, პირდაპირ გამოქვეყნებულია ოქმები, სადაც “ქართული ოცნების” ხმები რამდენჯერმე აღემატება უბნებზე მისული საერთო ამომრჩევლის რაოდენობას.  ლამის 24 საათი გავიდა არჩევნების დასრულებიდან და უბნების დახურვიდან და საარჩევნო ცესკოს თბილისის შედეგების ნახევარი გამოქვეყნებული არ აქვს მაჟორიტარულ ოლებში, ვინაიდან იციან, რომ ვერცერთ ოლქში პირველი ტურები…

მეტი...

“ჩვენ შევძელით, არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველომ შეძლო და ჩაატარა მშვიდობიანი, სამართლიანი, უსაფრთხო, დემოკრატიული არჩევნები. შეიძლება ითქვას, რომ ევროპული არჩევნები, – ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 ოქტომბრის არჩევნებს. მისივე შეფასებით, მიუხედავად ურთულესი და უპრეცედენტო გამოწვევებისა, გუშინდელმა საპარლამენტო არჩევნებმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენი ქვეყანა დემოკრატიულობის და განვითარების გზაზე შეუფერხებელ სვლას აგრძელებს. „ჩვენ შევძელით, არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის მაჩვენებლით და მძიმე დარღვევების გარეშე. თითოეულ ამომრჩეველს, პოლიტიკური ნიშნის მიუხედავად, ამისთვის მინდა ვუთხრა მადლობა, რადგან ეს ყველას გამარჯვებაა! მინდა მადლობა ვუთხრა სამართალდამცველებს, რომლებმაც საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოება უზრუნველყვეს და ყველა საჭირო შემთხვევაში მოახდინეს მყისიერი რეაგირება, რამაც დაიცვა…

მეტი...

„აქტივისტები იყვნენ გარეთ, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა“ – სადამკვირვებლო მისია

საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, „ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ“ პირველი შემაჯამებელი განცხადება გააკეთა და იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რაც საარჩევნო უბნებთან დაფისირდა. მისიის ხელმძღვანელის, ჯილიენ სტირკის შეფასებით, გამოხატვის თავისუფლების კუთხით პრობლემები არ არსებობდა, თუმცა, არსებობდა სხვა დამაშინებელი ფაქტორები. „გვქონდა შეხვედრები როგორც პოლიტიკურ პარტიებთან, ისე მასმედიასთან და  სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.  ბევრი ბრალდება მოვისმინეთ, რომ სავარაუდოდ ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლა. ჩვენ არჩევნებს დავაკვირდით რამდენიმე უბანზე და შევამჩნიეთ, რომ კოორდინატორები, პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები იყვნენ გარეთ, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა და ასევე იყო ბრალდება, რომ მკვეთრი გამიჯვნა არ ხდებოდა სახელმწიფოსა და პარტიას შორის და ნამდვილად დასანანია,…

მეტი...

“ყველანი ოთხ საათზე რუსთაველის გამზირზე, გამოსავალს ვხედავ ბრძოლაში” – ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია მოქალაქეებს დღეს, ოთხ საათზე, რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდებს. მელიას თქმით, არჩევნები მძიმე ვითარებაში ჩატარდა. ნიკა მელია ამბობს, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი მხოლოდ გამარჯვებისთვის ბრძოლაა. „დღეს ყველანი ოთხ საათზე, შევიკრიბოთ რუსთაველის გამზირზე. ყველამ ვნახეთ ის, რაც იკადრა ამ ადამიანმა, არ მინდა, სახელი და გვარის დასახელება. შევარდნაძის დროსაც არ იყო ასეთი კატასტროფული მასალა, რომელიც ცხადყო ამ არანორმალურმა დანაშაულებებმა. ვერ ვადევნე თვალყური, როგორ ტარდებოდა არჩევნები ყველა ოლქში, მე გლდანში მქონდა ომი, თუ ამას ომი ერქვა, სადაც ჯგუფურად, ორგანიზებულად თავს ესხმოდნენ საარჩევნო უბნებს, იტაცებდნენ დამკვირვებლებს შეიარაღებულები. ხალხო, ეს ვერ…

მეტი...

“ჩვენ არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს” – მარიამ ჯაში

„სამწუხარო რეალობაა, რომ არჩევნების დღე წარიმართა არასამართლიან გარემოში” – ამის შესახებ, „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” გენერალური მდივანი მარიამ ჯაში აცხადებს. მისივე თქმით, არ აღიარებენ არჩევნების შედეგს. „სამწუხარო რეალობაა, რომ არჩევნების დღე წარიმართა არასამართლიან გარემოში. ჩვენ არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს, რადგან ის თანადგომა, რომელიც რეგისტრირებულია ცესკოს მონაცემებში სულ მცირე 4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ჩვენი მოლოდინები იყო როგორც თბილისში, ისე დასავლეთ საქართველოში, კონკრეტულად აჭარაში“,-განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მეტი...

„ლელო“ ვადამდელ არჩევნებს ითხოვს

„ლელო“ არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგს. მოვუწოდებთ ამომრჩეველს და სამოქალაქო საზოგადოებას ერთიანობისკენ“, – ამის შესახებ „ლელო – საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „2020 წლის არჩევნები უნდა ყოფილიყო გარდამტეხი ჩვენი ქვეყნისთვის. „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების წინა პერიოდი და არჩევნების დღე აქცია დაშინების, მოსყიდვის, ძალადობის და გაყალბების პროცესად. არჩევნები, რომელიც არ გამოხატავს თავისუფალი ადამიანების ნებას, ვერ იქნება ლეგიტიმური. ვადამდელი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია ამ ჩიხიდან. “ლელო” არ შეეგუება საქართველოში ხელისუფლების მიტაცებას და “ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის დასამარებას“, – წერია განცხადებაში.

მეტი...

„თუ ჩემი ჩამოსვლაა საჭირო, პირველივე თვითმფრინავს მოვახტები” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს დროულად მიიღონ გადაწყვეტილება რას და როგორ აკეთებენ. მისივე განცხადებით, თუ პარტიებს მისი საქართველოში ყოფნა სჭირდება, სხვადასხვა საშუალებებს გამოიყენებს და ჩამოვა. „ჩემი აზრით, ოპოზიციურმა ჯგუფებმა უნდა მოილაპარაკონ და გადაწყვიტონ რა სტრატეგიას აირჩევენ . თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ ჩემი ჩამოსვლა არის საჭირო, მე პირველივე თვითმფრინავს მოვახტები სხვა საშუალებაც იქნება გადაადგილების, თუ ოპოზიციური ჯგუფები გადაწყვეტენ ამას. მე ვარ მზად ვარ, ვიყო ერთ-ერთი მათგანი. თუ ოპოზიციური პარტიები შეკრებაზე ჩამოყალიბდებიან, რომ ჩემი ჩამოსვლა მათთვის იქნება სასარგებლო, ერთი წამით არ ვიყოყმანებ“ – აცხადებს სააკაშვილი.  

მეტი...

სროლა დმანისში, დაჭრილია საკრებულოს დეპუტატი

დაახლოებით ნახევარი საათია უკან, დმანისში საკრებულოს დეპუტატი მერაბ ოქრიაშვილი დაჭრეს. დაჭრილი ამ წუთებში დმანისიდან ბოლნისში გადაჰყავთ. ის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის ბიძაშვილი და მხარდამჭერია. როგორც ოქრიაშვილი ამბობს, ეს იყო პოლიტიკური თავდასხმა. „შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის უკან მოხდა. 2 ტყვიით არის ფეხში დაჭრილი. დმანისიდან გადმოჰყავთ ბოლნისში, რადგანაც იქ ქირურგის პრობლემაა.  სხვა არაფერი ვიცი გარდა იმისა, რომ ეს არის პოლიტიკურ თავდასხმა. იმედია გადარჩება“ – განუცხადა ოქრიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“. დმანისი საკრებულოს დეპუტატი ბარძაყის არეშია დაჭრილი.

მეტი...

უცხოელი დამკვირვებლების შეფასებით საქართველოში ჩატარებული არჩევნები ფასდება როგორც თავისუფალი და სამართლიანი, ასევე როგორც უმაღლეს დონეზე ორგანიზებული

„პარლამენტის არჩევნები საქართველოში ორგანიზებული და ჩატარებული იყო დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო ვალდებულებების და სტანდარტების, ეუთოს და ევროსაბჭოს სტანდარტების, ასევე ეროვნული კანონმდებლობის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემუშავებული პროცედურებისა და წესების შესაბამისად“, – განაცხადა ელნურ ალავერდიევმა, სუამის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელმა 31 ოქტომბერს ჩატარებული საქართველოს პარლამენტის არჩევნების პროცესის შეფასებისას. მისი თქმით, სუამის დამკვირვებელთა ჯგუფს არ აქვს არსებითი შენიშვნები საყოველთაო საარჩევნო პროცესზე, არჩევნების ორგანიზებასა და კომისიების საქმიანობაზე საარჩევნო უბნებზე, სადაც მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთათვის შექმნილი იყო პირობები თავისუფალი ნების გამოხატვისათვის, შეინიშნებოდა ამომრჩეველთა აქტიურობა. „არჩევნები შეიძლება შეფასდეს როგორც თავისუფალი და სამართლიანი“,…

მეტი...

„ქართული ოცნებას“ მომავალ პატლამენტში მხოლოდ პირველი ტურის მონაცემებითაც კი შეუძლია უმრავლესობის შექმნა – კახა კალაძე

„ქართულ ოცნებას“ მომავალ პარლამენტში მხოლოდ პირველი ტურის მონაცემებითაც კი შეუძლია უმრავლესობის შექმნა და გიორგი გახარიას მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“  გადაუნაწილებელი მანდატების პროპორციის გათვალისწინებით, 150-დან სულ მცირე 76 მანდატი პირველივე ტურში მიანიჭა მოსახლეობამ. „გუშინ, საქართველომ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიისკენ. გუშინ, ქართველმა ხალხმა, თავისუფალ, დემოკრატიულ და კონკურენტულ გარემოში გამოხატა საკუთარი ნება, რომელიც არჩევნების შედეგებში აისახა. არჩევნებში გამოხატული ხალხის ნებით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული სიის ნაწილში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაიმეორა, საქართველოს მოსახლეობის…

მეტი...

საია საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის პირველად შედეგებს აქვეყნებს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. საია-ს შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს მნიშვნელოვანი ხარვეზები დაფიქსირდა კენჭისყრის დღის ყველა ეტაპზე. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ განაცხადა, დღის განმავლობაში დაძაბული ატმოსფერო გავლენას ახდენდა როგორც ამომრჩევლის ქცევაზე, ისე თავად პროცესის მონიტორინგზე. „ძალადობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინების მიმართულებით დაფიქსირებული პრობლემები გუშინდელი დღის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. ამას ემატება საუბნო საარჩევნო კომისიების არაორგანიზებულობა, მათ შორის, პანდემიის შესაკავებლად გამოცემული წესების აღსრულების მიმართულებით. კენჭისყრის დღეს გამოიკვეთა ნეგატიური ტენდენციები, რომელიც უკავშირდებოდა ამომრჩევლის ნების გამოხატვის კონტროლს, ფარულობის პრინციპის დარღვევას; მარკირების და ხმის მიცემის წესების დარღვევას,…

მეტი...

„ქართულმა ოცნებამ“ ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გახსნილ საარჩევნო უბანზე ხმათა 93%, მაზარ-ი-შარიფის უბანზე კი 84,7% მიიღო – თავდაცვის სამინისტრო

„ქართულმა ოცნებამ“ ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გახსნილ საარჩევნო უბანზე ხმათა 93%, მაზარ-ი-შარიფის უბანზე კი, 84,7 %. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში” მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე №1 საარჩევნო უბანსა და მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ ბაზა „მარმალზე“ №2 საარჩევნო უბნებზე მისცეს ხმა. „საარჩევნო პროცესი მშვიდ და უსაფრთხო გარემოში წარიმართა. არჩევნების დასრულების შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალურად წარგზავნილმა ჯგუფმა საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელა კენჭისყრის ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურები და ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი ელექტრონულად გაუგზავნა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ავღანეთში საქართველოს პარლამენტის არჩევნებში გაიმარჯვა პარტიამ „ქართული…

მეტი...

” 60% იყო აბსოლუტურად რეალური შედეგი, თუმცა ბოლო ორმა კვირამ გარკვეული ნეგატიური დინამიკა აჩვენა” – ირაკლი კობახიძე

“ჩვენ შესწავლილი გვქონდა არსებული მდგომარეობა და რეალურად იყო საკმაოდ რეალური პროგნოზი, რომ 60% მიგვეღო. თუმცა ბოლოდროინდელმა პროცესებმა, დაახლოებით ბოლო ორმა კვირამ გარკვეული ნეგატიური დინამიკა აჩვენა, მათ შორის პანდემიამაც”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „ჩვენ შესწავლილი გვქონდა არსებული მდგომარეობა და იყო საკმაოდ რეალური პროგნოზი, რომ 60% მიგვეღო. თუმცა ბოლოდროინდელმა პროცესებმა, დაახლოებით ბოლო ორმა კვირამ გარკვეული ნეგატიური დინამიკა აჩვენა, მათ შორის პანდემიამაც. ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა და პანდემიის ფონზე გაუარესდა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, რაც ბუნებრივია ახდენდა გავლენას მხარდაჭერის დინამიკაზე. არჩევნები რომ თვენახევრის…

მეტი...

„ქართულ ოცნებას“ უკვე აქვს მთავრობის დასაკომპლექტებლად საჭირო 76 მანდატი” – ირაკლი კობახიძე

„ქართულ ოცნებას“ უკვე აქვს მთავრობის დასაკომპლექტებლად საჭირო 76 მანდატი, გვაქვს დასაბუთებული მოლოდინი, რომ მანდატები 92-მდე გაიზრდება,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დათვლილი მონაცემების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“  გარანტირებული 76 მანდატი უკვე აქვს, რაც ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პირველივე ტურში მოიპოვა დამაჯერებელი უმრავლესობა. „დათვლილია უკვე 7 ათასზე მეტი უბნის მონაცემი. ამ მონაცემების მიხედვით „ქართული ოცნების“ შედეგი ამ ეტაპზე არის 48, 36 პროცენტი. ეს ნიშნავს, რომ პროპორციული სისტემით, იმ პარტიების გამოკლებით, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს, „ქართული ოცნების“ შედეგი იქნებოდა 52 პროცენტი, მხოლოდ პროპორციული სისტემით, რაც…

მეტი...

“კორონავირუსის ახალი 1 791 შემთხვევიდან, 532 შემთხვევა თბილისში, 369 – აჭარაში, 392 – იმერეთში გამოვლინდა ” – ნათია მეზვრიშვილი

“დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 791 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს – 40 727-ს,” – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ნათია მეზვრიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა. „გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით და ამ მხრივ დღეის მდგომარეიბითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 413 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 25 104-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24…

მეტი...

3847-დან 2787 უბნის (72,45%) მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ 48,51%, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 26,07% აქვს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 3847 უბნიდან დათვლილია მონაცემები 2787(72.45%) უბნის მიხედვით. ამ დროისთვის წინასწარი შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება: „ქართული ოცნება“ – 48.51%; „ნაციონალური მოძრაობა“ – 26,15%; „ევროპული საქართველო“ – 3,8%; „ლელო“ – 3,28%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,23%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,15%; „გირჩი“ – 3,07%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,41%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1.02%

მეტი...

წინასწარი მონაცემებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა

აჭარაში ხმების დათვლის პროცესი გრძელდება. სამივე ოლქში უბნებიდან შემაჯამებელი ოქმების შესვლას ელოდებიან. მაგალითად, ქობულეთში დარჩენილია ორი უბანი, 67 უბნის წინასწარი მონაცემებით კი, ლიდერობს „ქართული ოცნება“ პროპორციული სისტემით, ასევე ყველაზე მეტი ხმა „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა დააგროვეს. უცნობია ბათუმისა და მაღალმთიანი აჭარის შედეგი. ბათუმში 30, მაღალმთიან აჭარაში კი 7 უბნის მონაცემებს ელოდებიან. რაც შეეხება უმაღლეს საბჭოს – წინასწარი მონაცემებით 5-პროცენტიანი ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ გადალახა, უმრავლესობით კი „ქართული ოცნება“ შევა. საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ერთდროულად ჩატარდა. 

მეტი...