ქობულეთიში 30 წლამდე კაცი მოკლეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში 30 წლამდე კაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის იარაღი სანადირო თოფია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მომხდართან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია, ამ ეტაპზე, არ ვრცელდება. მიმდინარეობს გამოძიება. 

მეტი...

„მათ უარი თქვეს ხმების გადათვლაზე“ – კახა კალაძე მმართველი გუნდის შეთავაზებაზე    

კახა კალაძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას იმ უბნების გახსნა და ხმების გადათვლა შესთავაზა, სადაც მათ გარკვეული ეჭვები ჰქონდათ, თუმცა, ამ შეთავაზებაზე უარი მიიღეს. „დიალოგზე შეთანხმებული წესების მიხედვით, მოლაპარაკების საკითხები, საჯაროდ, ამ ეტაპზე არ უნდა გახმოვანებულიყო. ამის მიუხედავად, ოპოზიციის წარმომადგენლები საჯაროდ საუბრობენ, რომ ისინი არ თანხმდებიან ხმების გადათვლაზე. ამიტომ, ინფორმაცია ცალმხრივი რომ არ იყოს, ჩვენც ვადასტურებთ, რომ მათ უარი განაცხადეს და უარი თქვეს შედეგების გადამოწმების ორივე ფორმაზე – ბიულეტენების გადათვლაზე და ვიდეოჩანაწერების ნახვაზე, რომელიც გამორიცხავდა სპეკულაციებს ე.წ. კარუსელებზე. როგორც ჩანს, მათი ინტერესი არ არის გაირკვეს სიმართლე და ურჩევნიათ მათივე მოდელირებული, გამოგონილი…

მეტი...

მმართველი გუნდი ხელახალ არჩევნებს არ განიხილავს – კახა კალაძის განცხადება

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, მმართველი გუნდი გამორიცხავს და არც განიხილავს ხელახალი არჩევნების ჩატარებას. აღნიშნული განცხადება კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე გაახმოვანა. „გვინდა საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენოთ მიმდინარე მოლაპარაკებებზე – “ქართული ოცნება” არ განიხილავს ქართველი ხალხის მიერ თავისუფალ არჩევნებში გამოხატული ნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, ხელახალ არჩევნებს ან მსგავს საკითხებს. არავის უნდა დაავიწყდეს, რომ პატივი უნდა ვცეთ ყველა ამომრჩეველს, თითოეული მათგანის არჩევანს, რომელიც გამოიხატა როგორც ოპოზიციური პარტიების, ასევე “ქართული ოცნების“ მხარდაჭერაში. შეგახსენებთ, რომ პანდემიის უმძიმეს პირობებში პარტიების მიმართ საკუთარი ნება ორ მილიონამდე ამომრჩეველმა გამოხატა, საიდანაც მილიონამდე ადამიანმა მხარი სწორედ ,,ქართულ ოცნებას” დაუჭირა.…

მეტი...

“დავაფენთ, დავდგებით ზედ და ვიტყვით: გაყალბებულია, გაყალბებულია, გაყალბებულია” – გიგი უგულავა

“ევროპული საქართველოს” ერთ – ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ, 21 ნოემბერს აქცია დაანონსა, როდესაც ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური უნდა ჩატარდეს. მისი თქმით, მეორე ტურები სიყალბეა და ამაში მონაწილეობა არავინ არ უნდა მიიღოს.  “იცით, რომ 17 და 18 ნოემბერს საქართველოს ეწვევა ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი მაიკ პომპეო. ჩვენ ყველანი მივესალმებით მას, ჩვენთვის თავისუფლების გარანტი ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენელს. ასევე, ჩვენ ვანახებთ ჩვენს მსოფლიოს, იმიტომ, რომ იმ დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება იქნება საქართველოსკენ, ვანახებთ, ჩვენი მდუმარე პროტესტით. დავაფენთ თითოეულ სტიკერს, სადაც ეწერება “გაყალბებულია” და რუსთაველის პირველიდან ჭავჭავაძის გამზირის პირველამდე, მთელი ცენტრალური…

მეტი...

„მიშა ჩამოდი,“ „მიშა გვჭირდები“ – ლოზუნგი ოპოზიციის აქციაზე

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, აქციის მონაწილეებმა გამოფინეს პლაკატები შემდეგი წარწერით: „მიშა ჩამოდი,“ „ვითხოვთ მიშას“. როგორც „პროტესტანტები“ აცხადებენ, დაწყებული ბრძოლა მიშას გარეშე არ ვერ დასრულდება. რაც შეეხება ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, ნაწილი ამ ქმედებას დესტრუქციად მიიჩნევს, ნაწილი კი – პირიქით. როგორც „ლელოს“ ლიდერი  მამუკა ხაზარაძე აცხადებს, ისინი აქციაზე ხმების დასაცავად არიან მისულები და არა ვიღაცის ჩამოსვლა-არჩამოსასვლელად.    „ამ სიტუაციაში, „მიშა ჩამოდი“ არის დესტრუქციის შემოტანა, რომელიც ამ ქვეყანას არ სჭირდება. დღეს, ეს ნაბიჯი არის არასწორი და დესტრუქციული. ჩვენს ქვეყანას სჭირდება ახალი არჩევნები წყნარ სიტუაციაში. გვჭირდება ახალი ცესკო და ახალი ეტაპის დაწყება და არანაირი…

მეტი...

“კოვიდ 19”-თან ბრძოლაში კერძო კლინიკებიც ჩაერთვებიან – შეხვედრა პრემიერთან

“კოვიდ 19“-ის პანდემიასთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრი კერძო კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა და არსებული საწოლფონდის რაოდენობასა და საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი რესურსების მობილიზებაზე ესაუბრა. შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის მონაწილეობით გაიმართა. მთავრობის მეთაურმა დეტალური ინფორმაცია მიიღო თითოეულ კლინიკაში არსებული საწოლფონდის რაოდენობის, მათი საჭიროებებისა და დამატებითი რესურსის მობილიზების შესახებ. გიორგი გახარიამ თითოეული კლინიკის ხელმძღვანელს, ექიმებს, სამედიცინო პერსონალს და ყველა თანამშრომელს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც ისინი სწევენ კოვიდინფიცირებული პაციენტების მართვის პროცესში. საუბარი შეეხო იმ ღონისძიებებს, რომლებიც ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით ხორციელდება. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მსუბუქი შემთხვევების…

მეტი...

“იმის გამო, რომ ჩვენ არ გამოვაცხადეთ “ლოკდაუნი”, სახელმწიფოს დიდი დატვირთვის აღება უწევს თავის თავზე” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პანდემიასთან ბრძოლა სახელისუფლებო სტრუქტურებისთვის და ექიმებისთვის ლოკდაუნის პირობებში გაცილებით უფრო იოლი იქნებოდა. თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე სახელმწიფომ პანდემიასთან ბრძოლისათვის რთული გზა აირჩია. “იმის გამო, რომ ჩვენ არ გამოვაცხადეთ ლოკდაუნი ძირითადი გამოწვევის და დიდი დატვირთვის აღება უწევს თავის თავზე სახელმწიფოს და კლინიკურ სექტორს. რომ გამოცხადებულიყო ლოკდაუნი ამით ჩვენზე დატვირთვა შემცირდებოდა და სახელმწიფო უფრო იოლად გაუმკლავდებოდა. სახელმწიფომ აირჩია არა იოლი, არამედ ძნელი გზა პანდემიასთან ბრძოლის იმიტომ, რომ ეს შედის მოსახლეობის ინტერესებში, თორემ სახელისუფლებო სტრუქტურებისთვის და ჩვენთვის ექიმებისთვის გაცილებით იოლი იქნებოდა პანდემიასთან ბრძოლა ლოკდაუნის პირობებში, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ. შესაბამისად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოვახდინოთ მობილიზება…

მეტი...

„მეორე ტურისთვის კი არა გამარჯვებისთვის ვემზადებით“ – ნიკა მელია

„არ იქნება სახელმწიფო იქ, სადაც არჩევნები არ ტარდება, „ – „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ რუსთაველზე შეკრებილებს აქციაზე მიმართა. პოლიტიკოსი პერმანენტულ აქციებს აანონსებს და ამბობს, რომ  ხელისუფლება დიალოგზე მხოლოდ იმიტომ წავიდა, რომ არჩევნები მათ მიერ გაყალბდა. „დიალოგში შესვლა არის სწორი ნაბიჯი, მაგრამ არჩევნებიდან 12 დღეში ოპოზიცია ხელისუფლებასთან ჯდება და ისმენს მის მოთხოვნებს, ეს თქვენი დამსახურებაა. ისინი, ოდნავ მაინც დარწმუნებულები, რომ იყვნენ, რომ არჩევნები არ გააყალბეს არ დაჯდებოდნენ, უახლოეს დღეებში ჩვენ დავრწმუნდებით რაზე წამომსვლელები არიან და ამაში დარწმუნდება მსოფლიოც, თუკი ვინმეს რამესი ეშინია, ეს არის რუსთაველის გამზირი და ესაა ხალხი, მეორე…

მეტი...

„ყველანი უნდა ვიყოთ გარეთ“ – „თავისუფალი დემოკრატები“

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას „თავისუფალი დემოკრატებიც“ უერთდებიან. როგორც პარტიის თავმჯდომარე თამარ კეკენაძე აცხადებს, დრეს ის დღეა, როცა ყველა გარეთ უნდა იყოს. „თავისუფალი დემოკრატები“ რა თქმა უნდა ვაგრძელებთ საპროტესტო პროცესში მონაწილეობას. სამწუხაროდ, ქართული ოცნება ჯერ კიდევ ვერ იაზრებს, რა განწყობაა ხალხში. არ უნდათ, იმის დანახვა და აღიარება, რომ ჩვენი მოქალაქეები აღარ აპირებენ აიტანონ და შეეგუონ გაყალბებულ არჩევნებს. ჩვენი, ოპოზიციური პარტიების პასუხისმგებლობაა, ყველასთან საუბრით, იქნება ეს აქციების მეშვეობით თუ პირადი კომუნიკაციით, ყველამ ერთად გავიაზროთ, თუ გვინდა ვიცხოვროთ დემოკრატიულ ქვეყანაში, დღეს ყველანი უნდა ვიყოთ გარეთ, ამაზე მნიშვნელოვან საქმეს ამ ეტაპზე ვერ გავაკეთებთ ვერც…

მეტი...

პოლიციამ თემქაზე მომხდარი განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნ.ნ. განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მეგობარ გოგონასთან – 1999 წელს დაბადებულ ა.უ.-სთან და კიდევ ერთ ნაცნობთან – 1984 წელს დაბადებულ მ.მ.-სთან ერთად, 1983 წელს დაბადებული ლ.შ.-ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში სტუმრად იმყოფებოდა. მ.მ.-სა და ნ.ნ.-ს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც ნ.ნ.-მ ცივი იარაღის გამოყენებით მ.მ.-სა…

მეტი...

ოპოზიცური პარტიები და მხარდამჭერები პარლამენტთან აქციისთვის ემზადებიან

ოპოზიცური პარტიები და მხარდამჭერები პარლამენტთან აქციისთვის ემზადებიან ამ წუთებში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხმრავლობაა. ოპოზიციური პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან, რომელიც 15:00-საათზე უნდა დაიწყოს. მიმდებარე ტერიტორიებზე მობილიზებულია რეგიონებიდან ჩამოსული მხარდამჭერები, რომლებიც აქციაზე რამდენიმე წუთში გამოჩნდებიან. რუსთაველის გამზირი ამ წუთებში გადაკეტილია. საქართველოს დროშებითა და ტრანსფარატებით აღჭურვილი მხარდამჭერები, პარლამენტის შენობას უკვე უახლოვდებიან.     ყველა პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც არჩევნების შედეგს აპროტესტებს, აქციაზე საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად მივა. ოპოზიციის მოთხოვნაა ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა,  საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი წესით დაკომპლექტებას, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და რამდენიმე პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

მეტი...

უმრავლესობა აცხადებს, რომ დიალოგი გრძელდება, ოპოზიცია კი ხელახალი არჩევნების მოლოდინშია

ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მორიგი შეხვედრა დასრულდა. მმართველი გუნდი აცხადებს რომ დიალოგი გრძელდება და მეათე მოწვევის პარლამენტშიც გაგრძელდება, ოპოზიციას კი მხოლოდ ერთადერთი მოთხოვნა აქვს – ხელახალი არჩევნები. შეხვედრიდან გამოსული პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ დიალოგი გრძელდება. „მოლაპარაკებები გრძელდება. საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულია.  მივესალმებით დიალოგის ფორმატს და მაქსიმალურად ვცდილობთ დავაახლოვოთ პოზიციები, რათა დემოკრატიამ და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურმა სისტემამ განაგრძოს სტაბილურად ფუნქციონირება. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ფორმატში დიალოგი პოლიტიკურ პარტიებს შორის დასრულდება და ამოიწურება. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს დიალოგი განვაგრძოთ საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში“ –…

მეტი...

ამერიკის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრა, ამ ეტაპისთვის, უშედეგოა  

ოპოზიციის წარმომადგენლები ამერიკის ელჩის რეზიდენციაში მეორედ შეიკრიბნენ, თუმცა, ჯერჯერობით, დიალოგს შედეგი არ აქვს. როგორც შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, ხმების ხელახლა გადათვლის საკითხი დახურულია. „ყველა მხარე შეთანხმდა, რომ დახურულია ყოველგვარი საუბარი ხმების გადათვლაზე, სხვადასხვა მექანიზმზე, რაზეც იყო საუბარი „ქართული ოცნების“ მხრიდან.  შევჯერდით, რომ აუცილებლად იქნება შეხვედრის შემდეგი „რაუნდი“, სადაც კონკრეტულად ვისაუბრებთ არჩევნების თარიღზე. ოპოზიციას ეს მოლოდინი გვაქვს, იმიტომ, რომ ვთქვით, რომ ამის გარეშე სხვა საკითხების გადათვლას აზრი არ აქვს“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. მისივე თქმით, ისინი არჩევნების მეორე ტურისთვის არ ემზადებიან და არ მიიღებენ მონაწილეობას.   „ევროპული…

მეტი...

„ვგმობთ 2008 წელს რუსეთის შეჭრას საქართველოს რეგიონებში“ – სახელმწიფო დეპარტამენტი მაიკ პომპეოპს ვიზიტზე

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა. როგორც სახელმწიფო დეპარტამეტში აღნიშნავენ, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი გამოყენებული იქნება  საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის პროცესში. „კიდევ ერთხელ, ცალსახად აღვნიშნავთ, რომ ვგმობთ 2008 წელს რუსეთის შეჭრას საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ… ერთგულნი ვრჩებით, დავეხმაროთ საქართველოს, გააღრმავოს მისი ევრო-ატლანტიკური კავშირები, გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცესები. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური, დაახლოებით 16 საპარლამენტო მანდატისთვის, 21 ნოემბერს ჩატარდება. რა თქმა უნდა, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებისთვის და ქართველი ხალხი ამ…

მეტი...

თემქაზე მკვლელობა მოხდა

თბილისში, თემქაზე მკვლელობა მოხდა, გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ყელი ბასრი საგნით გამოჭერს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, ერთი პირია დაკავებული. დეტალებზე უწყება ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

მეტი...

“დღევანდელ ვითარებაში ხმების გადათვლა ნიშნავს, ადამიანს თავის ტვინზე სჭირდებოდეს ოპერაცია და აპენდიციტი ამოვაცალოთ” – შალვა ნათელაშვილი

“დღევანდელ ვითარებაში ხმების გადათვლა ნიშნავს, ადამიანს თავის ტვინზე სჭირდებოდეს ოპერაცია და აპენდიციტი ამოვაცალოთ,” – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. მისი თქმით, ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია. „ჩვენი პოზიციები ამ წუთისთვის და ვიმედოვნებ, გამარჯვებამდე რჩება უცვლელი – ხელახალი არჩევნები, ვინაიდან 31 ოქტომბერს საქართველოში არჩევნების მსგავსიც კი არაფერი ჩატარებულა, რაც იცის სრულიად საქართველომ და აღნიშნულს გაიგებს მთელი ქვეყნიერება. უახლოეს დღეებში ჩვენ ველოდებით მაღალი რანგის სტუმრებს მეგობარი სახელმწიფოებიდან, რომლებიც რა თქმა უნდა, აქ შემთხვევით არ ჩამოდიან, მით უმეტეს ასეთ კრიტიკულ დღეებში. ვფიქრობ, ყველაფერი…

მეტი...

პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი: 2001 წელს დაბადებული თ.ე. და 2002 წელს დაბადებული თ.კ., ასევე, 1995 წელს დაბადებული ა.გ. თბილისში დააკავეს. მათ ბრალი ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ედებათ. ინფორმაციას შსს- ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მეტროსადგური „სამედიცინო უნივერსიტეტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღის მუქარით, 1993 წელს დაბადებულ ნ.ს.-ს და მის მეგობარს – 1999 წელს დაბადებულ ნ.ს.-ს თანხა წაართვეს და გააფრთხილეს,…

მეტი...

თბილისში გამოვლენილია 1 232 შემთხვევა, აჭარა – 603, იმერეთი – 619, ქვემო ქართლი – 122, შიდა ქართლი – 140, გურია – 94, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 397

„ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 289. 5 355 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,“ – ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, თვითიზოლაციაში იმყოფება 43 263 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 6 671 პირი:  „დღეს გამოვლენილი 3 504 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 232 შემთხვევა, აჭარა – 603, იმერეთი – 619, ქვემო ქართლი – 122, შიდა ქართლი – 140, გურია – 94, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 397, კახეთი – 102, მცხეთა-მთიანეთი – 97, სამცხე-ჯავახეთი – 76, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 22. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 289. 5 355 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 541, აჭარაში…

მეტი...

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 33 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 10, აჭარაში

“სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში  გარდაიცვალა  33 ადამიანი, მათ შორის  თბილისში –  10,  აჭარაში – 7, იმერეთში – 10, ქვემო ქართლში – 1, შიდა ქართლში – 2, კახეთში – 1, მცხეთა-მთიანეთში – 1, სამცხე-ჯავახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 669 გარდაცვალების შემთხვევა,” – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, 33 გარდაცვლილიდან 10 თბილისში მკურნალობდა.

მეტი...

3 504 ინფიცირებული 24 საათში

საქართველოში, კორონავირუსის ახალი შემთხვევები  მაქსიმალურად იზრდება. ბოლო 24 საათში 3 504 ინფიცირებული პირი გამოვლინდა. „დღეის მდგომარეობით,  24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა“  – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით  უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით,  24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს – 76 658-ს.

მეტი...

„ოპოზიციური პარტიები მეორე ტურისთვის ემზადებიან“ – არჩილ თალაკვაძე

„პარტიებს შორის დიალოგის დაწყება პოზიტიურია, რაშიც გვაქვს მეგობრების მხარდაჭერა – ქვეყნის მტრებს სურთ, რომ ჩვენ დავიყოთ, მაგრამ „ქართული ოცნება“ მოწოდებულია გააერთიანოს საზოგადოება“ – აცხადებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და დიალოგში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს მადლობას უხდის.    „ძალიან პოზიტიურია, რომ დაიწყო პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი, მსურს, მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს, ვინც მონაწილეობდა ამ შეხვედრაში. ვიტყოდი, რომ იყო ძალიან კონსტრუქციული გარემო, ჩვენ შევძელით, მოგვესმინა ერთმანეთისთვის, გაგვეცვალა არგუმენტები, გვეპასუხა კითხვებზე. მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის და მეგობრის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს, ასევე, ევროკავშირის ელჩს,…

მეტი...

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მაიკლ პომპეოს ვიზიტი პოზიტიური დღის წესრიგით ჩაივლის

„სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არის პირდაპირი გზავნილი, რომ საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან“ – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ამბობს, რომ ვიზიტი ჩვეული სტუმართმოყვარეობით ჩაივლის.    „საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში. ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომ საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. რასაკვირველია, ჩვენ, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მაიკ პომპეოს დავხვდეთ ჩვეული სტუმართმოყვარეობით და პოზიტიური დღის წესრიგით“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს დაგეგმილ ვიზიტს. არჩილ თალაკვაძის თქმით, სახელმწიფო მდივანი საქართველოს საერთაშორისო ვიზიტების სერიის ფარგლებში…

მეტი...

პირბადე 250 000 დოლარად  

პანდემიის პერიოდთან დაკავშირებით, საათების ცნობილმა მწარმოებელმა კომპანია „ჯეიკობსმა“ ბრილიანტის სახის პირბადე შექმნა. პირბადე 3040 ბრილიანტის ქვას მოიცავს და 156 გრამს იწონის. ბრილიანტის პირბადეს ქსოვილის ეფექტი აქვს და ბრილიანტის ქვები  ერთმანეთთან თეთრი ოქროთია გადაბმული. ნიღაბს ვირუსისგან დამცავი ეფექტი არ აქვს და ის მხოლოდ სილამაზისთვის შეიქმნა. მისი ღირებულება  250 000 დოლარია.  

მეტი...

„ეს გვინდა მშვიდობიანად, ჩუმად, ერთ ადგილზე დგომით“ – რას გეგმავს ოპოზიცია მეორე ტურზე?!

თუ არჩვენების მეორე ტურამდე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შერის შეთანხმება ვერ შედგა, 9 ოპოზიციური სუბიექტი 21 ნოემბრის არჩევნებს სხვადასხვა ფორმით გააპროტესტებს. ზოგი რადიკალურ გზას – საარჩევნო უბნების ბლოკირებას ირჩევს, ზოგი კი დუმილის გზას. როგორც „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია „მედიაცენტრმთავართან“ აცხადებს, მათი არჩცევანი ჩუმი პროტესტია.    „პროტესტის სხვადასხვა იდეა არსებობს.  ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი აქციის იდეა, თუ მეორე ტურისთვის შეთანხმება ვერ შედგა. ეს იქნება მშვიდობიანი აქცია დისტანციის დაცვით. ჩუმად, ადამიანები ქალაქის ქუჩებში გამოვლენ, ჩუმად დადგებიან და უყურებენ საკუთარ თანამოქალაქეებს რომლებიც  არჩევნებზე მიდიან და „ქართულ ოცნებას“ არჩევნებს „უპრავებენ“. თუ მეორე ტურზე ოპოზიცია…

მეტი...